EVIL EMPEROR AND KISS

573 57 26
                                    


-

არაფრის გაგონება არ მინდა სუე, დღესვე ვნიშნავ ქორწილს! - გაცხარებული ვუბინი მტკიცედ აცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას და ქალიშვილის დაჩოქილ სხეულს ბრაზით ჩასცქერის საკუთარ ფეხებთან.

- მამა გთხოვ, გემუდარები ... არ მინდა იმ უგულო კაცის ცოლობა, ის არ მიყვარს! - საბრალო გოგო ტირილს აგრძელებს და მამას მთელი არსებით ემუდარება.

- შეწყვიტე დრამა სუე, შენი გათხოვების დრო მოვიდა, იმპერატორი იუნგი კი ყველაზე შესაფერისი კანდიტატია - მეფემ შუბლი მოისრისა და დაღლილი დააჭირა თვალები ერთმანეთს.

- ასე რატომ მექცევით, რა დაგიშავეთ .. რატომ მაინცდამაინც მე უნდა გავხდე იმ კაცის ცოლი ... რატომ?! - სუემ კივილით წარმოთქვა სიტყვები და იატაკზე ძლისვ-ძლივობით ძალაგამოცლილი გაფოფხდა.

- სუე, შენ უკვე ოჯახი უნდა შექმნა და მამის სახლიდან წახვიდე, მალე ოცი წლის გახდები, ხალხი კი საუბარს დაიწყებს, რომ ვერ თხოვდები ან უშვილო ხარ. ამას ვერ დავუშვებ და აღარ შეეკამათო მამას - ელარამ ხელები გადააჯვარედინა და მამის მუხლებში ჩავაედნილ შვილს საყვედურით უთხრა.

- მომისმინე ძვირფასო, ასეთია სამეფო ოჯახის წესები და კანონები. ვწუხვარ, რომ სარფიანად გიწევს ქორწინება, მაგრამ შენი ძმაც ხომ ასე დაქორწინდა?! ბედს უნდა შეეგუო. - მეფემ სინანულით ჩახედა ქალიშვილის ცრემლიან თვალებს და ალმაცერად მომზირალ თეჰიონს გადახედა.

- სუე გყოფა გოდება, სწრაფად წამოდი უნდა მოემზადო, მალე შენი საქმრო აქ იქნება - მკაცრი ტონით იყვირა ელარამ და ძირს გართხმულ სუეს მკლავში ხელი მწარედ და მტკივნეულად ჩაავლო.

- არ მინდა, ხელი გამიშვი .. -- დედას ხელი უხეშად მოაშორებინა სუემ.

- თეჰიონ, კარგი ქენი, რომ იმპერატორი იუნგის შესახებ მალე გაგვაგებინე და ეს წინადადება შენ მოგვაწოდე. მართლაც ძალიან მომწონს ის, ახლა კი ქორწილის სამზადისი დავიწყოთ - ამოთქვა ვუბინმა, კმაყოფილებით შეხედა ბოროტულად მომღიმარ ვაჟს და ელარასთან ერთად ოთახი დატოვა.

დაცემული ანგელოზი || K.N.J (დასრულებული)Where stories live. Discover now