part 56

1K 73 6
                                    


Dark.
თავი 56.

ჩვენ განვიხილეთ,ის რაც ლიამმა წვეულებაზე მოყვა.რთული იყო იმის გარკვევა,თუ ვის გულისხმობდა ის.ჰარი არაფერს ამბობდა ადამიანზე,რომლისკენაც გონება გაქცეოდა.თუმცა ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა,ის მე მელაპარაკებოდა ამიტომ ყველაფერს ჩვეულებრივად აღვიქვამდი.რამდენიმე კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც გადავწყვიტეთ იმ რაიონში წავსულიყავით,სადაც ადრე ჰარი ცხოვრობდა.როდესაც მისი დის სახლს ვტოვებდით,ჰარიმ მანქანა პარკთან ახლოს გააჩერა.
-ადრე მე და ჯესი აქ საქანელაზე დასაჯდომად ყოველ შაბათს მოვდიოდით.დედაჩვენი ორივეს ცოტაოდენ ფულს გვაძლევდა,რათა ნაყინი გვეყიდა,მაგრამ ჩემს წილს ყოველთვის ჯესის ვაძლევდი.
უჩვეულო სიჩუმეს დაესადგურებინა.ზაფხულის გრილი დღეები,შემოდგომის კაშკაშა ფერებს შეეცვალა.ჰარიმ ხელი ჩამკიდა და ერთად მისთვის ნაცნობ ბილიკს გავუყევით.ჩვეულებრივი პარკი,სკამებითა და ხეებით,რომელიც მიწის სუნით იყო გაჟღენთილი და ბავშვობის წლებში მაბრუნებდა.
ჩემს წინ რკინის კარები გაიღო.აზრობრივად მხარს ვუჭერდი ჰარის ამ საქციელს,რომელიც მის ჯენტლმენულ ხასიათს ამჟღავნებდა.წინ სრულიად ცარიელი მოედანი იყო.გამეღიმა როდესაც აღფრთოვანებული ბავშვის ხმა მომესმა,რომელიც მამამის დამალვოდა.
საქანელაზე ჩამომჯდარ ჰარისკენ მივემართებოდი,მხოლოდ ფოთლებიც ჭრიალის ხმა ისმოდა.ქურთუკი,რომელიც მას ეცვა ყელამდე შეეკრა,ასე ის ქარისგან თავს იცავდა.ხელები ჯიბეებში ჩავიყავი,შემთხვევით ჩვენი ფეხები ერთმანეთს შეეხო.ჰარიმ თბილად გამიღიმა.
-ჩვენ ნაყინს ვყიდულობდით და აქ მოვდიოდით.მას უნდოდა ჩიფსი და შოკოლადის „ხლოპიები“ გვეყიდა.-სახეზე მშვიდი ღიმილი გადაეფინა.-აქვე რამდენიმე ბიჭისგან შემდგარი ჯგუფი იყო,მათგან რამდენიმეს ვიცნობდი,რადგან ჩვენ მეზობლად ცხოვრობდნენ.მათ ჯესის ჩიფსი წაართვეს და დაცინვა დაუწყეს.
საქანელაზე ჰარის გვერდით ჩამოვჯექი და მისი სიტყვების წარმოდგენა შევეცადე.ყველაფერი თვალწინ დამიდგა,მოზარდი ჯესი და მისი უმცროსი ძმა ჰარი.მათი პატარაობის სურათები მქონდა ნანახი,ჰარის როგორც ახლა მაშინაც ხუჭუჭა თმა და ლოყებზე ფოსოები ჰქონდა.
ფეხები გავჭიმე და ქანაობა დავიწყე.
-იმ ბიჭს ხელი ვკარი და ვუთხარი აქედან მოშორებულიყო.მისმა ერთერთმა მეგობარმა საპასუხო დარტყმა ხიდისკენ განახორციელა.-ჰარიმ თვალებით პატარა ხიდისკენ მანიშნა,რომელიც სასრიალოსა და სავარჯიშო ძელს აერთებდა.-სახეში გავარტყი,მანაც საპასუხოდა დამარტყა.მაშინ საშინლად ნაცემი ვიყავი,მაგრამ ერთადერთი რამ რაზეც ფიქრი შემეძლო,იყო ჯესი.მას სახლში ფაქტიურად ხელში აყვანილი მივყავდი,თან ამბობდა რომ ჩემი მხრიდან ჩხუბის წამოწყება ძალიან დიდი სისულელე იყო.მახსოვს როგორ გვიყვიროდა დედაჩემი,თან ჭრილობებს წყლით მისუფთავებდა,შემდეგ კი დასაძინებლად წამიყვანა,სანამ მამა მოვიდოდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰარი არ მიყურებდა,მას თავი ჩაღუნული ჰქონდა,როგორც ჩანს მოგონებებში იყო ჩაფლული.ფეხსაცმლით მიწას შეეხო,თავისი გრძელი ფეხები გაჭიმა და ისევ გაქანდა.
-ვფიქრობ ზუსტად მაშინ მიხვდა დედაჩემი,რომ ძველი ჰარი არ ვიქნებოდი.. და ეს მას აშინებდა.
** *
-ეს შენი სახლია?
ორსართულიანი სახლი,წითელი კარებითა და ლამაზი ბაღით.ირგვლივ სიჩუმეს დაესადგურებინა,ძაღლით ხელში ქალი მოგვესალმა,როდესაც მას გვერდით ჩავუარეთ.
-იყო.
-ცუდად არ გამოიყურება,ჰარი.
-ცხოვრება,რომელიც მის შიგნით ჩქეფდა,არ შეესაბამება სახლის ფასადს.
სუსტად გაიღიმა,თუმცა მის ღიმილში შიში იგრძნობოდა.ის იდგა იმ სახლის წინ,რომელშიც ადრე მრავალი რამ ხდებოდა.
-შევიდეთ,თუ გინდა.-ვუთხარი,თან ვღელავდი,რადგან მეგონა,რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო.
არ მინდოდა ჰარის სინდისის ქენჯნა ეგრძნო,იმის გამო რაც ადრე ამ სახლში ხდებოდა.მეგონა,რომ აქ მოსვლა მას წაადგებოდა,მაგრამ როგორც ჩანს ამას ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა,ვიდრე მანქანით ჩვეულებრივ გასეირნებას,იმ სახლში რომელთანაც უამრავი მოგონება და ემოცია გაკავშირებს.
გვერდი-გვერდ ვიდექით,ჰარის ჩემთვის ხელი ისე ჩაეჭიდა თითქოს მას სჭირდებოდა ვიღაც ვინც რეალობას აღქმის უნარს დაუბრუნებდა და მოგონებებისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა.მყარად იდგა,თუმცა ოდნავ შეკრთა,როდესაც სახლის გარაჟიდან ხმაური მოესმა.არ მეგონა ამას თუ რაიმე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა,სანამ ჰარიმ არ წამიყვანა.

DARK(completed)Where stories live. Discover now