უცნობის ოთახი

1K 40 4
                                    

   თვალებს ვახელ, ვერ ვხვდები რა ხდება. მხოლოდ ის მახსოვს, რომ არავინ შემოსულა გუშინ ღამე ოთახში... თითქოს კადრებად მახსოვს რაღაცეები. უეცრად ჩემს წინ მდგარ საკვებს და წყალს ვხედავ. გემრიელი სუნია, ძალიან გემრიელი, მაგრამ სად ვარ? ირგვლივ ვიხედები, წამოდგომას ვცდილობ. ოთახი მთლიანად თეთრია, თეთრი საწოლი, თეთრი კარადა, თეთრი მაგიდა რამოდენიმე ფურცელით და ფანჯარა. პატარა რომ ვიყავი მეც მქონდა ფანჯარა მაგრამ ამომიქოლეს. ძალა არ მქონდა ფეხზე დავმდგარიყავი. უცებ ოთახში ვიღაცა კაცი შემოდის. საკმაოდ მაღალია და მსუქანი. თვალთან შრამი აქვს.
   -როგორც იქნა გამოფხიზლდი. მე დიეგო მქვია.
   -გა...- სიტყვებს ვერ ვამბობდი რადგან არ ვიცოდი რა ხდებოდა საერთოდ. -გამარჯობა.
   -ნუ გეშინია არაფერს გავნებ თუ კარგად მოიქცევი, რათქმაუნდა. შენ რა გქვია?-ჩუმად ვარ. არაფერს ვამბობ. აქამდე უცხო ადამიანთან უცხო გარემოში არანაირი კონტაქტი არ მქონია.
   უეცრად კარი კიდე ეთხელ იღება და სხვა ადამიანი შემოდის და მუსიკების ხმა მესმის.
    -ბატონო დიეგო, ხალხი გეძახით.- კარებში მაღალი ნახევარად შიშველი ქალი გაჩერდა, იმდენად მოკლე კაბა ეცვა რომ საცვალიც კი უჩანდა... მე რომ დამინახა გაეცინა და დიეგოს გახედა. დიეგოც მალევე ადგა, დამემშვიდობა და წავიდა.
დიეგო გავიდა თუ არა ოთახიდან მაშინვე ისევ ფანჯარას გავხედე, მხოლოდ ულამაზესი ღრუბლები ჩანს... როგორ მინდა რომ უბრალოდ მივუახლოვდე ამ ფანჯარას, ძალიან მინდა. ვცდილობ საწოლიდან გადმოვიდე, მაგრამ
გადმოვვარდი და უბრალოდ წავიქეცი. ძალა საერთოდ არ მაქვს. რა ხდება ჩემს თავს?
უეცრად ოთახის კარი ისევ იღება. თავი გავწიე და მხოლოდ შავ ფეხსაცმელს ვხედავ. მიახლოვდება... მეშინია და კივილს ვიწყებ. უცხო ადამიანი მიახლოვდება, ხელს ყელში მკიდებს.
-მოკეტე თორემ ისე გაგგუდავ, როგორც მამაშენი გუდავს ხალხს- მის თვალებში ზიზღს ვხედავ, მის ცისფერ თვალებში ზიზღს ვხედავ. მეშინია. ვერაფერს ვამბობ.
ხელში ავყავარ, საწოლზე მაწვენს უხეშად. თვითონ ფანჯარასთან მიდის, ჯიბიდან სიგარეტს იღებს. უცებ მახსენდება მამაჩემმა სიგარეტი როგორ ჩამაწვა მკლავში. შემდეგ ყურადღება ასანთის ხმაზე გადამაქ, ყურადღებით ვუყურებ როგორ ეწევა ის სიგარეტს, მაღალია. ძლიერი ჩანს. მხრებამდე აჩეხილი თმები. ლამაზი ტუჩები, თვალები, თითები. რაღაცა უცნაური შეგრძნება მეუფლება მუცელში. ბიჭმა გამომხედა, თვალებში მიყურებს.
-ეგრე რატო მიყურებ?- მკაცრი ხმით მეკითხება და სიგარეტს ფანჯრიდან აგდებს.
-მეც მინდა ფანჯარასთან.
მიახლოვდება, ნაზად მხვევს წელზე ხელს, თვალებში ვუყურებ. აღარ მიყურებს ზიზღის თვალებით. მიახლოვდება. მის სუნთქვას ვგრძნობ. მის ტუჩებთან ახლოს ვარ. თვალები ეცვლება თითქოს. უეცრად იცინის, ხმამაღლა იცინის.
-შენნაირი გოგოები მე არ მიზიდავენ. ჯობია მალე გამოჯანმრთელდე, არ მიყვარს ჩემს ოთახში ვინმე უცხოს რომ შეუძლია სუნთქვა. -სიცილს აგრძელებს, ისევ იმ ზიზღის თვალებით მიყურებს და გადის ოთახიდან.

ორი მხარე.  +18Where stories live. Discover now