part 26

1.7K 116 6
                                    

გთხოვთ დაავოუთეთ რა  😶😶დადების სურვილი მეკარგება🤥

*ბო*
მე და ჰარი მანქანაში ერთმანეთს ვკოცნიდით,ამ დროს კი ჰარის ტელეფონის ხმა გაისმა.
-ჰარი.-ჩავიბუტბუტე.
ჰარიმ ზარს არ უპასუხა და ტუჩებზე ნაზად კოცნა განაგრძო.თითებით მხრებში ჩავეჭიდე და უკან გადავწიე.მისგან თავის დაძვრენას ვცდილობდი.თუმცა იმის მაგივრად რომ გაწეულიყო,ის კიდევ უფრო მაგრად მეკრობოდა.თითებს ზურგზე ვუსვამდი,ჰარი კი ყელში მკოცნიდა.ხელი მისი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩავაძვრინე,რომ ტელეფონი ამომეღო.ამაზე ჰარის გაეცინა.ამოვიღე თუ არა,ტელეფონი მაშინვე ჰარის გავუწოდე.გავუღიმე.კულულები რომლებიც სახეზე ჩამოჰფენოდა გვერდით გადავუწიე.
-უპასუხე ზარს.-ჩავჩურჩულე.
თითებით ეკრანს შეეხო,მისი დიდი მწვანე თვალები ისევ მე მომჩერებოდნენ.ჯერ კიდევ ჩემზე მწოლიარმა ჰარიმ,ტელეფონი ყურისაკენ წაიღო.
-გისმენთ.-თავისი ხრინწიანი ხმით თქვა.
მისი სახე ცოტა არ იყოს შეიცვალა,როცა გაიგო თუ ვინ ელაპარაკებოდა ტელეფონში.ჰარიმ ტელეფონს ხელი დააფარა და მე შემომხედა.
-უნდა დაველაპარაკო,კარგი? -ჩაიჩურჩულა.
-რა თქმა უნდა.-გავუღიმე.
სანამ ჰარი ადგებოდა,მას ლოყაზე ნაზად ვაკოცე.ტელეფონიდან ვიღაცის ხმა მომესმა „ის არის? ბო?“. ჰარიმ ჩაახველა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი რომ ჰარიმ გააკეთა რათა არ გამეგო თუ რას ლაპარაკობდა ის ვიღაც ტელეფონის მიღმა.როგორც ჩანს მან ვისაც ახლა ჰარი ელაპარაკება იცის ჩემს შესახებ ? ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჰარი არ ეუბნებოდა ხალხს ჩემს შესახებ და ჩვენს ურთიერთობას არ ამჟღავნებდა.ამ ყველაფერს ის ჩემს დასაცავად ჩადიოდა.მაგრამ ამ ადამიანმა იცოდა ვინც ვიყავი,როგორც ჩანს ჰარი მას ენდობა.
ჰარი კარებისკენ მიჩოჩდა და გააღო.ჰარიმ უკანა სავარძელზე ჩაფიქრებული დამტოვა,თვითონ კი იმ ადამიანთან საუბარი განაგრძო.ავდექი და მეც მანქანიდან გადმოვედი. ვაკვირდებოდი თუ როგორ დადიოდა წინ და უკან ჰარი,თან ყურზე ტელეფონი მიებჯინა და განერვიულებული ლაპარაკობდა.
-არა,ჩვენ არაფრით ასეთით არ დავკავებულვართ.-ჩაიბუტბუტა და ცოტა არ იყოს გაწითლდა.
მე არასოდეს მენახა დამორცხვებული ჰარი.შეწითლებული ლოყები მას კიდევ უფრო ახალგაზრდას ელფერს სძენდა.ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.იშვიათად თუ ვხედავდი ასეთს.სიცილის შეკავება ვერ შევძელი,რაზეც ჰარიმ თავისი მზერა მე მომაპყრო და დაინახა თუ როგორ ვხურავდი მანქანის კარებს.ცოტა არ იყოს ანერვიულებული ჩანდა.გავუღიმე და წინა სავარძელეზე გადავჯექი,ამ დროს მას დაძაბულობა თითქოს გაუქრა.ჰარის თვალყურს მანქანის ფანჯრიდან ვადევნებდი,შემდეგ რადიო ჩავრთე,თავი უკან გადავწიე,თვალები დავხუჭე და ჯესი ჯეის სიმღერის მოსმენა დავიწყე.
