•34• სინათლე (დასასრული)

531 63 53
                                    

უეცრად მივხვდი. ყველაფერს მივხვდი. სად იქნებოდა თუარა საიდუმლო ოთახში?! მან ხომ ლუსი სწორედ იქ მოკლა.
-ვიცი სადაც არის!-დავიყვირე და კარადასთან მივვარდი. საიდუმლო ოთახის კარი გაიღო და მაშინვე კიბეებზე ავირბინე რომ მენახა ვინ ჩაიდინა ეს საძაგელი საქციელი. უკვე აღარც მეშინოდა. მხოლოდ ლუსის მკვლელის დასჯა მინდოდა.
როცა კიბის ბოლო საფეხურს მივაღწიე და კარი შევაღე, ჩემს გონებაში ყველაფერი, რაც კი ვიცოდი თავდაყირა დადგა.
-შენ... შეუძლებელია!...
-ოჰ, ემი! მიხარია რომ გვესტუმრე!- ჩამესმა მისი საზარელი ხმა.
ხელში დანა ეჭირა რომელსაც წმენდდა. მის გვერდით გავიხედე და ლუკასის დედის სხეული შევნიშნე იატაკზე.
-შე ნაძირალა მას რა უქენი?-ვუღრიალე.
-ღმერთო ემი! დამშვიდდი, მკვდარი არ არის. უბრალოდ სტერსის გამო გონება დაკარგა.
-მასთან რა გინდოდა? მას ხომ არაფერი დაუშავებია!
-ოჰ!-ცინიკურად ჩაიცინა. -მისთვის ტკივილის მიყენებას არ ვაპირებდი, შენ რა ასეთი ბოროტი გგონივარ?-ისევ აუტანელი ცინიკური ღიმილით იკითხა.-ხო ისე შენი ძამიკო სადაა?- წამიერად გაჩუმდა.-აა ჰოო, შენ ხომ ძმა არგყავს. ის რაც ტბასთან მითხარი ტყუილი იყო.-გადაიხარხარა.- რა გეგონა ასეთ ინფორმაციას ვერ გადავამოწმებდი? თუ იფიქრე რახან მოხუცია ადვილად მოტყუვდებაო.- მინდოდა ჩემი ხელით მიმეხრჩო იმისთვის რაც გააკეთა, იმისთვის რაც ლუსის გაუკეთა მაგრამ გაშეშებული ვიყავი და ვერაფერს ვამბობდი.-ხო და მართლა, აქ მარტო რატომ ხარ? თქვენი აზრით ორივეს რატომ გიგზავნიდით მესიჯებს?- მიყვირა.-მინდოდა რომ ორივე მოსულიყავით, რომ როგორც იქნა ამ ყველაფერი დაგვემთავრებინა.
-ის პოლიციაშია! მალე შენს დასაჭერად მოვლენ ნაძირალავ!
-ოჰ როგორ შემაშინე!-გადაიხარხარა.-შენი აზრით არ ვიცი სადაა? შენი აზრით არვიცოდი ყოველწამს რას აკეთებდით?- ხელი ჩემკენ გამოიშვირა. ვერ ვხვდებოდი ამით რის მიღწევას ცდილობდა.- ყელზე დაიხედე ძვირფასო! ეგ ყელსაბამი რომელიც გაჩუქე, მართლა ლუსისი გეგონა? ნუთუ ასეთი მიამიტი ხარ? შიგნით ერთი პატარა კამერა აქვს, რომლიდანაც გითვალთვალებდით. მომწონდა დეტექტივოვანას როგორ თამაშობდით.- ყელსაბამს დავხედე და ნერწყვი ძლიერად გადავყლაპე, აქამდე როგორ ვერ მივხვდი ამას. მინდოდა მომეძრო და გამენადგურებინა, მაგრამ მიხვდი რომ მისი აღიარების ჩანაწერი გამოგვადბებოდა.
-ეს საკუთარ შვილს როგორ გაუკეთე? ავადმყოფო ნაბიჭბარო!
-ოჰ, აი მაგას რაც შეეხება, მისი მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა, ეს შემთხვევითობა იყო.
-ამაზრზენი ხარ! როგორ ბედავ საერთოდ ლუსიზე ლაპარაკს იმის მერე რასაც წლების მანძილზე უკეთებდი! დედამისიც შენ მოკალი ასე არ არის?!
