-მაპატიე,კარგი?

-რატომ უნდა გაპატიო?

-იმიტომ რომ გიყვარვარ!

-არ მიყვარხარ!

-მაშინ მე მიყვარხარ!

ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.სოფო ამ დროის მანძილზე მხოლოდ ბოლო სიტყვებზე ფიქრობდა და ნოსტალგია შემოაწვა.

-სოფო?

-ააა...ხო მაპატიე,უბრალოდ ფიქრებმა გამიტაცეს. -გაეღიმა და ქაის დაემშვიდობა,მეტი სათქმელი არც არაფერი იყო.

მობილური ნელა დადო საწოლზე და თავი საყრდენს ჩამოადო.არ იცოდა რაზე ეფიქრა.წამით ნანობდა,რომ აქ ჩამოვიდა,შემდეგ თავს არწმუნებდა,რომ კარგად და სწორად მოიქცა,თუმცა საპირისპირო აზრები თავს არ ანებებდნენ,მათთვის ყურადღების არ მიქცევა შეუძლებელი იყო.

კვირა 12:00

-ახლა რა გავაკეთო? -ჰკითხა გუკმა საკუთარ თავს და ფართოდ გახელილი თვალებით გააქნია თავი.მერე წამოხტა და გაიჭიმა,თან ფიქრობდა რა გაეკეთებინა,გოგონა ეპოვნა თუ კვლავ იმაზე ეფიქრა,თუ რატომ ჰქონდა მარგალიტის მიმართ ასეთი ლტოლვა,რატომ გარისკა მისთვის და რატომ ვერ ბედავდა,რომ გაეყიდა იგი.

-აიიშ!ჯანდაბა!დავიღალე!

-რატომ დაიღალე?

გუკს შეეშინდა და როგორც კატებს სჩვევიათ,ისე ახტა.

კედელს მიყრდნობილი თაე კი იღიმოდა და მას ცინიკურად უყურებდა.

-ეგ მზერა სახიდან მოიშორე!

-თორემ რა?!

გუკმა თაეს გაკვირვებული გახედა და
თვალები დაჭუტა.გაიფიქრა ეს რამდენს მიბედავსო.

-რაიყო გახდი თვრამეტის და აიშვი ხომ?!ხომ იცი,რომ ერთი მუშტი და ძირს ხარ?!

-ბლა..ბლა..ბლა გაჩუმდი უკვე თავი მომაბეზრე!ახლა ის მითხარი ეს გოგო ვინ არის.

ცოტახნით ხმა არცერთს არ ამოუღია,უბრალოდ ნახატს შეჰყურებდნენ.თაეს პასუხი უნდოდა,გუკს კი დავიწყებული მოგონებები.

-არ ვიცი.

-რა?

-ხომ გითხარი...არ ვიცი!

გუკმა თაეს თვალებში ცივად ჩახედა,რის გამოც თაემ ხმა ვეღარ ამოიღო,უბრალოდ დადგა და დაფიქრდა.

-გინდა გავარკვიოთ?

-უკვე რამდენიმე დღეა მასზე ვფიქრობ და იმასაც ვერ ვიხსენებ თუ როდის დავხატე...შენი აზრით მისი პოვნა შესაძლებელია?

-ერთი ნაცნობი მყავს...მასეთ საქმეებზე მუშაობს და ვთხოვ.

-მართლა?...სერიოზულად შეძლებს მის პოვნას? 

-კი,აუცილებლად!

-მადლობა თაე. -გუკმა თაეს გაუღიმა და მხარზე ხელი მოუსვა.შემდეგ კვლავ ნახატს გახედა და ამოისუნთქა.

-გინდა გავიაროთ? -იკითხა გუკმა და კვლავ თაეს გახედა.

-რა თქმა უნდა!

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang