16 თავი

602 44 12
                                    

ნამჯუნმა საკუთარი ვილის კარი ფრთხილად შეაღო და რამდენიმე წამში მდუმარე, ბნელ მისაღებში აღმოჩნდა. კიმმა მძიმე ამოიოხრა, აბა რას ელოდა, გოგონა მთელს ღამეს მის ლოდინში გაატარებდა? ბიჭი საკუთარი ოთახისკენ აპირებდა წასვლას თუმცა ისევე ისე, რომ ვერ გააცნობიერა ჰანას საძინებელთან აღმოჩნდა. ცდუნებას ვერ გაუძლო, ჩუმად შეაღო კარი რათა თავისი ალქაჯისთვის თვალი მოეკრა თუმცა ოთახში შესული გახევდა. იქ არავინ იყო. კიმი ისევ პანიკამ მოიცვა სასწრაფოდ საცოლის ნომერი აკრიბა და ნერვიულად მოჰყვა წინ და უკან სიარულს, - ჯანდაბა უპასუხე ამ წყეულ ტელეფონს - დაიგრგვინა განერვიულებულმა და ხელმეორედ სცადა დაკავშირება. ამჯერად უფრო გაუმართლა, უპასუხეს, თუმცა მეორე მხრიდან ისეთი საშინელი ხმაური ისმოდა რომ ბიჭმა ვერაფრის გარჩევა შეძლო.
- ჰანა, ჰანა გესმის ჩემი ხმა? - ტელეფონში ჩასძახა გაცეცხლებულმა

- ჯერ კიდევ მაქვს სმენის უნარი იდიოტო, თუმცა თუ ასე გააგრძელებ ჯღავილის სავარაუდოდ მალე დავკარგავ - უდარდელად გაისმა გოგონას ხმა რამაც ნამჯუნი უფრო მეტად გააცოფა

- შენ რა მთვრალი ხარ? - კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირა ბიჭმა

- პფფფფ.... რა სისულელეა? უბრალოდ გართობა მომინდა და საერთოდ მამაჩემის როლი არ გიხდება. ახლა შემეშვი მელოდებიან

- ვინ გელოდება - წამოენთო კიმი, - სად ხარ, ჯანდაბა თავად დავადგენ. არ გაინძრე ახლავე მოვალ. გაფრთხილებ პარკ ჰანა ადგილიდან არ დაიძრა და ეცადე არავინ მომაკვლევინო. - ნამჯუნი სწრაფად გავარდა სახლიდან, მისი გონება გამუდმებით კლუბში მოცეკვავე ჰანას წარმოიდგენდა, რაც უფრო აცოფებდა ისედაც გახელებულს. არავის შეეძლო დარჩენილიყო ამ სხეულის მიმართ გულგრილი. იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა რომ მას ვინმე შეეხებოდა. - ჯანდაბა პარკ, გირჩევნია უსაფრთხოდ იყო.

....................................

- იდიოტი ფლეიბოი, თავი ვინ ჰგონია? ფიქრობს როცა უნდა იმ ბოზს იხმარს და პარალელურად მე ვეყოლები? იოცნებე კიმ ნამჯუნ - გოგონამ კიდევ ერთი ჭიქა ტეკილა გადაკრა და საცეკვაოდ გავიდა. უნდოდა ყველაფერი დაევიწყებინა. უნდოდა იმ იდიოტის სახე წაეშალა გონებიდან. ამ მიზნით უსაგნოდ გამოთვრა და საცეკვაო მოედანზე მუსიკის რიტმში ჩაიკარგა. მთელი გრძნობით ცეკვავდა, თითქოს უნდოდა ყველა უარყოფითი ენერგიისაგან დაცლილიყო. მისი გონება ნელ ნელა ითშებოდა, სხეული უკვე ვერაფერს გრძნობდა. საბოლოო ჯამში ვერც კი გააცნობიერა როგორ აღმოჩნდა ერთ ერთ მაგიდაზე ცეკვით......

uncontrollably fond (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin