I KNOW

529 48 30
                                    


დარბაზში ხალხი მხიარულად ცეკვავდა და ერთობოდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა დიდი სპექტაკლი ელოდათ წინ.
პრინცი თეჰიონი ნამჯუნს ამოუდგა გვერდით და აუღელველბლად გადაულაპარაკა

- ნამჯუნ შენი დროა! - გადაუჩურჩულა პრინცმა მის გვერდით უემოციო სახით მდგარ გენერალს.

- რათქმაუნდა .. - ამოთქვა ნაჯუნმა და ბრბოს წინ, სცენის მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, თუმცა დამაყრუებელმა გასროლამ დრო წამით გააჩერა. გენერალს მარჯვენა მხარი შეუფრთხიალდა და ცხელმა ტყვიამ გაკაცწა მოხვდა.

ხალხი აყვირდა და სწრაფად მიაცვივდა დაჭრილ გენერალს.
ზოგიც გასასვლელი კარისკენ გარბოდა, რათა სროლისაგან თავი დაეღწია, თუმცა მეტი გასროლა აღარ მომხდარა.
აშკარად გენერალზე თავდასხმა იყო გამიზნული.

გარს შემოერტყა ყველა ნამჯუნს.
კაცებმა ხელები შეშველეს და დარბაზიდან პირველადი დახმარების აღმოსაჩენად მედ პუნატში გააქანეს.
პრინცესა ამელია გაფაციცებით ცდილობდა მომხდარის გაანალიზებას და დაჭრილი მამაკაცის სახის დანახვას, თუმცა მისი ზურგის გარდა, რომელსაც კაცები უჭერდნენ, ვერაფერს ხედავდა.

პრინცი გაჯავრებით წამოფრინდა ფეხზე
- ახლავე დაიჭირეთ! - ხმამაღლა იყვირა და ნასროლი იარაღის ხმის მიმართულებით გაიშვირა ხელი. - ჯაბდაბა ჯანდაბა.. ჯანდაბა! - გამძვინვარებული დაიწყო ბოლთის სცემა თავის ადგილზე.

ორ წუთში დარბაზიდან ყველა გაეხვეტა, მხოლოდ პრინცი შერჩა უზარმაზარ კედლებს შორის.
გამწარებული აჭერდა კბილებს ერთმანეთს. შვეიცარული შავი თამბაქო ტუჩებს შორის მოითავსა ხელის კანკალით, ცეცხლი წაუკიდა და მაგრად მოქაჩა.
თითქოს შვება იგრძნო, მაგრამ უკნიდან ვიღაც მოუახლოვდა.

- თეჰიონ.. -  გაისმა ამელიას ტკბილი ხმა, რამაც თეჰიონი შეაცბუნა და თან მოალბო.

- რა გინდა ამელია? აქედან მოშორდი! - დაიღრინა პრინცმა და კვლავ გამოქაჩა თამბაქოს.

დაცემული ანგელოზი || K.N.J (დასრულებული)Where stories live. Discover now