•22• სადილი

468 63 9
                                    

.-ჩათვალე რომ ჩემი კარი შენთვის ღიაა, აქ სტუმრები თითქმის მაინც არასდროს მყავს. ზოგჯერ ხმის გამცემის ყოლა მენატრება.
- ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის. მაგრამ თქვენ ხომ არც კი მიცნობთ... ასე ადვილად როგორ მეპატიჟებით სახლში?
- შენი უნდა მეშინოდეს თუ რისი თქმა გინდა?- სიცილით მითხრა.
- არა ისე ვთქვი, ჩემს ადგილას ხომ შეიძლება ვინმე მანიაკი აღმოჩენილიყო.
-ეჰ, ემი... მე ისეთ ადამიანებს შევხვედრილვარ, შენ მათთან შედარებით ნამდვილი ანგელოზი ხარ.
- "ისეთ ადამიანებში" რას ვულისხმობთ?
-ახლა ამაზე ლაპარაკი ნამდვილად არ მსურს.
-კარგით.-მართალია წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაგრამ ასე იმიტომ მოვიქეცი რომ ვიცოდი მაინც გამოვძალავდი საჭირო ინფორმაციას.- თქვენი შვილები დიდები არიან?.-ალბათ მას ეჩვენებოდა რომ თემა შევცვალე,მაგრამ მაინც იგივე ინფორმაციას ვეჭიდებოდი.-ანუ მაინტერესებს ჩემხელა შვილები ხომ არ გყავთ?-გავიცინე.-იქნებ ვიცნობ კიდეც მათ.
-არამგონია ასე იყოს. ისინი აქედან შორს ცხოვრობენ.- თქვა მან და ვერ ვხვდებოდი რატომ ლაპარაკობდა მის შვილებზე მრავლობითში. როგორ ვიცი ლუსის დედის გარდაცვალების მერე ნამდვილად არავიზე უქორწინია. სავარაუდოდ ამის მერე მოევლინა მისი მეორე შვილი სამყაროს, ან შეიძლება ლუსიზე დიდიც იყოს ვინ იცის. ასაკს არაფრის ამბით არ მიმხელდა, არც სქესზე გაუსვია ხაზი. არ მინდოდა დაეჭვებულიყო ამიტომ ამ თემაზე კითხვების დასმას შევეშვი.
-შენ მარტო ერთი ძმა გყავს ემი?-ახლა თვითონ მკითხა.
-არა, კიდევ და მყავს.
- ახლოს ხართ?-ღიმილით მკითხა.
-არც ისე.-დავიმანჭე. "არა" უფრო სწორი პასუხი იქნებოდა, მაგრამ ცოტა შევალამაზე სიტუაცია.
-რატომ? ოჯახის წევრებთან სიახლოვე აუცილებელია. როცა ახლო ადამიანებს კარგავ ამას მხოლოდ მაშინ აცნობიერებ.
- თქვენ ვინ დაკარგეთ?- მგონი ძალიან პირდაპირ მომივიდა.
-ბევრი ახლო ადამიანი.- ისევ ზოგადი პასუხი!
-ვწუხვარ ამის გამო. მშობლებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არამგონია ოდესმე ჩემ დასთან ახლოს ვიყო.
-ასე რატომ ამბობ?-წარბები შეკრა.
-ზედმეტად განსხვავებულები ვართ და ერთმანეთს ვერ ვუგებთ. რომც ვცადო ვიცი რომ ეს თვითონაც არ უნდა. მისთვის მხოლოდ მისი ტელეფონი და ყალბი მეგობრებია მნიშვნელოვანი.
-ოხ ეს ახალგზრდები თავიანთი ტექნოლოგიებით.-თქვა მან და გამეცინა.- ნარკოტიკზე მეტად ხართ დამოკიდებულნი.
- რას ვიზამთ, დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიის გარეშე არსებობა ძალიან რთულია.
- ჩვენ თუ ვარსებობდით მათ გარეშე თქვენ რატომ ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება უმაგისოდ.
-მაშინ სხვა დრო იყო.
