9 თავი

621 50 27
                                    

გამოდის ახლა ჰანა იმ ვიღაც ნამჯუნს გაჰყვება? - დაბნეულად იკითხა ჯიმინმა.

- ასეა – მძიმედ ამოიოხრა ჰოსოკმა.

- მერე ჩვენ?

- მითხრა რომ ჩვენთან კონტაქტს არ გაწყვეტს, სხვა გზა არ ჰქონდა ჯიმინ, იმ ნაბიჭვარმა დააშანტაჟა. ნეტავ იცოდე როგორ მინდა სიფათი შევულამაზო.

- შენ ჰანა მოგწონს ასეა? - ჩაიღმა ჯიმინმა

- ჰო ძალიან მომწონს, ვიცი ეს არასწორია მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ თავს.

- და ვინ გითხრა რომ არასწორია ჰობი? თუ მოგწონს უნდა იბრძოლო. დამიჯერე ძმაო მისნაირ გოგოს ასე მარტივად ვერ ნახავ. უნდა იბრძოლო.

- მაგრამ ის თხოვდება, იქნებ არ ღირს რომ მათ შორის ჩავდგე – დანაღვლიანდა ბიჭი.

- თხოვდება და ვისზე, იმ სნობზე. დარწმუნებული ვარ ჩვენი გოგო არ უყვარს. დაუჯერე შენს ფრიად გამოცდილ მეგობარს. - მხარზე ხელი გამამხნევებლად დაჰკრა ჯიმინმა ჰობის და ბიჭმაც იმედიანად გაუღმა.

- იცი რა? მართალი ხარ. აუცილებლად ვიბრძოლებ, მგონი არაფერს დავკარგავ ამით.....

.......................

- ნენსი ერთი წამით ჩემთან შემოდი გეთაყვა – ტკბილად ჩასძახა ჰანამ ტელეფონში გოგონას რომელიც ასისტენტენტობას უწევდა. - მეძახით ქალბატონო პარკ? – სწრაფად გამოეპასუხა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი და მისკენ ფრთხილად დაიძრა.

- დიახ. მინდა გითხრა რომ დღეიდან აქ ხშირად ვიქნები, მალე პარკ გრუპის მართვის სადავეებს თავად ავიღებ ხელში და მინდა სრულ ინფორმაციას ვფლობდე იმის შესახებ რაც აქ ხდება. წლიური საბუღალტრო ანგარიში დამჭირდება და კიდევ ბოლო 3 წლის ანგარიშების ანალიზი. ასევე მინდა ყველა ჩვენს კლინიკაზე ინფორმაცია მომაწოდო. მათ ხელმძღვანელ პირებზე და წამყვან თანამშრომლებზე. როგორც კი ჩაირმანი (მიყვარს ეს სიტყვა და რა ვქნა) გავხდები ყველა მათგანს თავად შევამოწმებ.

uncontrollably fond (დასრულებული)Where stories live. Discover now