1|1

29 3 0
                                        

ზეცა იძვრის...

ზეცა კანკალებს... 

ღრუბლები შიშისგან ერთმანეთს ეხუტებიან... 

უეცრად ცრემლები სცვივათ... ჯერ თითო ოროლა, თითქოს ცდილობენ არ იტირონ, დამალონ გრძნობა... მაგრამ კიდევ ერთი შემაძრწუნებელი გრუხუნი და ისინიც მაშინვე ცრემლებად იღვრებიან... ჰაერის ფენებს არღვევენ და მიწაზე ისე ეშვებიან თითქოს დახმარებას ითხოვდნენ...

მაგრამ მიწიერი ადამიანი ამას როგორ მიხვდება... მასაც თავისი შიში აქვს... 

მირბის, ცდილობს გაიქცეს და თავშესაფარი იპოვოს...  

ახალგაზრდა ყვაწვილი ნამჯუნი, თავის სამყოფელს, ბიბლიოთეკას აფარებს თავს და ცარიელ ოთახში მიაბიჯებს. არემარე სასიამოვნო სურნელით იყო მოცული, ვინ იფიქრებდა, რომ ამ ადგილს სტუმარი შეიძლებოდა მოკლებოდა, მაგრამ წიგნებს აღარავინ სტუმრობდა. 

უზარმაზარი ოთახი, უამრავი ისტორია და მხოლოდ ერთი მკითხველი.

მოხუცი ქალი, ბიბლიოთეკის მცველი იყო, მთელი ცხოვრება ჰქონდა გატარებული მის გვერდით და არცერთი წამით არ მობეზრებია ის.  

სახე სიხარულით გაუბრწყინდა, როდესაც დაინახა, წიგნების შემყურე ნამჯუნი. დიდი ხანი იყო რაც ხალხს დაავიწყდა, რომ სადღაც ქუჩის კუთხეში არსებობდა ისტორიებით სავსე ჯადოსნური სამყარო, რომელიც შეგეძლო იმდენ ხანს გეცხოვრა სანამ წიგნები არ დაილეოდა. 

-ახალგაზრდავ, იმედია უბრალო გამვლელი არ ხარ რომელმაც წვიმის გამო შემოიარა ჩვენთან?

-წვიმა მიზეზი გახდა, მაგრამ მერწმუნეთ, გულგრილად მაინც ვერ ჩავუვლიდი თქვენს საგანძურს.

-ოჰ, როგორ მიხარია. დიდი ხანია ისინი მიწიერი მკითხველს არ შეხვედრიან.

-მიწიერი მკითხველი?...  რას გულისხმობთ?

- როგორ თუ რას?  გგონია ახალ-ახალი ისტორიები მხოლოდ ადამიანებს მოსწონთ? არა.. წიგნებს მოჩვენებებიც კითხულობენ...  შეიძლება ხალხმა დავივიწყოთ ისინი, მაგრამ მათ მოსაწყენ ცხოვრებას მხოლოდ კითხვა ალამაზებს.

-პოეტური ნათქვამია. ვინმე მწერალი რომ გისმენდეთ, შეიძლება ახალი ისტორიისთვის იდეა მიგეწოდებინათ.

-ეს უბრალოდ ლამაზი ნათქვამი არ არის, ჩემმა მეუღლემ მითხრა. ის თავად მოჩვენებაა. მისთვის წიგნებიც კი შევარჩიე ხედავ? მას განსაკუთრებით რომანები უყვარს. ჩვენი ისტორიაც წიგნივით იყო იცი?

-საინტერესოა. გინდათ მომიყვეთ? სიამოვნებით მოგისმენთ.

-რა თქმა უნდა მინდა. დიდი ხანია ხმის გამცემი არავინ მყოლია... 

ერთი ნახვით სიყვარულის არასდროს მჯეროდა, სანამ მას არ შევხვდი. ერთმანეთის მართლაც გვესმოდა, გვიყვარდა და პატივს ვცემდით. ახლაც ასეა, არაფერი შეცვლილა. სიკვდილს არ ძალუძს სიყვარულს შეეხოს. შვილი არ გვყავდა, მაგრამ არც ეს ყოფილა პრობლემა ჩვენთვის. სამოცი წლის ასაკშიც, თექვსმეტი წლის ბავშვებივით ვიყავით. საინტერესოა, მაგრამ არანაირი დრამა და ტრაგიზმი არ ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში, სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებული.მაგრამ რაც მთავარია ბედნიერები ვიყავით. გვიყვარდა ერთად ყოფნა და ერთმანეთი. 

-მშვენიერია...-უთხრა და  მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა - რა ამბობდით? მისთვის წიგნები გაქვთ გადარჩეული ხომ?

-კი, აი ამ თაროზე მხოლოდ ის არის რაც მას უყვარს.

-იმედია თქვენი მეუღლე წინააღმდეგი არ იქნება თუ ერთ-ერთ მათგანს მე ვითხოვებ. გპირდებით აუცილებლად დაგიბრუნებთ.

მოხუცი ქალის სახეზე ღიმილი გამოჩნდა. ბედნიერების ღიმილი. 

ნამჯუნს გადაეხვია და უთხრა:

- ვერ წარმოიდგენ ახალგაზრდავ როგორ გამაბედნიერე ახლა, ანუ კიდევ მოხვალ?

-რათქმაუნდა, ამ ისტორიაში დიდხანს ხომ ვერ ვიცხოვრებ არა? მალე ახალი დამჭირდება. რას იტყვით ჩაიზე ხომ არ დამეპატიჟეთ? წვიმას ძალიან უხდება.

რამდენიმე საათი გავიდა და 

ისევ... 

ზეცა იძვრის...

ზეცა კანკალებს...

ღრუბლები შიშისგან, ერთმანეთს ეხუტებიან...

__________________________

ძვირფასო მიკითხველო,

მადლობა, რომ წაიკითხე.

გთხოვ, გამიაზრო შენი შთაბეჭდილება, რა მოგეწონა ან არ მოგეწონა.

მადლობა კიდევ ერთხელ, 

წარმატებები ❤️❤️❤️



Ghosts also read books *Oneshot*Where stories live. Discover now