-მართლაც.-დაბლა დაიხედა, შევამჩნიე რომ რაღაცაზე ჩაფიქრდა მაგრამ აღარ ჩავეძიე რადგან ანკესი გამოძრავდა.
-მგონი თევზი დავიჭირეთ!- წამოვიძახე.
-ნუ ჩქარობ არ დააფრთხო.-გაიცინა მან და ანკესთან მივიდა.
თევზი მალევე ამოიყვანა წყლიდან და კონტეინერში მოათავსა.
- აი შენი პირველი ნანადირევიც.-სიცილით მითხრა და კონტეინერი მომაწოდა.
-ღმერთო არა! ამას სახლში ვერ წავიღებ, მომზადებაც კი არვიცი, თქვენ გქონდეთ ჯობია. გამოცდილებისთვის მადლობელი ვარ მაგრამ ამას ნამდვილად ვერ გამოგართმევთ.-ვუყურებდი როგორ ხვანცალებდა თევზი და როგორ ებრძოდა სიკვდილს.
- კარგი მაშინ მე მოვამზადებ და საღამოს ვახშამზე გეპატიჟები. შენი ძმაც წამოიყვანე.
-კარგით, აუცილებლად.- ვუთხარი მაგრამ ტყუილი უკვე მოფიქრებული მქონდა. ზუსტად ვიცოდი რასაც მოვიმიზეზებდი "ჩემი ძმის" არ ყოფნაზე.- მაშინ მე წავალ და თევზაობაში ხელს აღარ შეგიშლით.
-კარგი ჩემო კარგო, საღამომდე.
-საღამომდე.-მისტერ ვულფჰარდს დავემშვიდობე და ლუკასის შესახვედრად გავეშურე.
ლუკასი ტბასთან დამხვდა. იქვე ნაპირთან იჯდა და ეწეოდა.
-მაგ საშინელებას თავს აღარ ანებებ?-ვკითხე და გვერდით მივუჯექი.
- ჩემ ჭკუის სწავლას ჯობია მოყვე რა გაარკვიე.
- კონკრეტული არაფერი,მაგრამ ერთი უცნაური ფაქტი კი მოხდა.
- რა... რა მოხდა?-მომიტრიალდა ლუკასი და დაინტრიგებული თვალებით შემომხედა.
- შვილები თუ გყავთ თქო ვკითხე, მინდოდა ლუსიზე რამე მაინც ეთქვა და სულ იმეორებდა "შვილებიო"...
-მოიცა ანუ ლუსის გარდაც ყავს ვინმე?
-ეგრე გამოდის. შეიძლება ლუსიზე დიდი იყოს, ან პატარა ვინ იცის.
-ასაკი არ გიკითხავს? ან სქესი?
- ვკითხე, თან რამდენჯერმე მაგრამ თავს არიდებდა სულ.
- როგორ ფიქრობ ცოცხალია ის მეორე?
- ვინ იცის. კი თქვა აქედან შორს არიანო, მაგრამ შეიძლება მაგაში მანძილი არ უგულისხმია.
-თან თუ ორივე მოიხსენია ალბათ ერთად იგულისხმა. როგორც მე ვიცი მისტერ ვულფჰარდს ლუსის დედის გარდა ცოლი არ ყოლია.
- შეიძლება მისი სიკვდილის მერე გაიჩინა ვინმე, არაა გამორიცხული.
-ან მაქამდე, ან თუნდაც საყვარელი ყავდა.
- რაღაც არამგონია. არგავს ეგეთ ტიპს. ეგ კიარა იმას ამბობდა რომ ოჯახის სიახლოვე აუცილებელიაო, ჩემებზე გამომკითხა რაღაცეები. ხო და კიდე, დღეს საღამოს მე და ჩემი ძმა მასთან ვართ დაპატიჟებული ვახშამზე, ჩემი დაჭერილი თევზი უნდა ვჭამოთ.
-შენი ძმა? შენ ძმა არ გყავს.- წარბშეკრულმა მითხრა.
