ის გრძნობები

365 43 77
                                    

ყველას გვქონია ისეთი მომენტი, როცა ვცდილობთ თავი შევიკავოთ ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისგან და უბრალოდ ისე მოვიქცეთ, თითქოს იმ მომენტში სულაც არ გვადარდებს ეს ყოველივე.

წარსული...საშინელი წარსული, რატომ არ ანებებდა თავს? რატომ ცდილობდა ყოველთვის რომ თავი შეეხსენებინა? ჯანდაბა!

-ახლა რაღა უნდა!-სააბაზანოში შესული ახალგაზრდა, ცივ წყალს ისხამს სახეზე და ცდილობს როგორმე თავი დაიმშვიდოს.-კარგი...-ღრმად ისუნთქავს.-დღეს წესით იუნგი და მამაც სახლში უნდა იყვნენ...ასე ჰაერზე ვერ გაბედავდა მოსვლას! უნდა გავარკვიო რა ხდება!-ცივი წყლის წვეთებით, ისევ ცდილობს თავის დამშვიდებას და მისაღებისკენ მიემართება.

-მოვიწყინე შენს ლოდინში.-წითური ბიჭი იდაყვით დივანს ეყრდნობა და თავი ხელზე აქვს ჩამოდებული, სევდიან სახეს იღებს, თითქოს და მართლაც განიცდიდეს რამეს.

-რა უაზრობაა.-ჯონგუკი მკვლელ მზერას უსწორებს რონს და თვალებს მობეზრებით ატრიალებს.-რა გინდა?-არ ერიდება და პირდაპირ კითხულობს.

-მამას მოვყევი.-ვითომც არაფერიო ისე პასუხობს და მხრებს იჩეჩს.

-ოჰ გამაოცე.-ვითომ გაოცებული სახე მიიღო.-რა ჯანდაბას აკეთებ აქ?!-სრული სერიოზულობითა და სიმკაცრით უმაღლებს ხმას.

-რა დაემართა ჩემს პაწია გუკის?-ამ ზედმეტსახელზე ჯონგუკს სხეულში ცრის, რადგან ეს ხომ თეჰიონისგან მოისმინა რამდენიმე დღის წინ, რონისგან კი ისეთი გულისამრევი მოსასმენი იყო...

-გუკის? როგორი "მრავალფეროვანი" მიმართვაა.-ირონიულად ეცინება.

-მხოლოდ შენთვის პრინცესა.-წითური ეშმაკურად იღიმის და ფეხზე დგება.

-არ მომიახლოვდე!

-არც ვაპირებდი.-გამოშლილი ხელები უკან დააბრუნა და უმცროსის წინ აესვეტა.-უბრალოდ მამას მოვყევი, მოეშვი, არაფერს დაგიშავებ.

მეორადი კალამი/used pen Место, где живут истории. Откройте их для себя