KILLER EYES(დასრულებული)

By dreamergirl__4ever

9.3K 432 159

მძიმე ბავშვობა... რთული ცხოვრება... და შემთხვევა, რომელიც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება მოთმინების ფიალაში და... More

CAST
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21 (ფინალი)
ახალი ფიკი

თავი 11

391 21 7
By dreamergirl__4ever

ოთახში კარები ჩავკეტე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და აქეთ-იქით სიარული დავიწყე.

-თავი ვინ ჰგონია?! -ჩემს თავს ველაპარაკებოდი -როგორც უნდა, ისე უნდა მოიქცეს?! არავითარ შემთხვევაში! ესე იგი, სათამაშო კახპები აღარ ჰყავს და მე მომადგა! მე სხვებს არ ვგავარ! მისი საკუთრება არ ვარ! არ მივცემ საშუალებას! არა! არა! მძულს! მეზიზღება! -ბოლო სიტყვები დავიყვირე და კარს ბალიში მთელი ძალით ვესროლე... ახლაღა შევამჩნიე, რომ იქ ვიღაც იდგა და როგორც კი ბალიში ვისროლე, კარი მიიხურა. მაშინვე კარს ვეტაკე და როცა გავაღე, ნაილი შემრჩა.

-აჯობებს, სხვა დროს შემოვიდე, ხომ?! -იკითხა გულუბრყვილოდ.

-ნაილ? აქ რა გინდა? დიდი ხანია, აქ ხარ?..

-არც ისე... გავიგე, რომ იყვირე, მძულსო და რაღაც მესროლე...

-ბალიში... კარგი....

-აქ იმიტომ მოვედი, რომ დანარჩენები დაბლა არიან და შენც ჩამოდი... ასე ნუ მიყურებ, თუ არ გინდა, არ ჩაგეძიები, რატომ ხარ ასეთ ხასიათზე...

-იცი, ძალიან კარგი ხარ! -ვუთხარი გულწრფელად და გავიღიმე -კარგი, ჩამოვალ.

ყველა მისაღებში იყო. კიდევ რამდენიმე დამატებოდათ... კენდალი არ იყო, სანაცვლოდ, ორი გოგო იყო, დანარჩენები კი ლიამი, ზეინი, ლუი( ჰარის კიდევ ერთი მეგობარი) და ჰარი იყვნენ. როცა ჩავედით, ჰარიმ ცინიკურად შემომხედა და ისევ დანარჩენებს მიუბრუნდა.

-ეს ვინაა? -იკითხა ქერა გოგომ და ზეინს გახედა.

-ეს მეგია! -უპასუხა ნაილმა -მეგი, ეს ჯიჯია, ეს კი სელენა.

-კარგი, მეგი, სთუმზე რას იტყვი?! -მკითხა სელენამ პირდაპირ.

-რატომაც არა?! -ვუთხარი და მეც მათთან დავჯექი.

თამაში დავიწყეთ. პირველად ნაილს ლუი ამოუვიდა და ლუის ერთი სუფრის კოვზი მარილის ჭამა მოუწია. მისი სახე უნდა გენახათ... საწყალი... შემდეგ, სელენამ ლიამს მაკიაჟი გაუკეთა და ფოტო ინსტაგრამზე გამოჭიმა... ჯიჯის ზეინმა თავზე რძე გადაასხა და დაბანის უფლება არ მისცა... ბოთლი დატრიალდა და...

-სიმართლე თუ მოქმედება? -მკითხა ჰარიმ. ოღონდ ეს არა...

-მოქმედება... -ვთქვი უფრო იმიტომ, რომ სიმართლეს არავინ ამბობდა. თითქოს, ჰარისაც ეს უნდოდა, კმაყოფილმა გაიღიმა.

-თამაშის ბოლომდე ტანსაცმლის გარეშე იჯექი! -მას გაბრაზებულმა გავხედე, მაგრამ არ შემიმჩნევია, ტანსაცმელი გავიხადე და საცვლებით დავჯექი. ბოთლი ისევ დაატრიალეს. მე იმის იმედი მქონდა, რომ ჰარი ამომივიდოდა, მაგრამ...

-დღეს მთელი დღე ერთი ნაჭერი პიცა იმყოფინე! -უთხრა ლიამმა ნაილს.

-რა? ჩემი შიმშილით მოკვლა გინდა?!

-ადამიანი მშიერი შვიდი დღე ძლებს....

-ადამიანი, და არა მე!

-უნდა შეასრულო!

-კარგი... -თქვა ნაილმა ნაწყენმა და ერთი ამოიოხრა... კიდევ დაატრიალეს... არ მეღირსა... რამდენიმე დატრიალების სემდეგ კი, როგორც იქნა, ჰარი ამომივიდა.

-სიმართლე! -თქვა ჰარიმ და ნაგლად გაიღიმა. პირველი იყო, ვინც სიმართლე აირჩია! მინდოდა, გამემწარებინა, ამიტომ, ცოტა ხნით დავფიქრდი და მოვიფიქრე კიდეც!

-როგორ გარდაიცვალა შენი შეყვარებული? -ვკითხე ისევე ცინიკურად, როგორც თავად მიყურებდა ხოლმე. ჰარის სახეზე ღიმილი სეეყინა. მივხვდი, რომ მისი მტკივნეული ადგილი ვიპოვე. სახე სრულიად შეეცვალა, ცოტაც და აფეთქდებოდა... ერთიანად აკანკალდა, ფეხზე წამოხტა და შეჰყვირა.

