მეორადი კალამი

585 54 112
                                    

-კარგი დედა, მადლობა, მამას გადაეცი, რომ მეც მიყვარხართ, კარგი...ჯონგუკს მოგიკითხავთ...-სანამ ოფისში შევიდოდა, დედისგან მილოცვა მიიღო, ტელეფონზე ესაუბრებოდა და პარალელურად წინ მოსეირნე წყვილს არ აშორებდა მზერას. დედისგან,ჯონგუკის მოკითხვაზე, ძლიერი ლოდი დააწვა თითქოს, როგორ უნდა მოეკითხა მშობლისგან ბიჭი, რომელსაც თითქმის უკვე აღარც ანაღვლებდა იგი.

ბოლო გახედვა, თვალები მოაცილა მათ, ღრმად ამოისუნთქა და რედაქციაში შევიდა.

-ბატონო თეჰიონ!-მხიარულად გამოეგება გლინდა მას.-გილოცავთ!

-მადლობა გლინდა, ბატონს ნუ მეძახი, თითქმის უკვე დად მეკუთვნი.-მშვიდი ღიმილით და თვალის ჩაკვრით დააბოლოვა წინადადება.

-ჩვევები...-გოგონამაც მხრები აიჩეჩა და ღიმილით უპასუხა.-დღეს გეგმები გაქვთ?

-არა.-მშვიდი იყო მისი ხმა. შინაგანად სტკიოდა, იტანჯებოდა, დაბადების დღის აღნიშვნის სურვილიც დაკარგული ჰქონდა.

-ძალიან კარგი.-მხიარულად გააგრძელა.-ეს ბილეთები ვიყიდე...დღეს 5 საათზე, გამოფენაა. ვიფიქრე, თუ გეგმები არ გექნებოდათ, ერთად წავსულიყავით მუზეუმში და შემდეგ ჰობისთან გაგვევლო.-უფროსმა ბილეთი გამოართვა და მუზეუმის სახელზე შეაჩერა მზერა. ჯონგუკი პირველად სწორედ იქ მიიყვანა.თავს, ყველაზე საცოდავ ადამიანად გრძნობდა, იმ წამს.

-კარგი აზრია, სიამოვნებით წამოვალ.-არ უნდოდა გლინდას წყენინება, თანაც ცოტა ყურადღებას მაინც გადაიტანდა...

-ძალიან კარგი! ბატონ ნამჯუნს ვთხოვ, დღეს ცოტა ადრე გაგვიშვას.-მხიარულად დაასრულა საუბარი და თავის ადგილს დაუბრუნდა.

-ჩემი სახელი ახსენა ვინმემ?-უფროსმა, ცნობისმოყვარედ გამოყო თავი კაბინეტიდან და თეჰიონისკენ დაიძრა.-გილოცავ, ჩემო ბიჭო!-მხიარულად გადაეხვია მწერალს და დაბადების დღეც მიულოცა.

-მადლობა, ბატონო ნამჯუნ.-სპეციალურად მიმართა ასე და თავისთვის ჩაეღიმა.

მეორადი კალამი/used pen Where stories live. Discover now