-აბა იქნებ ცოტა გაანძრიო ტვინი და მიხვდე რომ შენ გიგულისხმე. მაგრამ არ ინერბიულო, უბრალოდ ვეტყვი რომ ჩემ ძმას ბევრი სამუშაო ქონდა და წამოსვლა ვერ მოახერხა.
-ხო კარგი იდეაა. თანაც მინდა ავღნიშნო რომ შესანიშნავად გიმუშავია. მის სახლში ალბათ ბევრ საინტერესო რამეს ვიპოვით.
-ხოო, ალბათ სავსეა იქაურობა ლუსის და მისი მეორე შვილის ფოტოებით. ვინ იცის იქნებ შვილიშვილებიც კი ყავს.
-ძალიან მისტიური კაცი კია ისე...
-ხო.... მაგრამ ჩვენ რაც ვიცით მასზე ამტკიცებს, რომ ძალიან რთული სიცოცხლე აქვს.
-ჰოო... სიმართლე რომ გითხრა ცოტა მეცოდება კიდეც.
- კარგი მოდი თემა შევცავლოთ თორე ძალიან დავიგრუზები.-გაიცინა ლუკასმა.-საღამომდე მაინც ახალს ვერაფერს გავიგებთ.
- კარგი.- ვუთხარი და ტბას გავხედე.
სიწყნარე იყო, მაგრამ უხერხული საერთოდ არ ყოფილა.
-როგორ ფიქრობ აქ რამდენი ხანი მოგვიწევს გაჩერება?-ვკითხე ლუკასს და შევხედე.
-არვიცი, რა იყო უკვე წასვლაზე ფიქრობ?-ღიმილით მკითხა.
-პირიქით.-ვთქვი და თავი მხარზე დავადე.-რატომღაც ძალიან მომწონს აქაურობა.
-ხოდა მაშინ რაც შეგვიძლია გავწელოთ ეს დასვენება.-ღიმილით თქვა ლუკასმა.
-გავწელოთ.-დავეთანხმე და ხელებით მხარზე მოვეხვიე,მან თავზე მაკოცა და შემდეგ თვითონ დამადო თავი.
ჩვენ წინ ნელ-ნელა მზე ჩადიოდა. ნაპირი ულამაზესი იყო. ცას ვარდისფერი დაჰკრავდა, რაც საოცარი სანახავი იყო. ალბათ ლუკასი ერთადერთი ადამიანი იყო ვისთან ერთადაც მინდოდა ამ მომენტის გაზიარება.
როცა მოსაღამოვდა მე და ლუკასი სახლში შევედით. ლუკასმა კომპიუტერში რაღაცის ძებნა დაიწყო მე კი გამოვიცვალე და ლუსის მამასთან შესახვედრად მოვემზადე.
-ჰო მართალი ვიყავით.-თქვა ლუკასმა.- მისტერ ვულფარდს მხოლოდ ერთი ცოლი ყავდა და მონაცემებში ლუსის გარდა მისი შვილზე არანაირი ინფორმაცია არ არის.
-სანიტერესოა.-ვქთვი და ლუკასს მივუჯექი.- მაშინ ორი ვარიანტი რჩება, ან ლუსის დედის გარდაცვალების შემდეგ გაიჩინა ვინმე ან მაქამდე ყავდა.
- ან შეიძლება ღალატობდა, მოდი მაგ ვარიანტსაც ნუ გამოვრიცხავთ.
-ჰო რავი.-ვთქვი მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ მისტერ ვულფჰარდი ასეთი ადამიანი არ იყო.- ყოველ შემთხვევაში ვეცდები რამე კონკრეტული გავარკვიო.-ვუთხარი ლუკასს და თვალებში შევხედე.
-ხო...- ჩურჩულით მითხრა მან. შევამჩნიე მისმა მზერამ ჩემს ტუჩებზე როგორ გადაინაცვლა. სუნთქვა გამიხშირდა და ლოყებზე სიმხურვალე ვიგრძენი. მომწონდა  მაცდური თვალებით რომ მიყურებდა ხოლმე მაგრამ თან ძალიან მანერვიულებდა ეს. ამიტომ ამ ჯერადაც უკან დახევა ვარჩიე.