რამდენიმე წუთის შემდეგ მძღოლის კარები გაიღო.თავი გადავატრიალე და მანქანაში მჯდომი ჰარი დავინახე.
-ყველაფერი კარგადაა?
პასუხის ნიშნად თავი დამიქნია და გრძელი თითებით კულულები სახიდან მოიშორა.
-მე.... სახლში უნდა წაგიყვანო.-მას ხმაში დანაშაულის გრძნობა გარეოდა.
-დამშვიდდი,დილით დედაჩემმა დარეკა,საღამოსთვის უკვე სახლში უნდა იყოს.-ვუთხარი და სახეზე ღიმილი გადამეფარა.
-კარგი.-ჰარიმ ამოისუნთქა,
მან მანქანა დაძრა,მე კი ღვედები შევიკარი.
ჰარიმ მანქანა ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა.შუქი არ ენთო,შესაბამისად სახლში არავინ იყო.ჰარის მივუტრიალდი,რომელიც ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით მიყურებდა.ღვედების გახსნას ვაპირებდი,თუმცა შევამჩნიე რომ ის უკვე დიდი ხნის წინ გაეხსნათ.მშვიდი მუსიკა იყო ჩართული,რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა,რადგან ჩემი ყურადღება ჰარსკენ იყო მიმართული,მან ქვედა ტუჩზე იკბინა,შემდეგ კი ტუჩზე ენა გადაატარა. მას ეს ჟესტი ჩვევაში გადაზრდოდა და მე ეს ძალიან მომწონდა.
ჰარისკენ მივიწიე და ბარძაყზე ხელი მოვუსვი.ჰარის სხეული სითბოს გამოსცემდა.ის იყო მის ტუჩებს უნდა შევხებოდი,როცა რაღაც ხმამ შემჩერა.მისი მკერდი ვიბრაციას გამოსცემდა.თვალები გამიფართოვდა როდესაც ჰარის სასქესო ორგანოს შემთხვევით ხელი შევახე,რომელიც სიამოვნებისგან პულსირებდა.
-ო ღმერთო,მაპატიე.-ავლაპარაკდი.
ჰარის სახე დაეჭიმა,ტუჩები ერთმანეთისგან ოდნავ დაეშორებინა.უხერხულობა ვიგრძენი და ხელი მალევე მოვაშორე,რაზეც ჰარის სიცილი აუტყდა.
-რ-რა? -ვკითხე.
-გოგონების უმეტესობა ამ დროს ბოდიშს არ მოიხდიდა.-მიპასუხა.
სიცხემ ამიტანა,როდესაც მივხვდი თუ რას გულისხმობდა ჰარი.უცნაური იქნებოდა ჩემს შეხებებს ჰარი რომ არ აღეგზნო.სირცხვილისგან თავი დავხარე.ნაცნობი სიცილი მომესმა,შემდეგ კი ჰარიმ ნიკაპზე თითები დამადო და თავი ამაწევინა.
-მომწონს,რომ ჩემს გამო წითლდები.-ჰარიმ მითხრა თან თითებს ლოყაზე ნაზად მითათუნებდა.
ღმად ჩავისუნთქე,როდესაც ის ჩემსკენ გადმოიწია და ტუჩები ყელისკენ მიმართა.
-შენ არაფრის არ უნდა გრცხვენოდეს.-ჩამჩურულა.
უნებურად ის ინტიმური მომენტები გამახსენდა რომლებიც მე და ჰარის გადაგვხვდა.მახსენდებოდა ჰარის შეხებები,რომლებიც ნაზი და ნელისგან უცებ ზედმეტად უხეშში გადაიზრდებოდა.ჩვენ ჩვენი სამყარო გვქონდა შექმნილი სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით.ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ახალი იყო.ჰარის მოსწონდა რომ იყო ადამიანი რომელიც მე საკუთარი თავის შეცნობაში მეხმარებოდა.რაც უფრო დიდ დროს ვატარებდით ერთად,უფრო მეტად ვრწმუნდებოდი იმაში რომ მის მიმართ რაღაც ღრმა გრძნობებს განვიცდიდი.
