lOST VIRGINITY

794 71 26
                                    

სასახლეს უკვე საკმაოდ მოშორებულები იყვნენ. კარეტა უზარმაზარ ტყეში შევიდა. ამელია მოუსვენრად იჯდა. ცუდი წინათგრძნობა თრგუნავდა. ეშმაკ პრინცს არ ენდობოდა.

- მეფე და დედოგალი რატომ არ წამოვიდნენ ჩვენთან ერთად?.. - იკითხა მოულოდნელად და თეჰიონს მზერა გაუსწორა

ბიჭს გაეღიმა და უმალვე უპასუხა
- იმიტომ, რომ არანაირ ვახშამზე არ მივდივართ.. - ხმადაბლა გაიცინა და წელზე ხელი შეუსრიალა.

პრინცესას მალევე აღებეჭდა სახეზე გაოცება და მიხვდა, რომ მისი საზარელი ეჭვები, ახლახანს გამართლდა.

- შენ.. მომაატყუე? - ხმა აუკანკალდა ამელიას და ცრემლები მოაწვა - რა გინდა ჩემგან?

- დღეს, სულით ხორცამდე ჩემი გახდები - უმალვე წარმოთქვა თეჰიონმა

- რა სულელი ვარ, როგორ გენდე.. გთხოვთ, ახლავე მოაბრუნეთ კარეტა.. - უყვირა პრინცესამ მეეტლეს, მაგრამ პრინცის ბრძანებას ვერ გადავიდოდა. იცოდა, კარეტას მოაბრუნებდა და ადგილზევე გაათავებდა. ამიტომაც, პრინცესას ყვირილს ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო.

- არ გესმის რას გეუბნები? მოაბრუნე მეთქი! - იმედგაცრუებულმა და განრისხებულმა გოგომ უფრო ხმამაღლა დაუყვირა მეეტლეს და თან ხმაში ტირილი შეეპარა

- მაპატიეთ პრინცესა, არ შემიძლია.. - სინანულით მიუგო კაცმა

- რასქვია არ შეგიძლია? - გაჯავრებით წარმოთქვა ამელიამ და თეჰიონს გადახედა. პრინცი საეჭვოდ იღიმოდა და პრინცესას წელს ხელებით ებღაუჭებოდა.

- რა გგონია თეჰიონ? ჩემი გამწარებით რას მიაღწევ? - მისი ხელის მოშორება უკვე მეასეჯერ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ყოველ მცდელობაზე უფრო ეკვროდა პრინცის გრძელი თითები მის ნახევრად მოშიშვლებულ წელს.

- თავიდანვე უნდა დაფიქრებულიყავი, როცა მეწინააღმდეგებოდი. რომ დამნებებოდი, ახლა ამ დღეში არ ჩავარდებოდი - ბინძურად გაიღიმა ბიჭს და ამელიას თვალებში შეაცქერდა - ვერ ვიტან, როდესაც მეწინააღმდეგებინ. რაც მინდა, ყველაფერი უნდა მქონდეს!

დაცემული ანგელოზი || K.N.J (დასრულებული)Where stories live. Discover now