-კარგი...-ჩავახველე და გვერდით გავიხედე.-მგონი ჩემი წასვლის დროა.
ლუკასს გაეღიმა, ალბათ მიხვდა რატომაც ავჩქარდი. წარმატებები მისურვა და მალევე დავტოვე სახლი.
სანამ ლუსის მამის სახლამდე მივიდოდი ლუკასზე ვფიქრობდი და თან ნერვები მეშლებოდა მასზე, რადგან მის გამო ჩვენ გეგმაზე კონცენტრირება მიჭირდა.
როცა სახლს მივუახლოვდი იქაურობა შევათვარიელე. ბნელოდა მაგრამ მაინც მივხვდი რომ მისტერ ვულფჰარდი გარეთ არ იყო ამიტომ კარზე დავაკაკუნე და მის გამოჩენას დაველოდე. მალევე ძველი იატაკის ჭრაჭუნის  ხმა მომესმა და კარიც გაიღო.
-კარგ დროს მოხვედი საყვარელო.-ღიმილით მითხრა მან.- მარტო მოხვედი?-მკითხა როცა შეამჩნია რომ ჩემს გარდა არავინ იყო ახლომახლო.
-დიახ, ჩემი ძმა მუშაობს და მოსვლა ვერ შეძლო.
-კარგი, რა გაეწყობა, შემოდი.-შიგნით შემიპატიჟა მან.
მისი სახლი სულ სხვანაირი წარმომედგინა. არც ფოტოები იყო გარშემო და არც რაიმე კვალი იმისა რომ ამ ადამიანს შვილები საერთოდ ყავდა.
- სადილი უკვე მზად არის ჩემო კარგო, დაბრძანდი და ყველაფერს ახლავე მოვიტან.-მითხრა მან და სამზარეულოში გავიდა.
მე კი დრო რომ  ვიხელთე ყველაფერი დეტალებში დამეზვერა. მისაღებში დიდი ძველებური ტახტი იდგა მის გვერდით კი უამრავი გაზეთი იყო დაწყობილი. ოთახში არც ტელევიზორი იდგა და საერთოდ არანაირი ტექნიკა. ბუხარიც ძველმოდური იყო და კარადებსაც ეტყობოდა რომ დიდი ხანია გაუძრევლად დგანან თავიანთ ადგილას. მაგიდასთან ოთხი სკამი იდგა და აქედან ერთ-ერთზე დავჯექი.
მისტერ ვულფჰარდი მალევე თეფშებით ხელში დაბრუნდა.
- სხვადასხვანაირად გავაკეთე არ ვიცოდი რომელი მოგეწონებოდა.-გამიღიმა მან და თეფშები მაგიდაზე დადო.
- შენი ძმა რას საქმიანობს?-მკითხა და ერთ-ერთი თევზი გადაიღო.
-არქიტექტორია.-მომზადებული და გაზეპირებული პასუხი ვუთხარი.- აქ რაღაც პროეტის აშენებას გეგმავს და მეც იმიტომ გამოვყევი რომ მარტოსულად არ ეგრძნო თავი.
-ჰოდა მგონი  თავს შენ გრძნობ ასე, ჩემთან სადილობა რომ გადაწყვიტე.-სიცილით თქვა მან.
-არა რას ამბობთ. საინტერესო ადამინი ჩანხართ და მაგიტომ ვსადილობ თქვენთან ერთად, თანაც მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს.
-მართლა?
-დიახ, და სიმართლე რომ ვთქვა მარტოსულად არც არასდროს მიგრძვნია თავი, პირიქით.
- ჩემ შემთხვევაში სხვა არჩევნი არც მაქვს სამწუხაროდ.
- მართლაც რომ სამწუხაროა... თქვენი  მეუღლე სად არის?
- ცოცხალი რომ იყოს ახლა აქ მარტო არ ვიქნებოდი. ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
-საწყენია... უზრდელობაში არ ჩამომართვათ მაგრამ შეიძლება გკითხოთ რა დაემართა?
