part 5

3.3K 165 4
                                    

ნიჟარას ხელები ჩავჭიდე და მთელი სხეულით დავაწექი, ვცდილობდი სუნთქვა გამეკონტროლებინა .თავი ავწიე, ნსარკეში ჩავიხედე და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი.ვერც კი ვიჯერებდი, თუ რა ღრმად შეეტოპა ჰარის. მას არ ანაღველბდა,რომ ჩვენს ირგვლის ხალხი იყო. ხელი ჯიბეში ჩავყავი, რათა ტელეფონი მეპოვა.
-ჯანდაბა!
მობილური ჩანთაში დავტოვე, მაგიდასთან სადაც ჰარი ზის. გულმა საშინლად სწრაფად დამიწყო ძგერა, როდესაც მივხვდი რომ დაკავშირებას ვერავისთან შევძლებდი. შიშისა და ნერვიულობისაგან კანკალი დავიწყე.
-ასე ვეღარ გაგრძელდება.-ჩემ თავს ვუთხარი.
კვლავ, ჩემ ანარეკლს შევხედე სარკეში. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი შეშინებული. უიმედოდ დავდიოდი იქით-აქეთ და ვცდილობდი ყველა ვარიანტი განმეხილა. მე ან უნდა დაბრუნებულიყავი ჰარისთან,ან უნდა გავქცეულიყავი. უცებ ჩემი ყურადღება ფანჯარამ მიიპყრო და მივხვდი რომ მეორე ვარიანტი საუკეთესო იყო.ხელი ფანჯრის სახელურს ჩავკიდე და რაფაზე აძრომას ვცდილობდი, როდესაც კარები ვიღაცამ შემოაღო. საბედნიეროდ ოფიციანტი იყო.
-თქვენ ბო ბრძანდებით?-მკითხა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი და ველოდი როდის გააგრძელებდა.
-ბიჭმა, რომელთან ერთადაც იყავით მთხოვა შემემოწმებინა.
-ო ღმერთო.
ოფიციანტი მომიახლოვდა და თავისკენ მიმწია.
-ს-სად არის?
-კარებს მიღმა გელით.-ჩამჩურჩულა.
თვალები გამიფართოვდა.მან თავი ჯერ ღია ფანჯრისკენ მიატრიალა შემდეგ კი ჩემსკენ.როგორც ჩანს მიხვდა რის გაკეთებასაც ვაპირებდი.
-გაიქეცი,ვეტყვი რომ აქ არ დამხვდი.
-მადლობა.-გავუღიმე.
ფანჯრის რაფას ჩავეჭიდე,გადავიხედე რათა მენახა რა სიმაღლიდან მომიწევდა გადახტომა.
-რა?-კარებს მიღმა ყვირილი გავიგონე.
-ჯანდაბა.
ფანჯარაზე ვიჯექი,მაგრამ სანამ გადავხტებოდი კარები გაიღო და ჰარის მუქი თვალები ჩემსას შეხვდა.მისი გაბრაზებული მზერა მალე ღიმილმა შეცვალა.ეს მას სიამოვნებას ანიჭებდა.დროა გავიქცე.
ნაპირზე მივრბოდი, ისე სწრაფად როგორც შემეძლო.ჰაერი იმაზე უფრო ცივი იყო,ვიდრე როცა ჩვენ მოვედით.რესტორანის შესასვლელს გავცდი და ვიფიქრე რომ ახლა უკვე ყველაფერს გავუმკლავდებოდი რაც შეიძლენოდა შემდეგში გადამხდენოდა.უკან მივიხედე და ჰარი დავინახე,რომელიც მე მომსდევდა.
-ბო!
დანებებას არ ვაპირებდი,ჰარი როგორმე უნდა მომეშორებინა.მთელი ძალით მივრბოდი და მალე ფეხებიც ამტკივდა.ცივი ჰაერი არ მეხმარებოდა.კუთხეში შევუხვიე,უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა.პანიკამ მომიცვა,რადგან მივხვდი რომ ის ის იყო გზა დამთავრდებოდა და ჩიხში აღმოვჩნდებოდი.გარშემო ვიყურებოდი და ვცდილობდი გასაქცევი ადგილი მომეძებნა.გავჩერდი და ჰარი დავინახე რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.ჰარი მიღიმოდა და უფრო და უფრო მიახლობდებოდა,იცოდა რომ ახლა ვეღარსად გავექცეოდი.რამდენიმე ნაბიჟით უკან დავიხიე,რათა მოაჯირისთვის ფეხი გადამებიჯებინა,ეს ერთადერთი იყო რაც წყლას მაშორებდა.

DARK(completed)Where stories live. Discover now