საათი და წიგნები

1.6K 42 0
                                    

16 წელია რაც ამ პატარა ოთხუთხედ ოთახში ვარ გამოკეტილი. ერთადერთი რაც ვიცი ისაა რომ ოთახში ჩამოკიდული კალენდარი მიჩვენებს დღეებს, თვეებს და წლებს...
მხოლოდ სამმა ადამიანმა იცის ჩემი სიცოცხლის არსებობის შესახებ. არა, შეიძლება მეტმაც... მე ვიცი მხოლოდ სამი ადამიანის სიცოცხლის შესახებ. ერთი დედაჩემია რომელიც მხოლოდ დილით შემოდის რომ საკვები და წყალი შემომიტანოს, მეორე ძიძა რომელიც ზუსტად საღამოს 6 საათზე შემოდის, რომ ის წიგნი ჩაიბაროს , რაც წინა დღის 6 საათზე მომცა სასწავლად... და ბოლოს მამაჩემი, ის მხოლოდ მაშინ შემოდის როდესაც ძიძას კარგად ვერ ვაბარებ მოცემულ წიგნს. შემოდის რადგან ქამრით მცემოს ან დანით ჩემი სხეულის რომელიმე ნაწილი დამიზიანოს. მტკივა თუ არა? არა, ტკივილს ვეღარ ვგრძნობ.
როდესაც 10 ის ვიყავი მახსოვს ერთ-ერთი ცემის დროს მამაჩემს საათი მოძვრა, არც შეუმჩნევია რადგან ჩემი ცემით იყო გართული. მაგის მერე მივხვდი... დედა დილის 8:15 წუთზე შემოდის. ძიძა 6:00ზე. ძიძის სახელი არ ვიცი. დედაჩემის ეკატერინე ჰქვია, მამაჩემს მგონი რიჩარდი, მე ელიზაბეტი.
მთელი დღის განმავლობაში საეკლესიო და სამეცნიერო წიგნებს ვკითხულობ. ერთ წიგნში წავიკითხე, რომ არსებობს სხვა ჟანრის წიგნებიც როგორიცაა ფანტასტიკა, დრამმა, მელოდრამა. ძალიან მაინტერესებდა და ძიძას ვუთხარი. იმ დღეს მამაჩემმა წიხლით მცემა.
  
   უკვე დილის 8:15 წუთია და დედაჩემს წყალი არ შემოაქვს, ძალიან მწყურია.
   უკვე საღამოს 6:00... ძიძა არ შემოდის. მამაჩემს ველოდები.
   ღამის 4 საათია. ხმაური მესმის, თითქოს კარებს ვიღაცა ამტვრევდეს. რახდება ვერ ვხვდები. ვიღაცა შემოდის, მეოთხე ადამიანი. ის ჩემზე საკმაოდ მაღალი ჩანს. თავზე შავი რაღაცა უკეთია მხოლოდ შავი თვალები ჩანს. მოდის ჩემთან სწრაფი ნაბიჯებით და თავზე რაღაცას მაფარებს, ხელში ავყავარ და სადღაცას გავყავარ. მეშინია. მიშველეთ.

ორი მხარე.  +18Onde histórias criam vida. Descubra agora