სანი სკოლაში პოპულარული მოსწავლე იყო,თანაც ჭკვიანი,თუმცა გუკი მას ყოველთვის სხვაგვარად უყურებდა.

მართალია საყვარელი და მოსაუბრე ჩანდა მაგრამ,ხშირად ამჩნევდა თუ როგორი შურიანი იყო.როგლრ მალავდა ბევრ რამეს.

თუმცა სხვა მხარე,ხომ ყველას ჩვენთაგანს გაგვაჩნია,არა?

-გუკ რატომ გამოშტერდი?

სოფომ გუკის თვალწინ თითების ტკაცუნი დაუწყო,რათა გაშტერებული და ფიქრებში გადაკარგული გუკი,გონზე მოეყვანა.

-ა ხო...გამახსენდა.ყველასათვის საყვარელი სანი.

სოფომ ხელები გადააჯვარედინა და თვალებ მოჭუტულმა გახედა გუკს.

-შენთვისაც?

გუკს ამაზე გაეცინა,რადგან ყოველთვის ესაყვარლებოდა ეჭვიანი სოფო,მით უმეტეს ეჭვიანი სოფოს ნახვა იშვიათი იყო.

-ნუ ღელავ შენ უფრო საყვარელი ხარ.

სოფომ ხელები ჩამოუშვა და გუკს მჭიდროდ მოეხვია.

-ბოთე.

მოფერებით უთხრა გუკმა და მანაც მჭიდროდ მოხვია ხელები მასთან შედარებით პატარა სოფოს.

8:30

-აჰ...სერიოზულად დავიღალე.

დაიწუწუნა სანიმ და საყვარელ სავარძელში მოკალათდა.თან მის საყვარელ ადამიანს გახედა და ხელით ანიშნა,რომ მასთან მისულიყო,რომ ჩახუტებოდა.

-ძალიან დაიღალე?

-როდესაც მეხუტები ყველაფერი მავიწყდება.

უპასუხა სანიმ და გაღიმებულმა ახედა.

-წავალ წყალს მოგიტან.

-კარგი.

სანიმ დაამთქნარა და თავი უკან გადააგდო.როდესაც წყალი დალია წამოდგა და საუბარი დაიწყო.

-დღეს ჩემს ძველ მეგობარს შევხვდი.სანამ არ დავინახე ვერ მივხვდი,როგორ მომნატრებია.

ცოტახნით საუბარი გაწყვიტა,რათა ტანისამოსის გახდა დაემთავრებინა.
შემდეგ კი,კვლავ განაგრძო.

-ისე არ შეცვლილა,ისევ ისეთი ლამაზი დარჩა...ჩემზე ლამაზი.

ბოლო სიტყვები ჩუმად,ნაწყენმა ჩაიჩურჩულა და სააბაზანოში შევიდა.

სანამ გამოვიდოდა,პირსახოცი ტანზე შემოიხვია და გამოსვლის შემდეგ ტელევიზორის წინ დადგა.

-რას აკეთებ?

-ხომ გიყვარვარ და მოგწონვარ?

-რა თქმა უნდა სანი.ამას რატომ მეკითხები?

-არაფერი...ისე უბრალოდ.

-მოდი აქ.

სანი მასთან მის სიყვარულთან მივიდა და კალთაში ჩაუჯდა რათა მას ჩახუტებოდა.

-მიყვარხარ ქაი.

-მეც მიყვარხარ სანი.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now