ხის სახლი (ნაწილი 1)

701 32 2
                                    

როცა ფეხზე წამოვდექი, შარვალი შევისწორე და ლუკასის მანქანისკენ გავემართე. წინ დავჯექი პრინციპულად და უეცრად ლუკასმა წივილი დაიწყო. გულწრფელად შემეშინდა მეგონა რაღაცა დაინახა და უცებ ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი.
-ახლა ხვდები რანაირი გრძნობა იყო როცა ბოლო ხმაზე ჩამჩხავლე ყურებში- სიცილით მეუბნებიდა ლუკასი და თან სიცილს ვერ წყვეტდა.
-მეგონაა რაღაცის შეგეშინდა... არ იყო საჭირო ჩემი ასე შეშინება- ვუთხარი ლუკასს და მხარზე დავარტყი
-კი ობობა დავინახე და მაგიტო შემეშინდა- ისევ ირონიულად მეუბნებიდა ლუკასი. მალე სახე დაასერიოზულა და გამომხედა. - წეღან დამირეკა დიეგომ და მინდა გითხრა რომ შენს გამო ზედმეტად დიდ შარში ვარ. მაგრამ მეორე ვარიანტიც არის...
-რა ვარიანტი?
- უნდა მოკვდე - ეს სიტყვები რომ გავიგე გული ამიჩქარდა და მეგონა ახლა მანქანის სარვაძელიდან დანა გამოვიდოდა და პირდაპირ ყელს გამომჭირდა...
-რატო უნდა მოვკვდე?
-ახლა აქ ჯასპერი მოვა, ყველაფერს აგიხსნით როგორ და რანაირად უნდა მოკვდე.
-რასქვია ამიხსნით როგორ უნდა მოვკვდე ნორმალური თუ ხარ?- სიტყვებს ვერ ვაკონტროლებდი და როგორც ეს ნათქვამი ლუკასს არ მოეწონა.
ლუკასმა მანქანა დაქოქა და სადღაცას ხის სახლთან მიმიყვანა, ჯასპერი უკვე იქ იყო ვიღაც გოგოსთან ერთად. ხის სახლი გარშემო უზარმაზარი ნაძვებით იყო მოცული და თვითონ სახლთან დაგებული იყო ქვაფენილი. იქაურობა ულამაზესი იყო.
მანქანიდან რომ გადმოვედი ჯასპერი გადამეხვია.
-ვაიმე მეგონა მოგკლეს და ისე მეშინოდა 2 დღე წესიერი სექსი არ მქონდა... -თქვა ჯასპერმა რაზეც უცნობ გოგოს ჩაეცინა.
-მე კეიტი მქვია- მომესალმა ის გოგო და თბილად ჩამეხუტა.
ზედმეტად თბილები იყვნენ კრიმინალების ბანდისთვის.
-ლუკასმა მითხრა რომ უნდა მომკლათ... -ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები.
-თეორიულად უნდა მოგკლათ და პრაქტიკულად მოკლულს უნდა დაგამსგავსოთ. -თქვა კეიტმა
-მოკლედ გეგმა ასეთია- გააგრძელა ჯასპერმა - დიეგოს ვუთხარით რომ ჩვენ ყველა შენ გეძებთ და ლუკასიც შენს მოსაძებნად გამოიქცა დღეს, ახლა საჭიროა შენი მაკიაჟით შესწორება რომ რაც შეიძლება დასახიჩრებულს დაემსგავსო. უბრალოდ რაც ზედ გაცვია მაგ ტანსაცმლის გახდა მოგიწევს. უნდა მოვიტყუოთ ვითონ ტყეში ვიღაცამ გაგაუპატიურა და მოკვდი. მარტივია ჰო? ფოტოებს გადაგიღებთ ვითომ მკვდარი ხარ და ეგაა. - ჯასპერს სახეზე ეტყობოდა თუ როგორ ამაყობდა თავისი გეგმით.
-ჰო შემდეგ კი საჭიროა რაც შეიძლება მალე გაფრინდე ამ ქვეყნიდან სადმე შორს რათა ვერავინ მოგაგნოს- თქვა კეიტმა.
-დღეს ამ სახლში დავრჩებით- თქვა ლუკასმა - ადი ახლა ზემოთ შედი რომელიმე ოთახში და შენი ტანსაცმელი მომეცი, რომ ტყეში დავაგდო.
-მერე მე რა ჩავიცვა? - ვკითხე გაკვირვებულმა
-რამეს მოგიძებნი...

_____________________

მოგესამებით ჩემო ძვირფასო მკითხველებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ამდენი ადამიანის გვერდით დგომისთვის და თქვენი მოთმინებისთვის <3 თითოეული თქვენგანი მიყვარხართ და გაფასებთ...  მრავალფეროვნებისთვის აქედან უკვე ლუკასის სიტყვებით დავიწყებ მოყოლად რადგან წინ ცოტა ამაღელვებელი თავი გელოდებათ რასაც ლუკასი უკეთ გადმოსცემს.

__________________________

(ლუკასის მოყოლილი)

__________________________

   ელიზაბედი გაკვირვებული სახის გამომეტყველებით შევიდა სახლში, მისიც მესმის, ძნელია როცა მამაშენის შენი გაყიდვა უნდა და კრიმინალს კიდე შენი მოკვლა უნდა. ჯასპერი გაღიმებული სახით მიყურებდა და წასვლის წინ მითხრა "პრეზერვატივი მარჯვენა უჯრაში ჩავდე" ... მინდოდა სახეზე შემომელეწა მთლიანი სახლი მაგრამ ვაღიარებ, მასეთი ძლიერიც არ ვარ.
    ჯასპერი და კეიტი წავიდნენ, შევთანხმდით რომ ხვალ დილის 7 ზე მოვიდოდნენ რათა ელიზაბედი გაუპატიურებულ გოგოს დამსგავსებოდა. უცებ გამახსენდა რომ მისთვის ტანსაცმლის მიცემა დამავიწყდა და ავედი სახლში ერთ-ერთი კარები ბოლომდე დაკეტილი არ იყო. არ ვიცი გულმა მიგრძნო თუ რა მოხდა მაგრამ დიდი სურვილი გამიჩნდა იმ კარებში შემეხედა. ელიზაბედი იდგა, მხოლოდ საცვალი ეცვა და უყურებდა თავის ტანსაცმელს. მას მკერდთან გამოკვეთილი ლავიწები ჰქონდა, იმის მიუხედავად რომ ტანზე პუტკუნა გოგო იყო მას წვრილი წელი ჰქონდა, ლამაზი კოხტად მომჯდარი საჯდომი და მთლიანი სხეული ჩალურჯებული ჰქონდა. მე მის ნაიარევებს ვუყურებდი და სურვილი მქონდა შევხებოდი მათ.  იმ მომენტში მე მთლიანად გავითიშე და ერთადერთი ელიზაბედის ყვირილმა გამომაფხიზლა:
    - რას მიყურებ?!
   - უბრალოდ ჩემი ტანსაცმლის შემოტანას ვაპირებდი, და ჰო საცვალიც გაიხადე და მომეცი ტანსაცმელი რომ ტყეში დავყარო.
   გამოვართვი ტანსაცმელი და ოთახიდან აუღელვებლად გამოვედი. მაგრამ ოთახიდან გასვლის თანავე ჩემი გულის  ბაგაბუგი მესმოდა...

ორი მხარე.  +18Where stories live. Discover now