CURSED PRINCE

933 74 23
                                    


ნელი ნაბიჯებით, მშვიდად გამოვიდა ამელია მამის მოსასვენებლიდან და სასახლის მოჩუქურთმებული დიდი აივნიდან გადაიხედა.

ნელი ნაბიჯებით, მშვიდად გამოვიდა ამელია მამის მოსასვენებლიდან და სასახლის მოჩუქურთმებული დიდი აივნიდან გადაიხედა

Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou télécharger une autre image.

ამ აივნიდან მთელი სამეფო მოჩანდა. სასახლეს გარშემო დიდი მოაჯირები ჰქონდა შემოვლებული, რომლებიც უზარმაზარ მთავარ კართან იყო გაერთიანებული, ამ კარის იქეთ კი მთელი გერმანიის მოსახლეობა ცხოვრობდა.

ამელიას ყოველთვის უნდოდა ამ უზარმაზარი და ცივი რკინის კარის იქეთ, ყოველგვარი დაცვის გარეშე, თავისუფლად გასულიყო. ესაუბრა ხალხთან და დღესასწაულებზე მათთან ერთად მოელხინა, თუმცა ყოველთვის მეფე ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამბობს, რომ პრინცესამ თავი გომბიოებს არ უნდა გაუკადროს.

სასახლე მთაზე იყო გაშენებული და მთელს სამეფოს გადმოჰყურებდა ზემოდან.
მის კუთხეებში ლამაზად იყო მოყვანილი ყვავილნარები, ბაღები და სხვა მრავალი სილამაზე, რომლებიც თვალს მოგჭრიდათ.

სანამ ამელიას დედა ადელაიდა ცოცხალი იყო, ის ზრუნავდა ყვავილების მოვლაზე, ლამაზი ბაღების გაშენებასა და ათასი ჯიშის მცენარის მოყვანაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა ამ ყველაფერზე ამელია ზრუნავს.

ადელაიდა ძალიან გულისხმიერი და კეთილი ქალი იყო. მას სიცოცხლე უყვარდა.
უყვარდა, როცა ყველაფერში სიცოცხლის ზრს ხედავდა, თუნდაც გაფურჩქნულ ყვავილებში გაზაფხულის ჟამს. ამელიას მისგან გადაეცა საღი და კეთილი გუნება.

როდესაც პრინცესა 16 წლის იყო ადელაიდა განუკურნებელი დაავადებით დასნეულდა.
სიკვდილის ჟამი რომ დაუდგა, ითხოვა, მხოლოდ ქალიშვილი დარჩენილიყო მის ოთახში. თავისი დასუსტებული ხელი ამელიას ჩასჭიდა და უსიცოცხლო თვალები მიაპყრო

დაცემული ანგელოზი || K.N.J (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant