ოცდამეშვიდე თავი

901 67 32
                                    

-ბავშვებო!-ბატონი კიმი ვერ ახერხებს წამოსვლას,ამიტომ მის მაგივრად,ჩემ დამხმარედ და მეორე ზედამხედველად ჩემი დის შვილი წამოგვყვება-თქვა ქალმა და ავტობუსისკენ მომავალ ბიჭს შეხედა.

-კიმ თეჰიონ?-რეპისა და ვაოკალის ჯფუფში ყველამ ერთდროულად წამოიძახა გარდა ჯენისა რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო,რომ მის ჰელენის დისშვილი მისი საუკეთესო მეგობარი,თეჰიონი იყო.

-ვაუ რა დამთხვევაა-ყველის ვაჭარივით გაიკრიჭა ბიჭი და ყველას მიესალმა.

-ოჰოო!გამოდის უკვე იცნობთ თეჰიონს-განაცხადა ქალბატონმა ჰელენმა-მით უკეთესი!ახლა კი ეგ ჩემოდნები აი იქ ჩააწყვეთ და ავტობუსში ადით თორემ მალე წვიმა წამოვა და დავსველდებით-თქვა ქალმა და ავტობუსში ავიდა.

ყველამ ქალბატონ ჰელენს დაუჯერა და უკვე ათ წუთში თვრამეტი მოსწავლე,თეჰიონი და მძღოლი ავტობუსში მოთავსებულიყვნენ.

-წყვილ-წყვილად დაჯექით ბავშვებო და სიას ამოვიკითხავ,რომ არავინ დავტოვოთ სკოლაში-ჩაიცინა ქალმა-თეჰიონ შენ კიდე მძღოლთან მიდი და მგზავრობის ამბავი გაარკვიე.

კიმმა დეიდას თავი დაუკრა და ფრთხილად, სავარძლების გაყოლებაზე რულთან მჯდარ მძღოლთან მივიდა.

-დიდხანს გელოდოთ?-ცალი წარბი აზიდა ქალმა როდესაც დაინახა,რომ ჯერ არავინ დამსხდარიყო.

ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და მალევე დაიყვნენ წყვილებათ.ჯინმა ჯისუს სტაცა ხელი და ერთად პირველ რიგში დასხდნენ,ჯენიმ ქაის ანიშნა თვალებით უკან ერთად დავსხდეთო და ბიჭიც დაემორჩილა,საწყალ ჩანიოლს როზე მიახტა და გვერდით დაიჯინა,რომ მათი სპექტაკლი გაგრძელებულიყო.მინა და მარკი ისედაც ერთმანეთს იყვნენ მიწებებულნი და რაღა ახლა არ დასხდებოდნენ ერთად?

ნაიონმა ბემბემი მიისკუპა გვერდით,იუტა და მომო რათქმაუნდა ერთად მოთავსდნენ,ჯექსონმა იონჯუნს შესთავაზა ერთად დასხდომა და იონჯუნიც დასთანხმდა.ორმა  მეგობარმა იუნამ და დაჰიონმა კი, ასევე ერთმანეთის გვერძე დაიკავეს ადგილები.ორი წინამძღოლიც ერთამანეთის გვერდიგვერდ იქნებოდნენ.რაღა დარჩენოდათ ლისას და გუკს?ორივემ ღრმად ამოისუნთქა და ერთმანეთს შეხედა.ეს ღრმად ამოსუნთქვის ჟესტი არანაირ ცუდ მოტივს არ მოიცავდა.უბრალოდ არცერთი გრძნობდა თავს კომფორტულად...თითქოს როდესაც ერთმანეთის გვერდით იყვნენ ტემპერატურა მაღლა იწევდა,ხოლო გული ისე სწრაფად და ხმაურიანად ფეთქავდა,რომ მისი ხმის გაგება კილომეტრების დაშორებით შეიძლებოდა.

✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔Where stories live. Discover now