დასასრული

789 44 34
                                    

 - გარდაცვალების დრო 2020 წლის 10 მაისი, 18;45 წუთი................. - 

საშუალო სიმაღლის მამაკაცმა გარკვევით გაიგო ექიმის ხმა და მაშნვე მეგობართან დარეკვა გადაწყვიტა.

- როგორაა საქმე იუნგი? - რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხეს

- გარდაიცვალა - წყნარად გაეპასუხა მინი - საერთოდ არ გაწუხებს ეს ამბავი? - ჰკითხა მეგობარს და მის პასუხს დაელოდა.

- შენ წარმოიდგინე ოდნავადაც არა, რის გაკეთებასაც აპირებდა ის რომ არ ეცადა ალბათ ოდნავ დამწყდებოდა კიდეც  გული, მაგრამ მან ჰანას მოკვლა სცადა, რომ ვფიქრობ რა შეიძლება მომხდარიყო. რომ წარმოვიდგენ რა მოხდებოდა მისთვის რომ არ მიმესწრო. მოკლავდა იუნგი, მოკლავდა და ჩემი ცხოვრებაც დასრულდებოდა ამასთან ერთად. 

- ირენე შეპყრობილი იყო შენით,  თუმცა ასეთ დასასრულს ალბათ არავინ იმსახურებს.

- ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს მეგობარო,  მეც საკმაოდ დავისაჯე იმის გამო რომ მთელი ცხოვრება ტყუილად გავფლანგე. ერთადერთი აზრი ლამის დავკარგე. ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ ჯოჯოხეთთან. 

- ჰანა როგორაა?

- ახლა სახლში მივდივართ, ძალიან განერვიულებული იყო, ფიზიკურად გარგადაა.

- კარგი, დაისვნე. მე აქ ყველაფერს მოვაგვარებ

- მადლობ ძმაო, ხოლო რაც შეეხება საქმეს რის გამოც კორპორაციაში გიბარებდი, ხვალისთვის გელოდები. ყველაფერი გავარკვიოთ.

- გასაგებია ...........

...........................

ძილბურანში მყოფმა ჰანამ იგრძნო როგორ გაჩერდა მანქანა და თვალების გახელა სცადა

- ნამჯუნ... მოვედით?

- სახლში ვართ პატარავ.... - კიმმა გოგონას ხელი დაავლო და მკლავებში მოიქცია

- დამსვი, თავადაც შემიძლია გავლა, ჰეი კიმ -  გაიბრძოლა მის მკლავებში თუმცა ვერაფერს გახდა. მამაკაცს ძიერად ეჭრა.

uncontrollably fond (დასრულებული)Where stories live. Discover now