-ახლა ცილს ნუ მწამებ!-ირონიულად თქვა. დედამისი ერთი დეპრესიული აუტანელი ქალი იყო, ლუსის გაუჩინარების შემდეგ კი უფრო და უფრო რთული გახდა მისი ატანა. მაქამდე მოვიშორე თავიდან სანამ რამეს გაიგებდა.
-როგორ არ გრცხევია? ასე როგორ ლაპარაკობ?-ვუყურებდი და არ მჯეროდა რომ ადამიანში ამდენი სიბოროტე შეიძლებოდა ყოფილიყო.
-მისმინე, გგონია შენი კომენტარები მადარდებს?-გაიცინა .- ხო ისე კიდე დიდი ხანი უნდა ველოდოთ ლუკასს? მინდოდა რომ ორივე აქ ყოფილიყავით.
-ის პოლიციით მოვა და შენც დაისჯები ნაძირალავ!-ვუღრიალე. მიუხედავად იმისა, რომ წინ მკვლელი მედგა შიშს არ ვგრძნობდი.
-ჰმ... ახლა ვფიქრობ ღირს მარტო შენ რომ განახო?-წამიერად გაჩუმდა.-მე ხომ იმედი მქონდა რომ ორივე აქ იქნებოდით.  შეშინებული თვალებით შეხედავდით ერთმანეთს, იკანკალებდით, ცოტას იტირებდით კიდეც. მე ხომ მთელი გეგმა გაწერილი მქონდა!
-შენი არავის ეშინია ნაბიჭვარო!-ვუღრიალე. ვიცოდი მას რაც უნდოდა, უნდოდა ძალაუფლება ეგრძნო, ჩვენზე მენტალურად და ემოციურად ეძალადა, ისე როგორც ლუსის უკეთებდა. მაგრამ მე ამის უფლებას არ მივცემდი. მას უნდა დაენახა რომ ერთადერთი უსუსური ოთახში თავად იყო!
-არ გეშინია?-ჩაიცინა.- ალბათ ჯერ კიდევ ვერ აანალიზებ ვისთან გაქვს საქმე.
-ემი!ემი! კარი გააღე!- გაისმა ნეიტის ხმა კარს უკან. ისეთი მოვრბოდი მას არც კი დაველოდე.
-ის აქ რას აკეთებს?- შეიცხადა მკვლელმა.-მგონი გარკვევით ვთქვი რომ აქ მხოლოდ შენ და ლუკასი უნდა ყოფილიყავით!-იღრიალა და ფეხი ძლიერად დააბრახუნა ხის იატაკზე.
კარს მივვარდი და მისი გაღება ვცადე.
-არც კი გაბედო!-მითხრა მან და იარაღი დამიმიზნა.-მისი აქ შემოშვებით კარგი არაფერი მოხდება.
-რაც არ უნდა მოხდეს ეს დღე შენთვის კარგად არავითარ შემთხვევაში არ დასრულდება!-ვუყვირე და კარი მაინც გავაღე.
-როგორ გაბედე!-მიყვირა, რასაც  გასროლის ხმა მოჰყვა.
-ემი!-იყვირა ნეიტმა და წინ გადამეღობა. ტყვია ნეიტს ხელში მოხვდა და ტკვილისგან ძირს დაეცა.-შე ნაძირალავ! ყველაფრისთვის გაზღვევინებ!-უყვირა ნეიტმა, როცა გაანალიზა რომ მკვლელი მამამისი იყო.- ლუსის ეს როგორ გაუკეთე?-განწირული ხმით თქვა  და მკვლელისკენ გაიწია. მაგრამ ლუსის მამამ კიდევ ერთხელ ესროლა,ამჯერად ფეხში.
-რას აკეთებ?-განწირული ხმით ვიკივლე და მასთან მივვარდი. ვხედავდი გონებას როგორ კარგავდა.-ნეიტ, ყველაფერი კარგად იქნება!-მის დამშვიდებას ვცდილობდი.-გთხოვ არ დამტოვო..-ტირილი დავიწყე.
-ემი... -ნეიტი ლაპარაკს ძვლივს ახერხებდა.-წადი! გაიქევიცი! სანამ რამე შენც დაგიშავა.
-მე რა გავაკეთე? ხომ გაგაფრთხილე კარი რომ არ გაგეღო? საკუთარ თავს დააბრალე თუ მოვკვდება.
