იმოქმედე!

427 52 28
                                    

სიამოვნებით გავიმეორებდი? გგონიათ ეს უბრალოდ სიტყვები იყო? არა. უკვე თითქმის მეათეჯერ დააცხრა უმცროსის გამობერილ ტუჩებს, რომელიც თითქმის განადგურებული იყო მის მიერ. არ დგამდა იმაზე დიდ ნაბიჯს და არ გადადიოდა ეს ყოველივე რაიმე ზედმეტში. ჯერ კიდევ სჭირდებოდა დრო, იმის გასაანალიზებლად თუ რატომ მოქმედებდა, ამ თითქოს უმწეო არსების ტუჩები მასზე ამდენად...

ნუ იფიქრებთ ისე თითქოს გამოუცდელი იყო...ქალთანაც წოლილა,კარგი დროც უტარებია და იმაზე მეტადაც შეუტოპავს ვიდრე წარმოგიდგენიათ...

მაგრამ, უდიდესი მაგრამ...ეს ჯონგუკი იყო, ეს იყო ბიჭი, ეს იყო პიროვნება, რომელმაც მოახერხა თეჰიონის ჩაკეტილ გულში შეპარვა და იქ დაბუდება. არ სურდა მწერალს მასზე ზედმეტად ემოქმედა, სწორედ ამიტომ მათი სესია მხოლოდ ტუჩების ჭიდილით შემოიფარგლებოდა. რამდენიმეჯერ ერთმანეთის სხეულებზეც კი გააპარებდნენ ხელს, მორიდებით მაგრამ სასიამოვნოდ.თუმცა იმაზე მეტი რასაც ახლა ორივე განიცდიდა, არცერთისთვის  არ წარმოადგენდა დიდ საჭიროებას. რათქმაუნდა გულის სიღრმეში ორივეს სურდა ერთმანეთის დამონება, მაგრამ ამ ტუჩების ჭიდილით თითქოს უფრო აჩვენებდნენ თუ რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენდა ერთი მეორეზე და პირიქით, ამ ტუჩებით თითქოს ერთმანეთს იმაზე მეტს ეუბნებოდნენ,ვიდრე ჩვეულებრივი საუბრის დროს. მაგრამ მაინც არცერთს სურდა ეს გადასულიყო ზედმეტში, რადგან მწერალს სურდა უკეთესად შეეცნო ბიჭი და ჯონგუკიც ანალოგიურად ფიქრობდა უფროსზე.

-თე..თეჰიონ.-ბიჭი ღრმად სუნთქავდა. ძლივს შეძლო ასეთ სასურველ ტუჩებს მოცილებოდა.-და მაინც...-ფრთხილად დაიწყო და თან უფროსს თვალებში აკვირდებოდა.-რას ნიშნავს შენთვის ეს ყოველივე?-უკვე კარგა ხანია სურდა ამ კითხვის დასმა, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან თეჰიონი იმაზე დიდ გავლენას ახდენდა მასზე, ვიდრე წარმოედგინა.
-უმიზეზოდ არაფერი ხდება, ეს ალბათ იცი.-მშვიდად დაიწყო საუბარი და თან ბიჭს თავზე მოეფერა.-ჩემს თითოეულ ქმედებას გააჩნია რაღაც მიზეზი, და რათქმაუნდა შედეგებიც ჩემს კისერზეა.-ნაზად გაუღიმა.-ნუ ფიქრობ იმაზე თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე ჩემთვის, იფიქრე რა მნიშვნელობას ატარებს ეს შენთვის.-ახლოს მიიწია და ისევ ნაზად აკოცა.-როცა ამას გაიგებ, მაშინ შეგიძლია დამისვა ეს კითხა. მაგ დროისთვის კი მე უკვე მექნება პასუხი.
-და თუ უკვე ვიცი ჩემთვის რაოდენ დიდ მნიშვნელობას ატარებს?-მშვიდად იკითხა, თუმცა გული ნამდვილად აუჩქარა ამ სიტუაციამ და ნერვიულობაც დაეპატრონა მის გონებას.
-მაშინ,იმაზე მალე მივიწევთ წინ ვიდრე მეგონა...-გაუღიმა, ახლოს მიიწია და გულში ჩაიკრა უმცროსი.
-თეჰიონ...-თითქოს ტირილს აპირებსო, ისე მოხვდა ბიჭის ხმა უფროსის ყურებს.
-ჩშშ,-უფრო მჭიდროდ მიიხუტა და თავზე მოეფერა.-არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
-რატომ მაინც და მაინც მე?-ნამდვილად ჩანდა, რომ ჯონგუკი მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო.

მეორადი კალამი/used pen Where stories live. Discover now