წარსულიდან,აწმყოში მაშინ გადავინაცვლე როდესაც ყელზე ჰარის ტუჩების შეხება ვიგრძენი.სულ რამდენიმე წამის შემდეგ კი ჩემს კარებს აღებდა და გადმოსვლაში მეხმარებოდა.ჰარიმ მანქანიდან ჩემი ჩანთან გამოიღო,ხელი ჩამკიდა და გზის მეორე მხარეზე გადამიყვანა.ჩვენ ერთად მივუახლოვდით ჩემს სახლს.ჰარი გადმოიხარა რათა ჩემთვის შუბლზე ეკოცნა.ჰარი დამემშვიდობა და მანქანისკენ გაემართა.თითქოს მას სადღაც ეჩქარებოდა.მე კიდევ უფრო დავინტერესდი იმ პიროვნების ვინაობით ვისაც ჰარი ესაუბრებოდა ტელეფონით და იმით თუ სად მიიჩქაროდა ახლა.გასაღები უკვე კლიტეში მქონდა შერჭობილი,მაგრამ უცებ ჰარისკენ მივბრუნდი რომელიც მანქანას აღებდა.
-ჰარი!-დავუყვირე.
ჰარი წამსვე მოტრიალდა,მისი დიდი მწვანე თვალები ჩემსას შეხვდა.მელოდებოდა სანამ საუბარს განვაგრძნობდი.
-მე ვფიქრობ,ძალიან სექსუალურია ის რომ შენ ტრენერი ხარ ბოქსში.-ტუჩზე ვიკბინე.
ჰარიმ გაიცინა და თავისი კუნთების დემონსტრაცია მოახდინა.ხუმრბოთი სახეზე ხელი ავიფარე,თითქოს გონებას ვკარგავდი.მე ვიდექი და მას ვუყურებდი,ის კი მე მიახლოვდებოდა.რამდენიმე წამის შემდეგ ჰარი უკვე ჩემს პირაპირ იდგა.მე და ჰარი იმდენად ახლოს ვიდექით ერთმანეთთან,რომ ჩვენს შორის ადგილი არ რჩებოდა.პირი გავაღე და ამოვიკვნესე.ჰარიმ ძლიერი ხელები თეძოებზე მომავლო,მე მას შევახტი და ფეხები წელზე მოვხვიე.ჰარის მწვანე თვალები აუციმციმდა როდესაც გავუღიმე.ზურგი კედელზე მქონდა მიბჯენილი,რომელიც შესასვლელი კარებიდან მარცხნივ მდებარეობდა.ჰარისთვის ჩემი დაჭერა სირთულეს არ წარმოადგენდა.მისი ტუჩები ჩემსას შეეხო.ჩვენი ეს კოცნა მღელვარე და ველური იყო.ჩვენ უიმედოდ ვცდილობდით ერთმანეთის ბოლომდე შეგრძნებას.მისმა ენამ ჩემი ტუჩები ერთმანეთს ოდნავ დააშორა,რათა პირში შეჭრილიყო.თითები ჰარის კულულებში შევაცურე.
-მე მართლა უნდა წავიდე.-ჩაიბუტბუტა.
ლაპარაკის დროს ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხახუნებოდა.გავუღიმე და ლოყაზე ნაზად ვეამბორე.ხელები ჯერ კიდევ მის კისერზე მქონდა მოხვეული.ფეხები მის წელს მოვაშორე .
-მიდი.-ჩურჩულით ვუპასუხე.
ჰარი გადმოიხარა და ოდნავ გასიებულ ტუჩებზე კიდევ ერთხელ მაკოცა.
-მალე შევხვდებით,პატარავ.
ვაკვირდებოდი თუ როგორ უახლოვდებოდა ჰარი მანქანას,როგორ ჩაჯდა შიგნით და როგორ გაემართა ჩემთვის უცნობ ადგილას.

DARK(completed)Where stories live. Discover now