ნაბიჯი წინ

447 53 72
                                    

-არ მეგონა ტელეფონის შემოწმებას ნახევარი საათი თუ სჭირდებოდა.-შუა ოთახში მდგარი ბიჭის გვერდით,რომელიც ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელში და თითქოს რაღაცას სქროლავდა, წაბლისფერთმიანმა დაიკავა ადგილი და ამ მოულოდნელობით უმცროსი ოდნავ შეაშინა.
-ბევრი შეტყობინება იყო ოჯახის წევრებისგან და მათ ვპასუხობდი...-თავი იმართლა მან, თუმცა რა საჭირო იყო ეს?
-გამომართვი.-უფროსმა მაისური მიაწოდა მას და თან დააყოლა.-იმედი მაქვს ვიწრო არაა, ყველაზე დიდი ზომა ავიღე რაც მქონდა.-ჩაეღიმათ.
-მადლობა.-ამოიჩურჩულა და მაისური გადაიცვა.
-ისე უცებ გამოვარდი...-თეჰიონმა საუბარი გააგრძელა.-ჭამას წესიერად ვერც მოასწრებდი, მიდი სამზარეულოში რამიონია და მიირთვი.
-თქვენ?-მორიდებით ჰკითხა უფროსს.

თეჰიონმა გარშემო მიმოიხედა.
-ალბათ მე მიგულისხმე.-საჩვენებელი თითი თავისკენ გაიშვირა.-მე უკვე ვჭამე, მისაღებში ვიქნები,როცა მორჩები გამოდი.-ოთახიდან გადიოდა.-და ხო...ის მაგნიტი შეგიძლია აიღო, გაჩუქე.-ოდნავ გაუღიმა და გავიდა.

-ჯანდაბა გული გამიხეთქა!-აჩქარებულ გულზე ხელი მოიჭირა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.-როგორ მოქმედებს ჩემზე. ჯანდაბა! განწირული ვარ.-ერთიც ამოიწუწუნა და ოთახიდან გავიდა.

თეჰიონმა სრულიად შემთხვევით მოკრა ყური ამ მონოლოგს. სრულიად შემთხვევით.თავისთვის ეშმაკურადაც გაეღიმა.

როცა მისაღებში გავიდა, დივნის წინ მდგარ ხის მაგიდაზე დადებული ლეპტოპი ჩართო, ვორდის ფაილი გახსნა და წერას შეუდგა,პარალელურად გლინდას გადმოგზავნილ ფაილებს ავლებდა თვალს და შენიშნვები შეჰქონდა.

საქმეში გართული გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა ჯონგუკმა ამ სიტყვებით მიმართა:
-მე გავაღებ.-და უმცროსი კარისკენ გაემართა. თეჰიონი კი იმდენად იყო გართული თავის საქმეში, ვერც კი შენიშნა ვიღაც რომ აკაკუნებდა.

-გამარჯობა.-ჯონგუკი უცნობს თავის დაკვრით მიესალმა.
-გამარჯობა!-პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა, ახალგაზრდა ბიჭიმაც ზრდილობიანად დაუკრა თავი.-ბინის პატრონი თქვენ ბრძანდებით?
-მე ვარ.-თეჰიონმა ჯონგუკის გვერდით დაიკავა ადგილი და ნამდვილად გაკვირვებული იყო უცნობის სტუმრობით.-მობრძანდით.
-არა, არა. საქმეზე მოვედი. მოკლედ აღრიცხვას ვაკეთებთ...
-რასთან დაკავშირებით?-ჯონგუკმა მოულოდნელი კითხვით შეაწყვეტინა საუბარი.
-ახლავე აგიხსნით ყველაფერს.-პოლიციელმა თავისი მოვალეობა გააგრძელა.-ალბათ უკვე იცით ქალაქი რომ დაიტბოდა, სამწუხაროდ წვიმა არ წყდება, ამიტომ შესაბამისი ზომების მიღება გვიწევს. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ რადგან მოსახლეობა ამ ინციდენტის გამო გარეთ ვერ ახერხებს გასვლას, აღრიცხვა გავაკეთოთ და ჩვენ ვიზრუნოთ მათზე. ზრუნვაში კი ის იგულისხმება, რომ თუ რაიმე სახის საყოფაცხოვრებო ნივთი დაგჭირდათ ჩვენ უნდა დაგვიკავშირდეთ და დაუყოვნებლივ მოგაწვდით. ამიტომ უბრალოდ გვაინტერესებს შინ რამდენი იმყოფებით,რომ იმის მიხევით შემოგთავაზოთ ჩვენი სერვისი.-უცნობმა საუბარი დაასრულა.
-ამჟამად ორნი ვართ.-მწერალმა გასცა პასუხი.
-კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება...-მორიდებით დაიწყო ჯონგუკმა.-როდისთვის მოხერხდება ქალაქის გაწმენდა?
-ვარაუდობენ, რომ დღეს საღამოს წვიმა შეწყდება, ხოლო დაშრობაში ერთი-ორი დღე მაინც იქნება საჭირო,თუმცა თქვენ სახლიდან გასვლას, თუ გაგვიმართლა ხვალ საღამოსთვის უკვე შეძლებთ.-მშვიდად აუხსნა სიტუაცია.
-გმადლობთ.-პოლიციელმა თავი დაუკრა და ყმაწვილებს დაემშვიდობა.

მეორადი კალამი/used pen Where stories live. Discover now