TRUST

494 49 18
                                    


"ნდობა" ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც შეგიძლია შენს გარშემომყოფს, საყვარელ ადამიანს ან მეგობრას აჩუქო.
ნდობის გარეშე არ არსებობს ურთიერთობა და მეგობრობა. ყველაფერი აგებულია ნდობაზე, თუ ის მართლა გულწრფელი და სუფთაა, მაგრამ, როდესაც ნდობა იკარგება ურთიერთობაც იქ სრულდება.

ყოველივე ეს ფიქრები ტრიალებს პრინცესას თავში, თუ როგორ დაკარგა სამართლიანობის შეგრძნება, როგორ წაართვა საუკეთესო მეგობარს მისდამი ნდობის შეგრძნება, როგორ დაუბნელდა თვალს, როგორ დააბრმავა სიყვარულმა და როგორ შეერია უფსკრულს, რომელმაც ბოლომდე შეითრია სიბნელეში და ფატალური შედეგებით დაასრულებინა.

ახლა ის ზის ნინას ოთახის კარს უკან და ემუდარება მეგობარს კარი გაუღოს, მისი ბოდიში მიიღოს და აპატიოს, თუმცა ხმას არავინ სცემს

- გემუდარები ნინა, კარები გამიღე. ყველაფრს აგიხსნი.. - ტირილის ზღვარზე მისული გოგო უკვე ქანცგამოცლილი აბრახუნებს კარზე. - პასუხს რატომ არ მცემ? დამიჯერე.. ვიცი, რომ ვერ მიტან მაგრამ ცოტა ხნით მომისმინე გთხოვ.. - ცრემლებისაგან დასველებული ვარდისფერი ლოყები თეთრი კაბის სახელურით მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.

უეცრად სასახლის დაცვა წაადგა თავზე და ძლივს ამოიდგა ენა
- პრინცესა, ქალბატონი თავის ოთახში არ იმყოფება, მაპატოეთ მაგრამ ტყუილად ცდილობთ. იქ არავინაა - ამელიამ მას გახედა და წამიერად შეფიქრიანდა.

- ხომ არიცით, სად შეიძლება ვიპოვნო? - კითხვისნიშნით შეხედა პრინცესამ ხანშიშესულ  ჭაღარათმიან კაცს, რომელსაც სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა და კაბა ჩაიფერთხა.

- ზუსტად სამი საათის უკან იმპერატორ იუნგისთან ერთად ვახშმობდა ვერანდაზე - დანამდვილებით წარმოთქვა კაცმა და თავი ჩახარა.

- იმპერატორ იუნგისთან ერთად? ისინი ერთმანეთს იცნობენ? - ენა დაება ამელიას და გულში რაღაც უცნაურმა გრძნობამ გაკრა.

დაცემული ანგელოზი || K.N.J (დასრულებული)Where stories live. Discover now