21 თავი

582 36 14
                                    

უცნაურია, რამდენად ცოტა სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ ბედნიერი იყოს, ბევრად ცოტა ვიდრე ოდესმე შეეძლო ეფიქრა. საუბედუროდ ხშირად მთელს ცხოვრებას ამის გააზრებაში ვხარჯავთ. ბედნიერია ის, ვინც მალე  აცნობიერებს, რომ საყვარელი ადამიანის სითბო,  მზერა, ჩახუტება და კოცნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი პრინციპები, ეგო,  შიში,  რომ სხვის თვალში სუსტი გამოჩნდები. ნამჯუნმა მალევე გაიაზრა. იმ მომენტში,  როცა მიმავალ ჰანას აკვირდებოდა გააცნობიერა, რომ ეს გოგონა იყო მისი ბედნიერება. რომ მხოლოდ მას შეეძლო სრულყოფილი გაეხადა ცხოვრება მისთვის.........ამის მერე თითქოს სუნთქვაც კი უფრო მარტივი გახდა. 

კომპანიისკენ მიმავალ კიმს გზად იუნგიმ დაურეკა, 

- ძმაო, ამაღამ ვერთბით? სტრესული კვირეები გველის წინ, სჯობს ცოტა განვიტვირთოთ - მაცდურად გაისმა მინის ხმა და ნამჯუნს ჩაეცინა. სხვა დროს ალბათ დაუყოვნებლივ დათანხმდებოდა მეგობარს მაგრამ არა დღეს. ახლა მას დროის გატარება მხოლოდ ჰანასთან უნდოდა. 

- ვწუხვარ იუნგს მაგრამ ამჯერად მარტოს მოგიწევს გართობა ძმაო. შინ ვრჩები ჰანასთან ერთად.

- ეს ჩემი მომავალი სარძლოა ხომ? ღმერთო ნამჯუნ სასწრაფოდ მინდა გავიცნო გოგო რომელმაც შენ გართობაზე უარი გათქმევინა - მეორე მხარეს მინის ხარხარი გაისმა - თუმცა, ჩემთვის უკეთესი. ამჯერად მთელი ყურადღება ჩემკენ იქნება.

- ჰო, ჰო რათქმაუნდა. შეხვედრამდე - ნამჯუნმა კავშირი სიცილით გაწყვიტა და მანქანა კომპანიის ავტოსადგომზე დააპარკინგა.  ოფისში შესულს წინ ასისტენტი გამოეგება რომელსაც აშკარად განერვიულებული სახე ჰქონდა.

- მირა, რა ხდება? - ცივად იკითხა კიმმა

- აქ, ჯანდაბა, ქალბატონი ირენე  თქვენს ნახვას ითხოვს. ვერაფრით დავარწმუნე წასულიყო, სკანდალის ატეხვით  დამემუქრა.  იძულებული ვიყავი თქვენს კაბინეტში შემეშვა რომ სიტუაცია არ დამეძაბა. - სწრაფად ამოილაპარაკა დაზაფრულმა და შიშით უფროსს ახედა. ნამჯუნი მართლაც რომ გაბრაზებული ჩანდა

uncontrollably fond (დასრულებული)Where stories live. Discover now