ისევ ქაოსი

275 41 33
                                    

ტელეფონი გათიშა, მთლიანი სისტემა გამორთო, სადღაც საწოლის კუთხეში მოისროლა და ისევ ნერვიულობამ მოიცვა. ნუთუ ასე მარტივად? სულ რაღაც 3 კვირაში...რათქმაუნდა 3 კვირა დიდი დროა, თუმცა ჯონგუკისგან ასე მარტივად არ ელოდა დანებებას. გამოდის რომ როცა დავალებებს აძლევდა და თუნდაც, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ეკონტაქტებოდა, ეს მხოლოდ მისთვის იყო სასიხარულო და ბიჭი აღარაფერს გრძნობდა? ანუ იმ დღეს რაც დაინახა რეალური იყო და არა ძალადობა? ყველანაირ გამართლებას მოუძებნიდა, ოღონდ ბიჭი არ დაეკარგა, ჯონგუკმა კიდევ ასე უმოწყალოდ დათმო?

ისევ ფიქრები. ჯანდაბა! არადა როგორ უხაროდა, რომ აქედან წასვლის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნებოდა.
ქაოსი, ტალღების მსგავსად, დაუსრულებელი შეჯახებები, ფიქრების სახით.

არადა ბიჭმა დაანახა, რომ თურმე სამყარო ისეთი სასტიკი არ ყოფილა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ასე გაიმეტა. ეცოდებოდა, ო, როგორ ეცოდებოდა საკუთარი თავი. როგორ აღარ შეეძლო ამ ყალბი ხალხის ატანა.

გაწვიმდა.
ვერ იტანდა. არასდროს შეიყვარებდა წვიმას! მისგან თავდაცვა უბრალოდ მოჩვენებითი იყო. აშინებდა, თავსხმა წვიმის მსგავსად აწვებოდა, შინაგანი პრობლემები, სული ეხუთებოდა.
ნუთუ ასე აპირებდა დანებებას? ასე მარტივად?
ჯანდაბას, როცა ჩავიდოდა აუცილებლად მოთხოვდა პასუხს. ასეთ დროს თავის არიდება ლაჩრული საქციელი იქნებოდა. ჩავიდოდა და ჰკითხავდა, "რატომ?!" თუ თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი, რატომ გაუჩინა იმედები, რატომ აუგო ყალბი კოშკები, რატომ ცდილობდა დაენახებინა მისთვის სამყაროს დადებითი მხარე, რატომ მისცა პირობა, თუ მის ასრულებას არ აპირებდა,რატომ, რატომ. აუცილებლად მოთხოვდა პასუხს!

-თეჰიონ!-მოულოდნელად ბანჩანი ვარდება ოთახში.

ბიჭი აივნის კარებთან დგას,უყურებს წვიმას, საშინელს, აუტანელს, როგორ მოურიდებლად ეხება მისი მძიმე წვეთები მიწას, თითქოს ვერ ხვდება, რამდენად შეიძლება მიწას ტკიოდეს, იგი.

მეორადი კალამი/used pen Where stories live. Discover now