2 თავი

753 53 6
                                    


ნამჯუნის წასვლის შემდეგ სასოწარკვეთილი ირენე ტირილს ვერ წყვეტდა. ეზიზღებოდა საკუთარი თავი იმ სიყვარულის გამო რასაც ბიჭის მიმართ განიცდიდა, მაგრამ მასზე უარის თქმაც არ შეეძლო. მათი 2 წლიანი ურთერთობის განმავლობაში ნამჯუნს არასდროს უგრძნობინებია გოგონასთვის რომ მასთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები ჰქონდა. მართალია სრულყოფილი, იდეალური პატრნიორები იყვნენ და ნამჯუნის თქმით საწოლშიც ყველაზე კარგად მასთან გრძნობდა თავს, თუმცა არასროს დასცდენია სიტყვა რომ მათი ურთერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა სურდა. ირენე მოთმინებით იტანდა ამ სიტუაციას, თვალს ხუჭავდა იმ სექსუალურ სკანდალებზე რომელშიც ხშირად ეხვეოდა კიმი და ცდილობდა ამაზე ნაკლებად ეფიქრა, მაგრამ გულში ყოველთვის ჰქონდა იმ რეალობის შიში რომელშიც აღმოჩნდა. იცოდა ეს დღე დადგებოდა, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, ახლა კი თავისი სისულელის გამო ნამჯუნი გააბრაზა, საშინლად გააბრაზა . - ღმერთო რა უნდა ვქნა - ამოიტირა უღნოდ - მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. სულელურად მოვიქეცი, ამხელა სკანდალი არ უნდა მომეწყო. როგორ მოვიქცე, როგორ შევძლო მისი შემორიგება? ვიცი, ვიცი რასაც გავაკეთებ. - გოგონამ სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და წასასვლელად მოემზადა.

............

- ვხედავ ერთმანეთს კარგად გაუგეთ - ეშმაკურად მომღიმარე ჯუნმიონმა თვალი მოავლო ახლახანს დაბრუნებულ წყვილს და მეგობარს გადახედა. მისგან განსხვავებით მინ ჰიოკი სულაც არ იყო კმაყოფილი, იგი არაჩვეულებრივად იცნობდა ჰანას და შეეძლო დაეფიცა რომ გოგონას ამ მშვიდი ღიმილაკრული სახის მიღმა ქარიშხალი ტრიალებდა. მამაკაცმა თავადაც მკრთალი ღიმილი აიკრო და ახალგაზრდებს დასხდომა სთხოვა.

- ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ მამა- ხმა ამოიღო ნამჯუნმა, - მე და ჰანამ ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ, ასე რომ ვგონებ თანაცხოვრება შესამჩნევად გაგვიადვილდება, ხომ ასეა პრინცესა - ღიმილიანი მზერა მიაბყრო საცოლეს კიმმა და ხელი ხელზე ოდნავ მოუჭირა.

uncontrollably fond (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora