REVENGE

549 50 55
                                    


- შენ რა, მე დამაბრალე იმ ქალის მკვლელობისთვის გატაცება, რომელიც მიყვარს? სულ გაგიჟდი ამელია? - გამძვინვარებული ლომივით სცემდა ბოლთას იმპერატორი იუნგი ამელიას წინ და განადგურებულ პრინცესას მთელი ხმით უყვიროდა.

- მაპატიე, სხვა გზა არ მქონდა. შენ ბევრი მტერი გყავს და ვიცოდი, როცა გაიგებდნენ, რომ ნინა მოგწონს მას სპეკულაციისთვის გამოიყენებდნენ. მათ შენი გახარება არ უნდათ და ამისთვის ყველაფერს იზამენ.. - ტირილისაგან ჩაწითლებულ თვალებს ძლივს უსწორებდა ამელია იუნგის.

- სხვა რამეს მოიფიქრებდი კარგად რომ გეფიქრა! - გამწარებული იმპერატორი ცეცხლებს ყრიდა .

- სასოწარკვეთილი ვიყავი.. ფიქრის დრო არ მქონდა.. საერთოდ არ მქონდა არაფრის დრო, მაპატიე..

- ახლა მთავარია ნინა ვიპოვოთ, სხვა არაფერი მადარდებს გასაგებია?! - მოსვენება დაკარგვოდა იუნგის.

- მეც არაფერი მადარდებს, მისი უსაფრთხოდ დაბრუნების გარდა და აუცილებლად უნდა იღონო რაიმე... - მთელი სხეულით კანკალებდა პრინცესა.

- ყველაფერი ჩემი ბრალია, ვერ დავიცავი.. - თავს დამნაშავედ და უძლურად გრძნობდა იმპერატორი.

- არც შენი და არც შენი ჯარისკაცების ბრალი არ არის. ისინი შენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ეს მათი ვალია თუნდაც შენ წინააღმდეგი იყო დაგიცვან! - ძალაგამოცლილი ძლივს საუბრობდა ამელია.

- სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს, ნინას იქედან ამოვიყვან და ყველას დავხოცავ ვინც ეს გააკეთა! - გამწარებული ლაპარაკობდა იმპერატორი

- სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს, ნინას იქედან ამოვიყვან და ყველას დავხოცავ ვინც ეს გააკეთა! - გამწარებული ლაპარაკობდა იმპერატორი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
დაცემული ანგელოზი || K.N.J (დასრულებული)Where stories live. Discover now