part 3

3.5K 162 0
                                    

Dark თავი 3
შემდეგი დღე.

-ხუმრობ?-ზოუიმ მკითხა.
-ნეტავ ვხუმრობდე...
თავი დავხარე და ღრმად ამოვისუნთქე.ლუსი ნელა ტრიალებდა ჩემ სკამზე,ის თავის ფიქრებში იყო გართული.
-და ახლა რის გაკეთებას აპირებ?-ზოუიმ მკითხა.
საწოლზე  ჩემს გვერდით იჯდა.
-წარმოდგენა არ მაქვს.მან იცის ჩემი საცხოვრებელი ადგილი.
ჩემი ოთახის კარები გაიღო და ოთახში შარლოტა შემოვიდა.დაიხარა,ზონრები გაიხსნა და ფეხსაცმელი გაიხადა.
-ბოდიშით დაგვიანებისთვის,რა გამოვტოვე?
შარლოტამ თავისი ჩანთა ძირს დააგდო და გვერდით მომიჯდა.პასუხის მოლოდინში მიყურებდა,მაგრამ ლუსი ჩაერია.
-ბოს დასდევს საოცრად მიმზიდველი ბიჭი,მაგრამ ამავდროულად ძალიან სახიფათო,რომელიც მას სახლამდე გამოჰყვა,დაინახა საცვლებში, მეორე დღეს მის სამზარეულოში აღმოჩნდა და ახლა ის დედამისის საუკეთესო მეგობარივითაა.
შარლოტას თვალები გაუფართოვდა.
-და კიდევ,დღეს საღამოს მასთან ერთად მიდის პაემანზე.-ლუსიმ როგორც იქნა დაამთავრა.
-რ-რა?-მან თავი გააქნია და ეცადა ყველაფერი რაც ახლა მოისმინა გადაეხარშა.
სიჩუმემ დაისადგურა.
-ჰარი გითვალთვალებდა?ვიცოდი,რომ იმ ღამეს შენთან უნდა დავრჩენილიყავით.-ხელები ზემოთ აღმართა.
-არ შეგიძლია უბრალოდ უარო უთხრა?-ზოუიმ მკითხა.
-მან იცის სადაც ვცხოვრობ და დედაჩემი ფიქრობ რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ბიჭია.ნეთავ გენახათ გუშინ,ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო.გარდა ამისა,ყველამ კარგად ვიცით როგორი რეპუტაციით სარგებლობს ჰარი და არ მინდა,რომ ვინმე დაშავდეს.
-და შენ რომ დაშავდე?-ჩუმად თქვა.
ხელები სახეზე ავიფარე,მინოდა წარმომედგინა რომ არასოდეს შევხვეროდი ჰარის.თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა,წარმოდგენა არ მქონდა სად შედგებოდა ჩვენი დღევანდელი პაემანი.თავი ზოუის მხარზე ჩამოვადე,მან ხელები მომხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება.-ჩემს  დამშვიდებას ცდილობდა.
მაგრამ მისი ინტონაცია სულ სხვაზე მეტყველებდა,ის არ იყო თავის სიტყვებში დარწმუნებული.

DARK(completed)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon