part 36

1.5K 102 3
                                    


გული საშინლად სწრაფად მიძგერდა როდესაც გასახდელს მივუახლოვდი.მეშინოდა იმის გაფიქრებაც კი თუ როგორი შესახედავი იქნებოდა ჩხუბის შემდეგ ჰარი.ღრმად ამოვისუნთქე და თავს ვაიძულე შევსულიყავი.ჩემი ყურადღება ეგრევე ჰარიმ მიიპყრო,ოთახი სუსტად იყო განათებული ამიტომ მისი სახის დანახვა შეუძლებელი იყო,ის ერთ ერთ სკამზე იჯდა.თავი დაეხარა,კულულები კი შუბლზე ჰქონდა დაყრილი.

-ჰარი-ჩუმად დავუძახე.

როდესაც მან ჩემი ხმა გაიგონა,თავი ეგრევე ასწია.ყინული გადადო რომელიც სახის მარცხენა ნაწილზე ჰქონდა მიდებული.მასზე ვღელავდი და არ ვიყავი დარწმუნებული,ღირდა თუ არა ჩემი აქ დგომა,თან ვცდილობდი მისი სახე დამენახა.

-მოდი აქ- ჩუმად მითხრა ჰარიმ.

მე ნერვიულად ვათამაშებდი თმის ბოლოებს,ქვედა ტუჩს ვუკბინე და ფრთხილად გავემართე მისკენ.მან თავი ასწია და ჩემთან დასალაკარაკებლად გაემზადა,შუბლზე თმა ჰქონდა მიკრული.ისიც აღელვებული იყო.მე თავს ყველაზე ცუდისთვის ვამზადებდი,თუმცა მისმა გარეგნობამ გამაოცა. მართალია ნაკაწრები ჰქონდა და სისხლიც მოსდიოდა,მაგრამ ის სულაც არ გამოიყურებოდა ის ცუდად როგორც ველოდი.

ჰარი ცნობისმოყვარეობით აღსავსე სახით მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა.მან თავისი დიდი ხელი გამომიწოდა და მეც იმ წამსვე ჩავეჭიდე მას.მე მას კალთაში ჩავუჯექი და მისი სახის თვალიერება დავიწყე.მის სახეს ფრთხილად შევეხე და თითებით ,ლოყებზე ვეფერებოდი,შუბლიდან რამდენიმე კულულა გადავუწიე,მთელი ამ დროის განმავლობაში ჰარის ჩემთვის თვალი არ მოუცილებია.ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა,მაგრამ საბედნიეროდ გატეხილი არ ჰქონდა.

-ბო.

ლოყიდან მის მკერდამდე ჩავედი,ჰარის კი ხელები ზურგზე შემოეხვია.მუცლის თვალიერება დავიწყე,მინდოდა დავრწმუნებული ვყოფილიყავი იმაში რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

DARK(completed)Where stories live. Discover now