- ნერვიულობას გადაყვა.- მისი ასეთი ზოგადი პასუხები ნერვებს მიშლიდა.
-გასაგებია. ვწუხვარ ამის გამო.
- უკვე იმდენი ხანი გავიდა... ზოგჯერ მავიწყდება რომ ერთ დროს მქონდა მასთან ერთად ცხოვრების ბედნიერება.-მისმა სიტყვებმა დამასევდიანა.
- ალბათ თქვენმა შვილებმაც რთულად გადაიტანეს ეს ამბავი, თან მაშინ სავარაუდოდ პატარები იქნებოდნენ.
-ხო ასე იყო. ყველასთვის დაუჯერებელი იყო ის ფაქტი რომ ასე უეცრად გარდაიცვალა.
- ამის შემდეგ დაქორწინებაზე არ გიფიქრიათ? იქნებ მარტოსულადაც აღარ გეგრძნოთ თავი.
-არა საყვარელო, მის გარდა არავისთან ცხოვრების სურვილი არ გამჩენია. თანაც უკვე მოვხუცდი და მივეჩვიე მარტოობას.
- თქვენ შვილებთან კარგი ურთერთობა არ გაქვთ? თუ რატომ არ მოდიან თქვენს სანახავად, თქვენნაირი მამა დასაფასებელია და არ მესმის რატომ არ გნახულობენ.
- ეს რთული საკითხია... უბრალოდ ასე გამოვიდა.- ისევ ზოგადი პასუხი! ხომ შეიძლება ერთი კონკრეტული რამე თქვას, მესმის შეიძლება ბოლომდე არ მენდობა მაგრამ მაინც.
-შვილისშვილები გყავთ?- ვიფიქრე ამ კითხვაზე ზოგად პასუხს ვერ გამცემდა.
-კი... მაგრამ დიდი ხანია არ მინხავს.
- რამდენისაა?
- ბოლოს რომ ვნახე ძალიან პატარა იყო. მახსოვს სამშობიაროდან რომ გამოიყვანეს სულ ტიროდა.-გაეღიმა და ცოტა ხნით ჩუმად იყო.- მას შემდეგ წამოიზარდა და დაივიწყა ბაბუა.- ჩემ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.
- ალბათ სამსახურშია დაკავებული.-მინდოდა შეესწორებინა, იქნებ თუნდაც ჩემხელა იყო და არსად მუშაობდა.
-ალბათ.- მაგრამ ზოგადი და არაფრის მომცემი პასუხი მივიღე.
- მისი ფოტოები არ გაქვთ?- ვეცადე რამე მაინც გამეგო მისგან, რამე კონკრეტული.- ან იქნებ თქვენი შვილების...
- სამწუხაროდ არა.-თქვა მან და აქ დავეჭვდი, როგორ შეიძლება ერთი ფოტოსურათი მაინც არ გქონდეს შვილების ან შვილიშვილების.- რამდენიმე წლის წინ ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დავკარგე, მათ შორის შვილების და ცოლის ფოტოებიც.
-სამწუხაროა.- ვუთხარი და თემა შევცვალე რადგან მივხვდი რომ არაფრის თქმას და მითუმეტეს ჩვენებას არ აპირებდა.
მისტერ ვულფჰარდის სახლში კიდევ რამდენიმე საათი გავატარე. მოუხედავად დროის გასვლისა ახალი არაფერი გამიგია. არ ვიცი ამას როგორ ახერხებდა, თან ლაპარაკობდა მაგრამ თითქოს ახლას არც არაფერს ამბობდა.
ლუკასმა მომწერა მკითხა საქმეები როგორ მიდიოდა, ალბათ იფიქრა რახან ამდენი ხანი გავიდა ბევრი რაღაც შეიტყოო, მაგრამ იმედები გავუცრუე.
- შენი ძმაა?- მკითხა როცა ლუკასს პასუხს ვწერდი.
-დიახ, მითხრა მალე დაბრუნდიო.-მოვატყუე რადგან მართლა მინდოდა იქიდან წასვლა.
- მაშინ წადი ჩემო კარგო, არ მინდა შენმა ძმამ ტყუილად ინერვიულოს.
