მეცხრამეტე თავი

970 76 9
                                    

მოულოდნელად კი,კარებზე ზარის ხმა გაისმა.

-ვინ არის?-გაოცდა ჯენი.

-რა დამფრთხალი კატებივით იყურებით.უბრალოდ პიცა გამოვიძახე და კურიერი იქნება-
გუკი წამოდგა და ოთახიდან გავიდა,ხოლო მალე პიცის ოთხი ყუთით ხელში უკან დაბრუნდა.

- მიირთვით.ოთხი სხვადასხვა გემო შევუკვეთე.

-ეს ბიჭი ჩემ აზრებს კითხულობს!-ხელი მოსცხო ჯენიმ გუკს ზურგზე და პიცის ერთი ნაჭერი ჩაიტენა პირში.

ბოთლი ისევ როზემ დაატრიალა და ამჯერად ნაიონზე და ჩანიოლზე გაჩერდა.

-რა წესია დღეს სულ ესენი დასვავენ?-ამოიწუწუნა ქაიმ.

-ჩანიოლ?-ნაიონმა კითხვის გამეორება საჭიროდ არ ჩათვალა.

- სიმართლე.

-აგვიხსენი მუდამ რატომ ეძახით ბიჭები გუკს მისტერ "გოგონების შებმა ადვილად შემიძლია"?მგონი მართლა კარგად აბავს გოგონებს და ეს ფრაზა რა კონტექსტშია?ყოველთვის მაინტერესებდა-ავისმომასწავლებლად გაიღიმა ნაიონმა.

-ყოჩაღ ნაიონ-დაუფასა ჯენიმ.

გუკმა ჩანიოლს მზერით შეხედა.

-მომიწევს სიმართლე ვთქვა-ამოიოხრა ჩანიოლმა-მაპატიე ჯონ.

-ესეიგი...-პაუზა გააკეთა დიდყურებამ-ეს ყველაფერი ერთი წლის წინ მოხდა,როდესაც საზაფხულო არდადეგები დაგვეწყო.მაშინ მე,ქაი,ჯინი და ჯონგუკი წვეულებაზე დაგვპატიჟეს.ჩვეულებრივად გავემზადეთ და მივედით.ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ მოულოდნელად ჩვენ დიდებულ ჯონგინს ერთი გოგო მოეწონა და ფლირტაობა დაუწყო მისი მცდელობა კი, კრახით დასრულდა-ჩაიცინა- ჯონგუკი გამოხტა და სიცილი დაიწყო როგორ თუ ვერ შეაბიო.ქაი ქათამივით აიჭრა აბა მიდი და მანახე როგორ უნდა თუ მაგარი ხარო.

-უკაცრავად?-შეიცხადა ჯონგინმა.

-გუკმა კიდე არ გჯერაო?მოდი და ნებისმიერი გოგო მანახეო მათი შებმა ადვილად შემიძლიაო.ქაიც ადგა და ვიღაც ჩვენკენ ზურგით მდგომ წითელკაბიან, ქერათმიან "მანდილოსანზე"ანიშნა.გუკიც ადგა და თავმომწონე სიფათით გახედა ჯონგინს შემდეგ კი თმები უკან გადაიყარა და ქერათმიანისკენ დაიძრა-ჩანიოლმა გუკის მუჯლუგუნი დააიგნორა-მიუახლოვდა და ბარმენს უთხრა "ამ ლამაზმანს კოქტეილი მოართვითო" მერე მიუბრუნდა და მე ვიხდიო.ამ "მანდილოსანმაც" შემოხედა და ტუჩზე იკბინა.საწყალ ჯონგუკი კი, მისი სახის დანახვის შემდეგ სულ გაფითრდა და თავქუდმოგლეჯილი მოწყდა იმ ადგილს.

✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔Where stories live. Discover now