მეგობრობა...

418 51 24
                                    

საინტერესოა რატომ გაუჩნდა ბიჭს ეს შეკითხვა. ბედისწერა? თეჰიონს ხშირად უფიქრია ამაზე, თუმცა ყოველთვის მიიჩნევდა რომ საკუთარ ბედს თავად განაგებდა. რა თქმა უნდა  არსებობდა დამთხვევები, მაგრამ ამ ყველაფრის ბედზე დაბრალება? სასაცილოა.
-ვიცი რომ საინტერესო კითხვაა.-ბიჭმა უკვე თამამად გადადგა ნაბიჯები და სავარძელში მოთავსდა, მათი პოზიციები ჩვენთვის უკვე ნაცნობიც კია და ხშირი.
-რატომ?-თეჰიონი, თავისი ბოხი და მამაკაცური ხმით, აგრძელებდა ბიჭის მოხიბლვას.
-უკაცრავად?-დაბნეულობა ეტყობოდა ჯონგუკს. ცდილობდა არ შეემჩნია ის ფაქტი, თუ რამდენად მოქმედებდა ეს უცნაური ხმის ტემბრი მასზე.
-რატომ მეკითხები?-ტონს არ ცვლიდა.
-უბრალოდ მაინტერესებდა თქვენი შეხედულება...-მორცხვად დახარა თავი.
-ბევრი ახსნის გარეშე.არა, არ მჯერა.-ვითომც არაფერიო ისე უპასუხა და რომელი ფურცელიც ხელში პირველი მოხვდა,იმის თვალიერება დაიწყო. სერიოზული კაცის იერს ტოვებდა ბიჭის თვალში, მაგრამ თავად ხომ იცოდა, რომ შინაგანად რაღაც ბიძგს აძლევდა, ამ ირმის თვალება ბიჭისთვის ეჩვენებინა რაც იყო და როგორიც.
-აი მე კი მჯერა.-ჯონგუკმა თავდაჯერებულად წარმოთქვა.
-ჯონგუკ...შეგიძლია ამიღწერო საკუთარი თავი?-ფურცლის უაზროდ აქეთ-იქით ტრიალს ჯობდა საქმეზე გადასულიყო და ბიჭი კლანჭებში მოექცია.
-გააჩნია კონკრეტულად თქვენ რა გაინტერესებთ.-და აი ისევ ეს სახეცვლილება! გამომწვევად ჟღერდა ბიჭის პასუხი. საინტერესოა რატომ იქცეოდა ასე.
-აი სწორედ ამას ვგულისხმობ ჯონგუკ.-მოთმინება...ჯერ მოთმინება.-როგორ? როგორ ახერხებ რომ ერთ წუთში სრულიად უწყინარი არსება ხარ, რომელსაც სიამოვნებით ვიყოლიებდი შინ! მეორე წუთას კი ისეთ პიროვნებად იქცევი, რომლებიც საერთოდ არ მიზიდავენ.
-და საინტერესოა თქვენ რომელი გნებავთ რომ ვიყო?-გამომწვევი ახალგაზრდა?
-რის დამტკიცებას ცდილობ ამით?!-აგიჟებდა ეს სიტუაცია. ფიქრები ერეოდა, აღარ იცოდა რომელ აზრს მისკდომოდა! თავგზას უბნევდა. და რატომ უბრალოდ არ დაიკიდებდა ბიჭის ასეთ ქცევას? მაგრამ შიგნიდან რაღაც თითქოს არ აძლევსა ამის ნებას.

მეორადი კალამი/used pen Where stories live. Discover now