- ხო.. მგონი ასე ჯობს.- წამოვდექი და კარისკენ წავედი.
-სადილი ხომ მოგეწონა?- მკითხა სანამ გავიდოდი.
- დიახ, ძალიან გემრილელი იყო, მადლობთ.
- რას ამბობ რისი მადლობა, კიდევ გამომიარე არ დამივიწყო.
ლუსის მამას დავემშვიდობე და ლუკასის სანახავად წავედი.
სახლის კარები შევაღე მაგრამ ლუკასი მისაღებში არ დამხვდა.
-ლუკასს...- დავუძახე და მეორე სართულზე ავედი. მისი ოთახი შევამოწმე მაგრამ ცარიელი დამხვდა. ცოტა ავნერბიულდი
ჩემი ოთახის კარს მივუახოვდი და ყური მივადე. სიჩუმე იყო. ძალა მოვიკრიბე და შევაღე. ლუკასი შეხტა.
- ღმერთო შემაშინე!-წამოიძახა მან.
- აქ რას აკეთებ?- ხელებგადაჯვარედინებულმა ვუთხარი.
- უკეთესი ოთახი აირჩიე დაგავიწყდა? იმ სოროში ყოფნას აქ ყოფნა ვარჩიე. თანაც მომენატე და შენთან სიახლოვე მინდოდა მეგრძნო.
- ღმერთო რა დეგენერატი ხარ!-ვუთხარი და საწოლზე ჩამოვჯექი.
ლუკასმა ლეპტოპი გვერდით გადადო და მომისკუპდა.
- აბა რა გაარკვიე?
- გგონია რამე ახალი გავიგე? წარმოდგენა არ მაქვს როგორ აკეთებს ამას, სულ ისეთ ზოგად პასუხებს მცემდა მიკვირს საერთოდ აზრის გამოტანა როგორ შევძელი.
- აბა ამდენი ხანი რაზე ლაპარაკობდით?
- მე კითხვებს ვუსვამდი ის კი გაწელილ პასუხებს მცემდა.
-ნუ ეგ გასაგებიცაა რომ მთელი თავისი ცხოვრების ისტორიის მოყოლას უცხო გოგონას არ დაუწყებდა.
-ჰოო... ყველაზე უცნაური იცი რა არის? არანაირი ფოტო არ ქონდა სახლში. როცა ვკითხე ამაზე მითხრა რომ ხანძარმა შეიწირა ისინი, რაც უცნაურია რადგან ის სახლი დამწვარს საერთოდ არ გავს, პირიქით იმდენად ძველია ვფიქრობ ავეჯიც წლებია არავის გადაუადგილებია. იმ სახლზეც ვერ იტყოდა რომელშიც მე ვცხოვრობ, რადგან არც იქ მომხდარა ხანძარი.
- ეგ მართლა უცნაურია. ინტერნეტში ვეცედები რამე ვნახო მაგაზე.-თქვა და ლეპტოპი აიღო.
-ხო და კიდევ შვილიშვილიც ყავს.
-მართლა? რამხელაა? ან სქესი მაინც გითხრა ამჯერად?
- რა თქმა უნდა არა.-დავიმანჭე.
ლუკასმა ამოიხვნეშა და კლავიატურაზე რაღაცის წერა განაგრძო. ცოტა ხნის მერე კი დასძინა:
- ხო მართალი იყავი.-თქვა მან.- ხანძარი არ ყოფილა, არც შენ სახლში და არც ტბის სახლში.
-ანუ ფიქრობ რომ მოგვატყუა?- დაეჭვებულმა ვკითხე.
-ასე გამოდის...




ჰეიიი! ერთ თვიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით!:დ იმედია ამ დროში არ დაგავიწყდათ მოვლენები.😂😂
გამაგებინეთ თქვენი აზრი ამ თავთან დაკავშირებით. ვეცდები შემდეგი მალევე დავდო!❤ დაწყებული მაქვს და სავარაუდოდ დიდი ხანი არ გალოდინებთ:დ
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიიი

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now