გადარჩენა

639 30 4
                                    


როცა მამაჩემის ხმა ისევ გავიგე, გამახსენდა ის პატარა ოთახი სადაც თითქმის ყოველდღე მცემდა. ოთახი საიდანაც არასოდეს გავსულვარ და მუდმივად იმის შიშით ვცხოვრობდი რომ ოდესღაც მამაჩემი მომკლავდა.
გამახსენდა ჩემი ამაზრზენი ცხოვრება და მივხვდი რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მექნა რაიმე ისეთი რასაც არავინ მოელოდებოდა ჩემგან.

მოსაღამოვდა, რიჩარდი მოვიდა და უზარმაზარი ქეისიდან უამრავი ფული ამოიღო, რომელსაც დიეგო დიდი სიამოვნებით ითვლიდა. მე? მე კარებს იქით ვიდექი და ვიხსენებდი ჩემს წარსულს, წარსულს რომელიც არასოდეს მქონებია მაგრამ მინდა გამოვასწორო მომავალი. ფულის დათვლის დროს თავში ერთი აზრი მიტრიალებდა "გაიქეცი!" . უცნობის ოთახში ქექიალი დავიწყე, იქნებ იარაღი ან რაიმე დანა მეპოვა მაგრამ მხოლოდ მაკრატელი აღმოვაჩინე, რათქმაუნდა ჯიბეში ჩავიკვეხე და ძებნა გავაგრძელე.
უცებ კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგე, კარები უცებ გადავკეტე და დაუფიქრებლად ფანჯარა გავაღე და გადახტომა დავაპირე. სამწუხაროდ გიმნასტიკაში და პარკურში არასოდეს მივარჯიშია აქედან გამომდინარე მხოლოდ ფანჯრის იქით გადაძვრომა და რაღაც მილზე ჩამოკიდება შემეძლო. მეშინია, მეშინია რადგან თუ დამიჭერენ იმ ოთახში დამაბრუნებენ. შესაძლოა აქ ბევრს ვიცნობ უკვე, მაგრამ მე თავისუფლება მინდა.
მესმის ოთახში როგორ შემოვარდნენ, შიშისგან მილს, რომელზეც საგულდაგულოდ ვიყავი ჩამოკიდული ხელი გავუშვი, მთელი ძალით ენაზე კბილი დავაჭირე რათა არ მეკივლა. ჩემდა გასაკვირვად რბილად დავეცი.
-სულ გამოსირდი? ახლა თავზეც მახტები? - არ მეგონა ვინმეს გინება ამ წამს ასე თუ გამოხარდებიდა!
-უცნობოო, მიშველე ჩემი გაყიდვა უნდა დიეგოს რადგან მამაჩემის სხვა შვილის მოპარვა უნდოდათ, ვერაფერიი გავიგე და მოკლედ მიშველი?
-თავზე დამეცი და კიდე მე გიშველო?
-კაი მარტო წავალ. არ მჭირდება უცნობების დახმარება.
    -უცნობი არა ლუკასი მქვია.- უცებ ფანჯრიდან დიეგომ გადმოიხედა. საბედნიეროდ ისე დავეცი რომ ფანჯრიდან ძნელი იქნებოდა ჩემი შემჩნევა
    -ლუკას, გოგონა მანდ არის?
    ლუკასმა გამომხედა, ჩურჩულით თქვა "ერთი სურვილი", შემდეგ კი დიეგოს მხრები აუჩეჩა და ამით მე გადამარჩინა.
     -წავედით,- თქვა ლუკასმა და ხელით თავის მოტოციკლზე მანიშნა. - ერთი სურვილია შენზე.
     უკვე ნაბიჯი უნდა გადამედგო რომ ლუკასმა იარაღი დამიმიზნა შუბლში და ყელში მწვდა:
    -მეტი არ მინდა ეს მორიგი მამაშენის ხუმრობა იყოს თორე ორივეს ყელს გამოგჭრით!- თმაში მწვდა და უკანა ეზოში წამათრია,
     მანქანაში ჩამსვა უკან, თვითონ წინ დაჯდა, ავტომობილი დაძრა და იმდენად სწრაფად მოშორდა სახლს რამდენათაც შეეძლო. მეშინოდა მაგრამ იმ ოთახში დაბრუნებას მერჩივნა ლუკასს მოვეკალი.

——————————————————- 

მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო რომ დიდ ხანს არ ვდებდი მოთხობრას, გამოვსწორდები გპირდებით! ♥️

ორი მხარე.  +18Where stories live. Discover now