-ასეთი უგულო როგორ ხარ? როგორ შეიძლება საკუთარ შვილებს მსგავს რამ გაუკეთო?
-დიდად სიყვრულით ვერასდროს გამოვირჩეოდი. რას ვიზამთ ასეთი გამზარდეს.
-გგონია ეგ ამართლებს შენს საქციელს?-ვუყვირე.
-როგორ გამაცინე.მორალს თინეიჯერი მიკითხავს რომელსაც ყველაფერი აქვს რაც მოესურვება. მაგრამ მაინც არ აფასებს...
მკვლელი ჩემს განკიცხვას განაგრძობდა, იმის მაგივრად რომ დანაშაული ეღიარებინა.მე კი მხოლოდ ერთ რამეზე მეფიქრებოდა. ვოცნებობდი რომ ლუკასი რაც შეიძლება მალე გამოჩენილიყო. ნეიტი გონებას კარგავდა და ამის გამო საშინლად ვნერვიულობდი.
-კარგი...კარგი... რახან შენი შეყვარებული არ მოდის, ჯობია ჯერ თქვენ მოგიშოროთ და მას მერე მივხედავ.
-შენ გგონია ეს ყველაფერი ასე ადვილად ჩაივლის?  გგონია ამის გამო არ დაისჯები?!-ვუღრიალე.
გადაიხარხარა და ბოროტი გამომემეტყველებით შემომხედა.- რამდენი წელი გავიდა იმის მერე რაც ლუსი მოკვდა? როგორ გგონია დავისაჯე? ან ვნანობ?- ვუყურებდი და არ მჯეროდა მსგავსი საშინელება როგორ შეეძლო ადამიანს რომ ჩაედინა.
მკვლელი უეცრად წამოდგა. ოთახში ნელა სიარული დაიწყო. მისი ნაბიჯების ხმა ძალიან ხმაურიანად ისმოდა პატარა ოთახში. ყველანაირად ვცდილობდი ნეიტი გამომეფხიზლებინა, სისხლისგან იცლებლდა და მე არვიცოდი რა გამეკეთებინა.
უეცრად ნაბიჯების ხმა შეწყდა.ჩემკენ შემოტრიალდა და ხელები გაშალა.-ვიპოვე!-თქვა და დაიხარა.-იმედი მქონდა რომ შენი და ლუკასის რეაქციას ვნახავდი,მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მიგატოვა, მარტო შენს შოკს უნდა დავჯერდე სამწუხაროდ.-ლაპარაკობდა და მე წარბშეკრული ვუყურებდი. ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
ხის იატაკს შეეხო და მისი ნაწილი აწია. შიგნით კი საზარელი სურათი დამხვდა.
-ლუსი!!!!- ვიკივლე. იატაკში ლუსის პატარა სხეულის ჩონჩხიღა იყო შემორჩენილი. არც კი ვიცოცი რა გამეკეთებინა. პანიკური შეტევა დამეწყო და ვეღარ ვუნთქვადი.
თვალებში მიბნელდებოდა. ვგრძნობდი გული როგორ მიმდიოდა.
-ემი!-ნაცნობი ხმა ჩამესმა და თავალების გახელა ვცადე.
გავახილე თუარა სინათლე შევნიშნე. რომლის წყაროც  ლუსი იყო. პატარა ოთახს  მთლიანად ანათებდა.
-ნეიტს რა დაემართა?-ანერვიულებულმა მკითხა. წამიერად შევხედე ნეიტს, რომელიც ჭრილობების მიუხედავად  იღიმოდა, რამაც მიმახვედრა რომ ლუსის ისიც ხედავდა.
-ლუსი...-ტირილით ვუთხარი.-შენმა მკვლელმა ესროლა ლუსი! მეორე შვილიც გაიმეტა მოსაკლავად!-ვუთხარი და მლვლელისკენ გავიშვირე ხელი.
ლუსის სახე შეეცვალა როცა დაინახა ვინც იყო. მისი სხეულიდან გამომავალი სინათლე კი უფრო კაშკაშა გახდა.
-ლ...ლუსი??- ძვლივს წარმოთქვა მკვლელმა. ნუთუ ისიც ხედავდა მას...
ქუჩიდან პილიციის მანქანების ხმა ჩამესმა რასაც მალევე ლუკასის ხმა მოჰყვა.

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now