პარალიზებული

476 50 12
                                    

ოდესმე თავი პარალიზებული თუ გიგრძვნიათ? თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც ყველაფერს ხედავთ და ყველაფერს აღიქვამთ, თუმცა ამავდროულად არაფერი გესმით და დაბნეული ხართ. ერთადერთი რისი კეთებაც შეგიძლიათ არის ჯდომა და სივრცეში ყურება, არაფრის მოლოდინში. გიგრძვნიათ თავი ისე თითქოს თქვენი ტვინი ყველაფერს აღიქვამს, თუმცა თქვენ ამის განცდა არ შეგიძლიათ. ყოფილა შემთხვევა, როცა სურვილი გქონიათ, რაღაც მომენტში, ტვინის მიერ აღქმულ სიტუაციაზე გულიანად გეცინათ, თუმცა ერთადერთი რაც შეძელით იყო ის,რომ ყელიდან ძალით დაგიწყვეტიათ ის სიმები რომლის მეშვეობითაც ხმას გამოვცემთ, რათა თქვენი სიცილი ბუნებრივი გამოჩენილიყო? ყოფილა ისეთი შემთხვევა,როცა ადამიანი გამწარებული გიყვებათ რაღაცას, თქვენ კი ამ ყველაფერს ისმენთ, მაგრამ გიჭირთ გაგება? გილაპარაკიათ, თუმცა თქვენი საუბარი ისე ჩანდა თითქოს სულ სხვა რაღაც ან ვიღაც გალაპარაკებთ?მოკლეს რომ ვთქვათ, გქონიათ ისეთი სიტუაცია, სადაც უბრალოდ იმყოფებით მაგრამ ამავდროულად თითქოს იქ არ ხართ? ოდესმე თავი პარალიზებული გიგრძვნიათ?

როდის დაიწყო ეს ყველაფერი? როდის გადაწყვიტა, რომ სამყაროზე ხელი უნდა აეღო და უბრალოდ ეცხოვრა მანამდე, სადამდეც ამას მისი ორგანიზმი მოითხოვდა?

15 წლის ასაკში პირველად წაიკითხა სერიოზული ნაწარმოები, სადაც აღწერილი იყო სრულიად უწყინარი და უკეთილშობილესი პიროვნება, რომელსაც აბუჩად იგდებდნენ და დასცინოდნენ, რატომ? იმიტომ, რომ დარჩენილი საზოგადოება მისგან სრულიად განსხვავდებოდა, ამპარტავნებითა და სიხარბით დაბრმავებულები, საერთოდ ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ სამყაროში კედილი ადამიანებიც არსებობენ და მათი უარყოფა იმაზე დიდი დანაშაულია ვიდრე წარმოიდგენდნენ. გარიყული ახალგაზრდა კი ბრბოს ზემოქმედების ქვეშ მოექცა, რამაც გამოიწვია მისი ფსიქიკური აშლილობა და ამით დამთავრდა წიგნი. არ მოგატყუებთ და გეთყვით, რომ ბიჭს ბოლო ფურცლამდე სჯეროდა იმის რომ ეს უწყინარი არსება თავის ადგილს დაიმკვიდრებდა საზოგადოებაში და ბედნიერებას ჰპოვებდა,თუმცა იმედი გაუცრუვდა. მხეცებმა შეიწირეს მისი საყვარელი პერსონაჟი, რამაც ძალიან გააბრაზა იგი, იმდენად გააბრაზა რომ ცრემლებიც კი ღვარა ამაზე. თავდაპირველად ასეთ საზოგადოებას გაუნაწყენდა, მერე დაფიქრდა და მიხვდა რომ მის პერსონაჟს სულაც არ დაუმსახურებია ასეთი მოპყრობა, რამაც იმდენად განარისხა იგი რომ შურისძიებაც კი გადაწყვიტა. და სწორედ აქედან დაიწყო მან სამყაროს უარყოფა.

მეორადი კალამი/used pen Where stories live. Discover now