--რა უფლებით ახსენებ მას?! -მიღრიალა მან -შენ ერთი რიგითი ძუკნა ხარ და მასზე საუბრის არანაირი უფლება არ გაქვს!

ეს თქვა და მეორე სართულზე ავარდა. ჩავიცვი და უკან გავედევნე.

-აჯობებს, მარტო იყოს... შენთვის აჯობებს... -მითხრა ზეინმა, მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია... მისი ოთახისკენ გავწიე, კარი შევაღე და თავი ოდნავ შევყავი. ჰარი იქ იყო და ყველაფერს ლეწავდა. ბოლოს კი დაიჩოქა და თავი დახარა. რაღაცას ბუტბუტებდა... ყური კარგად დავუგდე.

-ჩემი ბრალია... ჩემი ბრალია... მაპატიე... გთხოვ... -ათრთოლებული ხმით იმეორებდა ერთსა და იმავეს. შემდეგ კი კარისკენ გამოიხედა... ახლა მივხვდი, თუ რა იყო მკვლელი გამოხედვა... მისი ლამაზი, მუდამ მანათობელი, სიცოცხლით სავსე თვალები, თითქოს, ჩამქრალიყო... როცა შემომხედა, ამ ცრემლიან, მწვალე თვალებში აშკარა მრისხანება დავინახე და თავი დამნაშავედაც კი ვიგრძენი... ვიყავი კიდეც... ამიტომ, უფრო სწორად, არც კი ვიცი, რატომ, ოთახში შევედი და გვერდით მივუჯექი.

-რა გინდა? -მკითხა უხეშად და საწოლს მიეყუდა -კიდევ რამე მოიფიქრე და ამისთვის მოხვედი?!

-არა.. მე.. მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვერ მოვზომე, რა ვთქვი... ამ თემას არ უნდა შევხებოდი... მაპატიე, გთხოვ...

-ჩემი პატიება რაში გჭირდება, მე ხომ ერთი გამოუსწორებელი მექალთანე, ქედმაღალი ეგოისტი ვარ?! მე ხომ სხვისი აზრი და გრძნობები ფეხებზე მკიდია?! მე ხომ მხოლოდ ჩემი თავი მადარდებს?! -მის თვალებში უდიდესი სევდა ამოვიკითხე... თითქოს, გულწრფელი იყო... ახლანდელი ჰარისთვის რომ შეგეხედათ, ვერც მიხვდებოდით, რომ ეს ის ნაბიჭვარია, რომელსაც აქამდე ვიცნობდი... ან არც კი ვიცნობდი... -შეიძლება, საშინელი ადამიანი ხარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე უფრო საშინელი გავხდი... პატიებას ამიტომ გთხოვ. -ვუთხარი და თანაგრძნობის ნიშნად ჩავეხუტე. როცა მოვშორდი, მან სახეზე ხელი მომითათუნა და ნაზად მაკოცა... ჯანდაბა! ეს ჩემი პირველი კოცნა იყო... ღმერთო, რაღა მან მაკოცა?! მაგრამ იმ წამს ეს არ მიფიქრია და მეც კოცნით ვუპასუხე... ხელები მომხვია და მკერდზე მიმიკრა. მე მისი ხელების მოშორება ვცადე.

-გთხოვ... არ გინდა... -დავუჩურჩულე, რაზეც მან დამიჯერა და მომშორდა. ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გავედი. დერეფანში სელენა შემხვდა.

-როგორაა?

-კარგადაა... უბრალოდ, მარტო ყოფნა ურჩევნია...

-რაღა ეს კითხვა დაუსვი?! -მკითხა გაბრაზებულმა.

-მოვუბოდიშე და მაპატია, ასე რომ, ყველაფერი დამთავრდა! ახლა კი ჩემს ოთახში წავალ...- მე ოთხში შევედი და საწოლზე წამოვწექი. ეს რა ჯანდაბა იყო?! ხან რა საყვარელია... ხან კი... ნეტავ, რა მოხდა? თავს იდანაშაულებს... მისი რა ბრალია?! ან რაში მაინტერესებს?! შეეშვი მას... მისი კოცნა კი... არა! შეეშვი! შეეშვი!.. თავში ყველა ფიქრი მერეოდა... დავიწყება მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა... ბოლოს, აბაზანაში შევედი, ვითომ ყველაფრის დასავიწყებლად, მაგრამ ეგ რას მიშველიდა?! რატომ, ჰარი, რატომ...

Continue Reading

You'll Also Like

526K 33.4K 38
She was going to marry with her love but just right before getting married(very end moment)she had no other choice and had to marry his childhood acq...
667K 35.4K 51
𝐒𝐜𝐞𝐧𝐭 𝐎𝐟 𝐋𝐨𝐯𝐞〢𝐁𝐲 𝐥𝐨𝐯𝐞 𝐭𝐡𝐞 𝐬𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 〈𝐛𝐨𝐨𝐤 1〉 𝑶𝒑𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒆𝒔 𝒂𝒓𝒆 𝒇𝒂𝒕𝒆𝒅 𝒕𝒐 𝒂𝒕𝒕𝒓𝒂𝒄𝒕 ☆|| 𝑺𝒕𝒆𝒍𝒍𝒂 𝑴�...
1.2M 29.2K 45
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...
743K 77K 28
في وسط دهليز معتم يولد شخصًا قاتم قوي جبارً بارد يوجد بداخل قلبهُ شرارةًُ مُنيرة هل ستصبح الشرارة نارًا تحرق الجميع أم ستبرد وتنطفئ ماذا لو تلون الأ...