-რომ მიყვარხარ...სულ ეს არის. 
ოდნავი სევდიანი ტონით ნასროლი სიტყვები ქაის გულს ისე მოხვდა თითქოს ნემსის წვერი ჩაარჭეს,თანაც უამრავი.

-მეც...მიყვარხარ.

ყოყმანით უპასუხა ქაიმ და კვლავ ისე გაიღიმა,როგორც ადრე.თუმცა სიტყვები არ ჟღერდა ისე,როგორც აგრე.არ იყო ეს ნათქვამი ოსეთი როგორიც ადრე.სავსე სიცხადით,სითბოთი,სიმტკიცით და რაც მთავარია სიყვარულით.

6:00

გარეთ ისე წვიმდა,თითქოსდა ბუნებას სოფოს ამბავი წყინდა და ამით უთანაგრძნობდა.თუმცა სოფომ გადაწყვიტა ბედისწერას მინდობოდა და ყველაფერი მაშინ ეთქვა,როდესაც სწორი დრო მოვიდოდა.

ხასიათი,რომ გამესწორებინა,გარეთ გავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, ფილტვებს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ შეეგრძნოთ ეს მშვენიერება. შეეგრძნოთ სიცოცხლის გემო.

საყვარელი პოლაროიდით ხელში ღიღინებდა და თან გზად ლამაზ მცენარეებსა და ხედებს,ესთეთიკურ სურათებს უღებდა.

ამასობაში საკუთარ თავსაც აქებდა,რომ კიდევ ერთი რამ გამოსდიოდა კარგად,რაც სიამოვნებასაც გვრიდა და მის საღეზე გამობრწყინებული ღიმილის მიზეზი ხდებოდა.ყოველ ჯერზე.

მშვენიერ ცაზე მოლივლივე ღრუბლებმა სოფოს ყურადღება მალე მიიპყრეს და ლამაზი სურათიც დაიმსახურეს.სრულიად მოულოდნელად განრისხდნენ და  ისე გამიუდნენ თითქოს ძირს დაეშვებოდნენ და რისხვას ბუნებასთან შედარებით ისუსურ ადამიანებზე გადმოანთხევდნენ, თუმცა დაბლა ჩამოსვლის მაგივრად ისეთი მძიმე წვიმა გამოაგზავნეს,რომ ყველა გარბოდა.

სოფოსდა სამწუხაროდ,ახლომახლოს არაფერი არ იყო თავის შესაფარებლად.
სახლიდანაც შორს წამოსულიყო.ამიტომ ისიც სხვების მსგავსა გაიქცა,რათა რაიმე ეპოვნა. 

თავი დახარა და პოლაროიდი მოსაცმლის ქვეშ მოაქცია.ხელებიც შიგნით დატოვა და გაიქცა.მალე გული აუჩქარდა,რაზედ აუხსნელად ჩაეცინა სირბილი განაგრძო.

მოულოდნელად წვიმა შეწყდა,თუმცა მიხვდა,რომ სინამდვილეში კი არ შემწყდარა,უბრალოდ მას აღარ აწვიმდა.
როდესაც ზევით აიხედა შავი დიდი ქოლგა დაინახა,რომელიც მას და მეორე ადამიანს სრულად ფარავდა,თუმცა იმის გამო,რომ ჯერ თვალებს ისრესდა წყლის შხეფების გამო,ჯერ კიდე ვერ გაერკვია მისი მაშველის ვინაობა.

თვალეის ზელვას,რომ შეეშვა თავი ნელ-ნელა აწია და თან მადლობებს იხდიდა.როდესაც მაშველის სახეს ახედა გაჩერდა და მას მიაშტერდა.დაიბნა,არ იცოდა რა ექნა.

ისინი უბრალოდ თვალებში ჩაშტერებოდნენ ერთმანეთს.სიტყვის უთქმელად.ჩუმად.თუმცა მზერაც ყველაფერს ამბობდა.

ერთმანეთს ისე უყურებდნენ,რომ მათი თვალები ორ სხვადასხვა ისტორიას ყვებოდნენ.ერთი გაბრაზებულ,ბურუსიან ისტორიას,ხოლო მეორე ისტორიას, პატიებაზე და მონატრებაზე.

კვლავ სწრაფად სცემდა სოფოს გული.არა,ახლა უფრო სწრაფად სცემდა იგი,თითქოსდა ამოხტომა და ამ სამყაროდან გაქცევა უნდოდა,უკან მოუხედავად.

სწრაფად ცემდნენ ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგომი სხეულების გულები.გაუჩერებლად და მძიმედ,როგორც წვიმის წვეთები,რომლებიც ლამაზად ეცემოდნენ ძირს და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდნენ. 

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now