18 თავი

634 43 11
                                    

ახლად გაღვიძებული ჰანა გატრუნული იწვა ჯერ კიდევ ღრმად მძინარე ნამჯუნის მკლავებში და მამაკაცის იდეალური სურნელით ტკბებოდა. ალბათ სიამოვნებით დარჩებოდა ასე მთელი დღე მაგრამ კიმს ჯერ კიდევ არ ენდობოდა, იდიოტის როლში აღნოჩენა კი არ სურდა, ამიტომ ბოლოჯერ შეავლო თვალი საქმროს იდეალურ პროფილს და მისი ხელებიდან თავის დაღწევა სცადა. ეს არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. კიმი ყოველ ჯერზე უფრო მეტად იკრავდა გულში გოგონას სხეულს.
- მორჩი რა პატარავ, ასე ნუ ხვანცალებ - ნამჯუნის ნამძინარევი ხმა საოცრად ჟღერდა. ჰანამ იგრძნო როგორ აეწვა სახე, შეეძლო დაეფიცა რომ ახლა ჭარხალივით წითელი იყო. ის ის ოყო ისევ მისგან თავის დაღწევას შეეცადა რომ მუცელზე რაღაც მაგარი იგრძნო და სირცხვილით კიდევ უფრო აწითლებულმა მთელი ძალით გაიბრძოლა თავისუფლებისათვის. თან ბალიშმოღერებული საწოლს კარგა მანძილზე მოშორდა, თითქოს სურდა მაქსიმალურად დისტანცია დაეჭირა მასთან.
- იდიოტო, მანიაკო, ჰორმონები დაიწყნარე. რეგვენი - ბალიში ესროლა იმ წამს თვალგახელილ ბიჭს გოგონამ და ლოყებზე ხელებაფარებული გავარდა ოთახიდან.
- მათი დაწყნარება შენ შეგიძლია მხოლოდ, ასე რომ დაბრუნდი მამიკოსთან პატარავ - სიცილი აუტყდა ნამჯუნს და თავადაც საწოლიდან ფეხზე წამოდგა. - ღმერთო რა საყვარელია, ერთი სული მაქვს მისი უზადო სხეული მივისაკუთრო. - კიმი საკუთარი ფიქრებისაგან იმდენად აღიგზნო რომ ნახევრად ცივ წყალს მიუშვირა ტანი რათა პატარა კიდევ უფრო არ შეეშინებინა, არ უნდა აჩქარებულიყო. ჰანა არ გავდა სხვა გოგონებს და ამაში ყოველ წუთს უფრო და უფრო რწმუნდებოდა. მასთან არ ივარგებდა მოუთმენლობის გამოჩენა. კიმს წარმოდგენა არ უნდოდა რა დაემართებოდა როცა გოგონას სხეულს დაეპატრონებოდა როცა მხოლოდ მისი სურნელიც კი ჭკუას აკარგვინებდა.

...............................

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
uncontrollably fond (დასრულებული)Where stories live. Discover now