მხსნელი

347 42 47
                                    

-გუკ თუ გინდა სადარბაზომდე მიგაცილებ.-რესტორნიდან წამოსული ბედნიერი ბიჭები, მშვიდად მიაბიჯებდნენ ქუჩაში და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ხან იცინოდნენ, ხან კი მორიდებით ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს. ხელის ჩაკიდება თეჰიონს ჯერ კიდევ გამოსვლის შემდეგ უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა, ბოლოს კი ჯანდაბას რაც არისო და ჩაკიდა. უარყოფითი რეაქცია არც მიუღია პარტნიორისგან, პირიქით ჯონგუკმა მას თბილად გაუღიმა და თავისთვის გააგრძელა აღფრთოვანებით საუბარი, დღევანდელზე. ამდენი სეირნობის შემდეგ კი, როცა უკვე მიუახლოვდნენ ბიჭის უბანს, მორიდებულად შესთავაზა მას ეს ვარიანტი.

-თე...-ამ ზედმეტსახელზე სიამოვნებით გაცრა ტანში უფროსს.-სიამოვნებით, მაგრამ არ მინდა შეგაწუხო. იქნებ დღეს არ გვინდა...-უმცროსიც უხერხულად შეიშმუშნა.

-არაფერია. მესმის.-თეჰიონმა თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.-ხვალამდე გუკიტო.

-ხვალამდე ჰიონ.

-ჰიონ?-მწერალმა წარბი ასწია.

-ნახვამდის.-ჯონგუკმა თვალი ჩაუკრა და ბედნიერად შევიდა უბანში.

-ოხ ეს პარაზიტი.-თეჰიონმაც თავი გააქნია და თავისთვის გაეცინა.

-ჯეონ ჯონგუკი! გილოცავ პატარავ!-ჯონგუკს ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა მის სადარბაზოსთან მდგომი პიროვნება დაინახა. დამიჯერეთ, მისი ვინაობის გაგების შემდეგ, თქვენც თვალებს მობეზრებით აატრიალებთ და ალბათ გულში კიდევ ბევრჯერ გამოლანძღავთ, ამ პიროვნებას.

-რონ! აქ რა გინდა?!-უხეშად მიმართა მაღალს.

-ჰო, შენც გამარჯობა.-ბიჭის სახეზე მოთამაშე ღიმილი არ ქრებოდა.

-გამატარე.-ჯონგუკმა თავის არიდება სცადა, თუმცა რონმა მაჯა დაუჭირა და პირდაპირ კედელს მიახეთქა.-აუჩ.-სიმწრისგან ამოიგმინა.

-მმ, როგორ მომენატრა ეს ტუჩები.-რონი არ წყვეტდა უხეშ თამაშს და ბიჭის წინ სახეს ათამაშებდა, ახლოს მიუტანდა, თითქოს საკოცნელად, შემდეგ კი ისევ უკან გამოიწეოდა.

მეორადი კალამი/used pen Onde histórias criam vida. Descubra agora