მეგობარი

848 45 11
                                    

უცნობის ოთახში ვზივარ, ვუყურებ მზე როგორ ჩადის. უცებ არ ვიცი რატომ მაგრამ მომინდა იმ უცნობთან ლაპარაკი და თან მისი სახელი მაინტერესებს. მახსენდება ადრე რომ მითხრა, რომ თუ დამჭირდება ფანჯარაში გავიხედო და დავუძახო. მივდივარ ფანჯარასთან და  ვიხედები, ლამაზი ბაღის გარდა ვერავის ვხედავ მაგრამ იმდენად ძლიერად მინდოდა მასთან საუბარი რომ უბრალოდ ბოლო ხმაზე დავიყვირე:
    - უცნობოო!
    აშკარად არ უნდა მექნა ეს რადგან ეს რომ დავიყვირე ჯასპერი შემოვარდა ჩემთან.
    - რამოხდა რა გტკივა? ვინ მოკვდა?
    -არაფერი უბრალოდ უცნობ ბიჭთან მინოდა ლაპარაკი - ვუთხარი და თან შემეცოდა ჯასპერი რადგან ხელში ნამცხვარი ეჭირა და თან დაფშვნილი....
     -უცნობი? ვინ უცნობი, აქ მხოლოდ ჩვენიანები ვართ, ვინმეა გარეთ? - უეცრად იარაღი მოამზადა და ამ დროს შემეშინდა და ავუხსენი თუ ვის ვეძახდი უცნობს, ამაზე სიცილი დაიწყო და მითხრა:
     -მოდი არ ჩაგიშხამებ სიუჟეტს და გეტყვი რომ ეგ "უცნობი" ბიჭი წასულია საქმეზე, შეიძლება გვიან დაბრუნდეს ან ხვალ დილით, რაზე გინდოდა საუბარი მე მითხარი და გეტყვი რასაც გინდა - ამ დროს ძალიან თბილად გამიღიმა.
     - აქ რატო ვარ? - ამ დროს გაჩუმდა, მთხოვა რომ დავმჯდარიყავი და თვითონ კარები დაკეტა საკეტით
     -მოკლედ, მამაშენი რიჩარდი არის ადამიანი რომელიც პატარა ბავშვებს იტაცებს და მათ მშობლებს ფულს ართმევს და თან საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს, ჩვენც გავარკვიეთ რომ მისი შვილი როზი... - აქ გავაწყვეტინე საუბარი და შევუსწორე
    -ელიზაბედი მქვია
- არა როზი გქვია მე ნუ მასწავლი- გაკვირვებული სახით მიყურებდა
-ელიზაბედი მქვია, ეგ მაინც ვიცი.
- რანაირად მე რომ როზი უნდა მომეტავა ელიზაბედი.. ანუ შენ... რა გამოდის... ვაიმე დამელოდე.
ჯასპერი სადღაცას გავარდა და ახლა უფრო მეტი კითხვა დამებადა ვინ არის როზი, ვინ არის მამაჩემი, და ვინ ვარ მე? ცოტა ხანი ოთახში ვიჯექი იმაზე ფიქრით რომ არაფერი არ ვიცოდი ჩემს შესახებ, საყვარელი ფერიც კი არ მაქვს... არც საყვარელი წიგნი რადგან მხოლოდ ფიზიკის და ქიმიის წიგნებს ვსწავლობდი და არცერთმა არ მიმიზიდა. არ მაქვს საყვარელი ადგილი ან რამე ეგეთი... ვფიქრობდი და უცებ ჯასპერი და ვიღაც გოგო შემოვარდნენ ჩემთან ოთახში
-დარწმუნებული ხარ რომ როზი არ ხარ?- მეკითხება ის გოგო.
-კი, რადგან ძიძა ყოველთვის ელიზაბედს მეძახდა. - ეს ვთქვი თუ არა ის გოგო გავარდა და ჯასპერსიც უნდა გაყოლოდა როცა ავდექი და ჯასპერს დავუყვირე - ამიხსენი აქ რა ჯანდაბა ხდება! - ჯასპერმა ისევ ჩაკეტა კარები და დაჯდა.
-მოკლედ იდეაში რიჩარდი ბავშვებს იტაცებდა და დიდ თანხას სთხოვდა მის მშობლებს, აქ კიდე ვისაც ხედავ ყველა ვართ ერთი კრიმინალების ჯგუფი რომლებიც კრიმინალებს ებრძვიან. გადაწყვეტილი გვქონდა მისი შვილის მოტაცება მაგრამ მგონი შეგვეშალე... - უეცრად მობილურზე ურეკავდნენ ჯასპერს -ჯანდაბა დიეგო მირეკავს... კაი ჩუმად იყავი ვითომ აქ არ ხარ.
-ჯასპერ ყველაფერი გავარკვიე, ეგ გოგო არის რიჩარდის მეორე შვილი რომლის გაყიდვასაც აპირებდნენ.
-რას ნიშნავს გაყიდვას?- თქვა ჯასპერმა და მეც გაოგნებული დავრჩი რადგან დიეგოს ხმა ტელეფონიდან გამოდიოდა
-ქალიშვილობის გაყიდვას, ვიღაც მინისტრისთვის უნდა მიეცათ თუ არ ვცდები, ნუ გეშინიათ მაგაში ორჯერ მეტს მოგვცემენ.
ჯასპერმა ტელეფონი გაუთიშა და მე ტირილი დავიწყე, ჯასპერი მიხვდა რომ ყველაფერი გავიგონე, მოვიდა ჩემთან და ჩამეხუტა.
-ნუ ღელავ, სახლში არ დაგაბრუნებთ, თან რაღაცნაირად უკვე შეგეჩვიე, ყოველ დილით 6 საათზე ოთახის კარებს რომ აღებ და კეტავ. არ გაგიშვებთ. - ისევ ისე თბილად მიღიმის და უფრო მაგრად მეხუტება.
უცებ ოთახის კარებზე ვიღაც აბრახუნებს, ჯასპერი აღებს და ის ვიღაც ამბობს რომ რიჩარდმა ფული მოიტანაო და ჩემი წასვლის დროა... ამ დროს გავშეშდი და ჯასპერმა გამომხედა, გულში ვფიქრობ და ვიმედოვნებ რომ ჯასპერის სიტყვები ტყუილი არ არის.

_____________

შემდეგი თავი +18 იქნება ❤️ და დიდ მადლობას გიხდით ასეთი სიყვარულისთვის და მოტივაციისთვის ☺️🖤 იმედია მოგეწონათ

ორი მხარე.  +18Where stories live. Discover now