ყალბი.

1.6K 82 54
                                    

გიყვართ წვიმა? ყველას არ უყვარს წვიმა. აი მაგალითად ბატონ კიმ თეჰიონს არ უყვარდა წვიმა, ყოველთვის უხასიათოდ იყო ასეთ ამინდში, და ახლა? მან შეიყვარა იგი. სულ ფიქრობდა, რომ წვიმა ყველანაირი უბედურების მომტანი იყო, წვიმის დროსაა ხომ, როცა გზა სველი და სრიალა ხდება,ეს კი აუტანელია მისთვის,შემთხვევითი ავტოავარიებიც ასეთ საშინელ ამინდში ხდება, როგორიც წვიმაა ან თუნდაც ადამიანის მკვლელობები და ათასი კატასტროფა,ყველაფერი წვიმასთან ასოცირდებოდა. ყოველთვის ასე ფიქრობდა იგი, თუმცა ვერასდროს იფიქრებდა რომ წვიმა ასეთ ტკბილ და სასიამოვნო შეგრძნებას მოუტანდა.

-ახხ ჯანდაბა ისევ ვაგვიანებ!

ყველა წვიმა მაინც და მაინც ისეთი საშინელი არ არის,როგორადაც ბატონი თეჰიონი მიიჩნევდა. აი მაგალითად, ოდნავ წამოსული წყლის წვეთები...ასეთ წვიმაში რომანტიკოს ხალხს სეირნობაც კი უყვარს,თუმცა სულ დამავიწყდა მეთქვა, თეჰიონი ხომ რომანტიკოსი არ არის. შეიძლება სწორედ ამიტომაც არ უყვარდა წვიმა.

ახლაც ეს საშინელი ამინდი უშლის ხელს,რომ მის საყვარელ ადგილას თავის დროზე მივიდეს. მისდა სამწუხაროდ საშინელი თქეშია და არა "რომანტიკოსთა" წვიმა.

ის რედაქციაში მუშაობს. გაგეცინებათ არა რომ ვთქვა მწერალია მეთქი? ალბათ აღშფოთებასაც კი გამოიწვევს ეს თქვენში. ადამიანი რომელსაც წვიმა არ უყვარს, როგორ შეიძლება მწერალი იყოს? და კიდევ...ადამიანი რომელიც სულაც არ არის რომანტიკოსი, როგორ შეიძლება რომანტიულ და სასიყვარულო წიგნებს წერდეს?

ჯერჯერობით არც ისე ცნობილი მწერალია, ამიტომაც დიდ ყურადღებას არ აქცევს თუ რას დაწერს.ფეხებზე კიდია სხვისი აზრი,უყვარს წერა და მორჩა. არც ის ადარდებს რომ ხშირად მისი წიგნები ან მოთხრობები ტრაგიკულად სრულდება.არა რომეოს და ჯულიეტას მსგავსად ტრაგიკულს არ ვგულისხმობ,და საერთოდ მას თუ კითხავდით სრული სისულელეც კი იყო ზემოთ აღნიშნული ნაწარმოები. კარგით რა, ორი ერთმანეთზე მტრულად გადაკიდებული ოჯახი, რომლის ორ წევრსაც ერთმანეთი უყვარდებათ და იმის გამო რომ ერთად ყოფნა "არ შეეძლოთ" თავს იკლავენ. სერიოზულად? მას რომ კითხოთ სასაცილოც კია ეს ნაწარმოები მის თვალში. თეჰიონის აზრით თუ გიყვარს კიდეც უნდა იბრძოლო მისთვის, სრულად მთელი მსოფლიოც რომ დაგიდგეს წინ. რომანტიკოსი არაა,თუმცა მაინც ასე ფიქობს. ალბათ უფრო რეალისტია. და მაინც თუ იცოდნენ რომ ერთად ყოფნა არ ეწერათ,რაღას გადაკვეთეს ერთმანეთის გზები? ან უნდა ებრძოლათ ბოლომდე ან საერთოდ არც არაფერი არ უნდა დაეწყოთ. ასეთ აბსურდულ მოსაზრებას გამოთქვამდა იგი, ან იქნებ სულაც არ იყო აბსურდული და უბრალოდ არაბანალურად მსჯელობდა.

მეორადი კალამი/used pen Where stories live. Discover now