კატის თვალები

841 37 9
                                    

   დღეს ცოტა უცნაური დღე მაქვს, უკვე უკეთ ვარ და შემიძლია კიდეც ჩემით გადავდგა ნაბიჯები, ჩემით ვჭამო და მივიდე ფანჯარასთან. უკვე 6 ადამიანის შესახებ ვიცი. დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძიძა. ეს იმ ადამიანების სიაა ვის შესახებაც თითქოს ყველაფერი უნდა ვიცოდე მაგრამ არაფერი ვიცი. ის მამაკაცი და მისი ნახევრად შიშველი ქალი. ესენი იმათ მიეკუთვნებიან ვის შესახებაც მემგონი არც არის საჭირო რაღაც ვიცოდე და არც ვიცი. და საბოლოოდ ის უცნობი ბიჭი რომელიც ყოველდღე შემოდიოდა ჩემს ოთახში, უფრო სწორედ თავის ოთახში სადაც მე ვწევარ, საცოდაობაა ჰო? უკვე 2 დღე გავიდა და არც კი ვიცი სადაა ის უცნობი ბიჭი, კარები არავის გაუღია, არავინ შემოსულა 2 დღეა. ძალიან მაინტერესებს რა ხდება კარების იქით, რატომ არის რომ ყოველთვის 4 კედელში უნდა ვიჯდე და კარებს ვუყურებდე? იქნებ გავრისკო?
    ვითვლი სამამდე, პირველ დათვლაზე საწოლიდან ვდგები, მეორე დათვლაზე კარებს ვუახლოვდები ხოლო მესამე დათვლაზე ვაღებ კარებს ნელა რადგან მგონია რომ მამაჩემი მელოდება იქ ქამრით ხელში და უბრალოდ ჩემი სიკვდილი უნდა... ვკანკალებ, უცებ კარს ვიღაცა აწვება და რაღაც ხმებს უშვებს. კარებთან რაღაცა პატარა არსება იდგა, წინ წაწვეტებუკი ყურებით, მთლიანად დაფარული ნაცრისფერი დიდი ბეწვით. დიდი ძალიან დიდი კუდით. მიყურებს და ბოლოს ამბობს "მიაუ" . წიგნებიდან მაქვს წაკითხული ასეთ არსებას მგონი კატა ჰქვია... მაგრამ პირველად ვხედავ. მიყურებს ეს არსება და ფეხზე მქაჩავს, არ ვიცი რა გავაკეთო, და უბრალოდ წინ გავიქეცი და მივხვდი რომ ცხოვრებაში პირველად გადავედი რაღაც საზღვრებს იქით. გავედი თუ არა ხმები გავიგონე. არვიცი საიდან მოდიოდა, თუ არ ვცდები კიბეების ქვევით ვიღაცეები იდგნენ.
     - რა ვუყოთ ამ გოგოს?
    -ამის მშობლებს გააგებინე რომ აქ არის?
    -დღეს საღამოს 6 საათზე მოვლენ და როგორც ვთქვით ზუსტად 2 მილიონს მოიტანენ.
     -ძალიან კარგი, ახლა შენს საქმეს მიხედე ჯასპერ. 
     ჯასპერი, ნეტა ვინაა, მინდოდა დამენახა იმ ადამიანის სახე ვისი სახელიც გავიგე და უდნავ გადავიხადე კიბეებიდან, და უეცრად არც ვიცი როგორ ლამის გადავვარდი, იმხელა ხმაზე დავიკივლე რომ ყველა გამოვარდა თავისი ოთახებიდან, 12 კაცზე მეტი მაინც იდგა იქ, ერთ-ერთი ის უცნობი იყო და როცა დამინახა ჩაიცინა.
     -რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ ჩავკეტოთ ის? -იკითხა ვიღაცა გოგომ
     -რადგან ის უკვე დიდი ხანია რაც ჩაკეტილია, ის ჩვენი ფულის ტომარაა და არა მონა. ფულის ტომარას კიდე მოფრთხილება სჭირდება, ისევე როგორც გვამს გადაგდება. - ქვედა სართულიდან ამოსვლისას ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა
    ჩემი ან იმ უცნობის ოთახიდან კატამ გამომხედა, დიდი მწვანე თვალებით მიყურებდა თვალებში და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაცას მეუბნებოდა.
     - ნება მომეცით გაგეცნოთ მე ჯასპერი ვარ, და მინდა მოგესალმოთ დიდ ოჯახში სადაც ყველაზე კარგად შეიძლება იგრძნო თავი ან ყველაზე აჩეხილად, შეიძლება აქ ისევე შეგიყვარონ როგორც ყველა აქ მდგომი ან შეგიძულონ როგორც სარდაფში მყოფი გვამი რომელიც მგლებმა უკვე შეჭამეს. ახლა შენ გადაწყვითე აქ ისე იცხოვრებ როგორც სამოთხეში თუ ისე როგორც ჯოჯოხეთში, არჩევანის გაკეთება ყოველთვის შეგიძლია.

ორი მხარე.  +18Where stories live. Discover now