️ოცდამეხუთე თავი

888 68 25
                                    

-დიდი ბოდიში ლია,ჯონსუკ და ასევე ჯენი-წამოდგა ბატონი სოჯუნი და ჯონგინის გვერძე მდგარ გოგონას მიუახლოვდა-დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა.გაიცანით ეს ჯონგინის საცოლე დაჰიონია.

ჯენი მომხდარს ვერ იჯერებდა.ცდილობდა გონებაში ბატონი სოჯუნის სიტყვები გადაეხარშა.ყელში უსიამოვნო გორგალი გაეჭედა და თვალებზე ცრემლები მოადგა,თუმცა ყველას წინაშე ტირილს ჰო არ მორთავდა?

-ჯენი!მიხარია შენი ნახვა- გაიღიმა ჯონგინმა.

ჯენიმ უბრალოდ თავი დაუკრა და თავის ადგილს დაუბრუნდა.ყველა ისევ მიუჯდა მაგიდას.საცოლე ჯონგინს ეკვროდა,ხოლო ჯონგინი ჯენის მზერით ხვრეტდა.მშობლები კი უბრალოდ ლაპარაკში იყვნენ გართულნი.ატმოსფერო უფრო და უფრო იძაბებოდა და ჯენისაც  უჭირდა მოწოლილი ემოციებისგან წყნარად სუნთქვა.

-უკაცრავად-ყველას მიმართა ჯენიმ და ყალბი ღიმილი აიკრო-ბოდიშის მოხდით ცოტა ხნით დაგტოვებთ.სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე-ყველას თავი დაუკრა და გასასვლელისკენ გაემართა.

გოგონაში ერთდროულად უამრავი უსიამოვნო ემოცია ირეოდა.ყელში მოწოლილი გორგალი აიძულებდა ცრემლების წამოსვლას რომლებსაც ის ამდენი ხნის განმალობაში იკავებდა,ხოლო წყენა სისხლს უდუღებდა და ხმამაღლა ყვირილის სურვილს უღვიძებდა.რესტორნის ბაღში გასულმა ცოტაოდენი შვება იგრძნო და შუაგულში,ლამპიონის ქვეშ მდგარ სკამთან ჩამოჯდა.გრილი სიო მის თმებს გაეთამაშა და დამღლელ ფიქრს ცოტახნით მოსწყვიტა.

-ჯენი-გაისმა ხმა რომლის გაგონებაც გოგონას ახლა ნამდვილად არ უნდოდა.

გოგონამ ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და სერიოზული გამომეტყველება მიიღო.

-ჯენი, კარგად ხარ?-თქვა ბიჭმა და გოგონას მიუახლოვდა.

-მშვენივრად-ამაყად განაცხადა ჯენიმ და ფეხი ფეხზე გადაიდო.

-კარგია.ისე ყველა დაპატიჟებულია და რათქმაუნდა შენც.ჩემი და დაჰიონის ქორწილი სრულწლოვნობის შემდეგ ეგრევე შესდგება ამიტომ გელოდები.შეგიძლია პარტნიორიც წამოიყოლო-ფართოდ გაიღიმა შოკოლადისფერკანიანმა.

✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔Where stories live. Discover now