13 თავი

585 49 28
                                    

მანქანიდან გადმოსულმა ჰანამ სხეულზე ცივი ქარი იგრძნო რისგანაც უსიამოვნოდ შეიშმუშნა, რაც არ გამორჩენია ნამჯუნს და უმალ მოაქცია გოგონა საკუთარ მკლავქვეშ.

- შეგცივდა არა? სხეულის მოშიშვლებაზე ნაკლებად რომ გეფიქრა ახლა არ გაიყინებოდი – ჩუმად შეუბღვირა გოგოს პასუხად კი ჰანა საყავრლად გაეკრიჭა და ბიჭსაც გაღიზიანებამ წამში გაუარა, გოგონა კი უფრო ახლოს მიიკრა

- არ დაგავიწყდეს რაც გითხარი. გვერდიდან არ მომშორდე.

- ღმერთო რა მოსაწყენი ხარ – თვალები აატრიალა გოგონამ – უბრალოდ ცოტას გავერთობი.

- უკვე ვნახე როგორც ერთობი ასე რომ არა მადლობ, დაიმახსოვრე შენ ჩემი ცოლი ხარ და შესაბამისად უნდა მოიქცე.
- გავიგე, გავიგე თქვენო უდიდებულესობავ, გასაგებია - თვალები აატრიალა ჰანა და მალე ორივენი ნაღები საზოგადოებით სავსე საკმაოდ დიდ დარბაზში აღმოჩნდნენ სადაც იამატო გამოეგებათ.
- ნამჯუნ, ახლა არ მითხრა რომ ეს მშვენიერი ქალბატონი შენი საცოლეა - გაბრწყინებული სახით მიუახლობდა ჰარუნო წყვილს და გოგონას ხელზე ეამბორა.
- კი ჩემი საცოლეა - კბილებში გამოსცრა კიმმა და ღრმად ამოიოხრა. წინ ძალიან გრძელი ღამე ელოდა.....

................  

- არ მჯერა რომ აქ წამოსვლაზე დაგთანხმდი. საერთოდ არ მაქვს ამის განწყობა - უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა ირენემ და კიდევ ერთი ჭიქა სასმელი გადაჰკრა.-  ხედავ როგორ გვიყურებენ? წყეული სნობები. მათთვის უბრალო ნაგვები ვართ, უსახლკარო მაწანწალებად აღგვიქვამენ
-  დამშვიდდი ძვირფასო - მშვიდად გაუღიმა დაქალს ჯოიმ - ისინი უბრალოდ ეჭვიანობენ რომ ასეთი ლამაზები და სასურველები ვართ. აბა კარგად მიმოიხედე, დარწმუნებული ვარ შენთვის შესაფერის მამაკაცს ვიპოვით. - ჯოი გარემოს თვალიერებას მოჰყვა როცა უეცრად მისი მზერა ნაცნობ სახეებზე შეჩერდა და იქვე დარჩა.
- ჯანდაბა - წამოიძახა განერვიულებულმა, თუმცა რეაგირება ვერ მოასწრო წყვილი ირენემაც შენიშნა. მისი თვალები სიბრაზისგან მთლიანად გაწითლდა სასმელი ერთიანად გადაკრა და ისე სწრაფად დაიძრა მათკენ, ჯოიმ რეაგირებაც ვერ მოახერხა.
- ახლა ბომბი აფეთქდება - ჩაილაპარაკა ჩუმად თან მიმავალს აედევნა.

uncontrollably fond (დასრულებული)Where stories live. Discover now