•7• ეჭვი

605 94 11
                                    

-იპოვე რაც გაინტერესებდა?-ლუკასის ხმამ შემახსენა რომ ის ჯერ კიდევ ჩემ ოთახში იყო.
-კი.-მოკლედ ვუპასუხე და ლოგინიდან ავდექი.
-მაინც რას ეძებდი ასეთი ინტერესით?-მომიტრიალდა.
-შენი საქმე არ არის.-ვუთხარი და კარებისკენ წავედი.-რაც გინდოდა ხომ მოგეცი,ახლა წადი.-კარი გავაღე და ხელი მისკენ გავიშვირე.
ლუკასმა ჩაიცინა.წიგნი აიღო და ჩემკენ წამოვიდა.
-კარგად ემი.სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს.-მითხრა და ოთახიდან გავიდა.
-ერთი სული მაქვს.-ირონიით ვუთხარი და კარი მივხურე.იმედი მქონდა რომ გასასვლელს თვითონ მიაგნებდა.
-ოჰ ნუთუ უკვე მიდიხარ?-მომესმა კარიდორიდან დედას ხმა.
-დიახ,სამწუხაროდ ჩემი წასვლის დრო მოვიდა.
-ვახშამზე ხომ არ დარჩებოდი?დარწმუნებული ვარ ემის გაუხარდება.-მომესმა დედას ხმა და მზად ვიყავი მომეკლა.კარი გავღე და მკაცრად შევხედე დედას.
-ვერ დარჩება!-ხელებგადაჯვარედინებულმა ვუთხარი.
-ვითომ რატო? ცოტახნით კიდევ რომ დარჩეს არაფერი დაშავდება.
-დედა ეჩქარება,უნდა წავიდეს.-ვცდილობდი მიმეხვედრებინა რომ არ მინდოდა მისი აქ ყოფნა მაგრამ ვერ შევაგნებინე.
-ისე ცოტა ხანი შევძლებ დარჩენას.-გამომხედა ლუკასმა და საშინელი სურვილი გამიჩნდა რომ მიმეხრჩო.
-ჰოდა ძალიან კარგი!-დედამ ხელები შეატყუპა.-ათ წუთში ყველაფერი მზად იქნება და ჩამოდით.-თქვა  და კიბეებზე ჩავიდა.ასეთი გახარებული ჩემს გამო მგონი არც არასდროს ყოფილა.
-ვერ გიტან.-ვუთხარი ლუკასს.-ხომ შეგეძლო გეთქვა რომ გეჩქარებოდა?ჩემი ოთახიდან ტყუილად გამოგაგდე?
-ჰეი, ისედაც კარგად გექცევი და მგონი ჯობია დააფასო.
-შენ ამას კარგად მოქცევას ეძახი?-წარბის აწევით ვკითხე.
-შემეძლო ძალიან ცუდად მოგგცეოდი.როცა გითხარი რომ ჩემთან თამაში არ ღირს თქო სიმართლე ვთქვი.
-და მაინც რას გააკეთებდი?
-ჰმ.. მაგალითად შემეძლო შენი ვიდეო სკოლაში გამომექვეყნებინა და სკოლის მასხარად მექციე.
-რეებს ბოდავ რა ვიდეო?-დაბნეულმა ვკითხე.
-მეორე კლასის, ვიღაც ბავშვზე რომ არწყიე კონცერტის დროს.
-რაა?შენ საერთოდ საიდან იცი მაგ ვიდეოს არსებობის შესახებ?
-ჰაჰ საყვარელო.-თმა გადამიწია.როცა შემეხო ხელზე ძლიერად გავარტყი რომ გაჩერებულიყო. -ეს ჩემი შესაძლებლობების მინიმუმია. ათი წუთიც კი არ დამჭირდა შენზე ინფორმაციის მოსაპოვებლად.
-ჰო მაგრამ.. მაგ ვიდეოს ყველა ეგზემპლარი გავანადგურე.შეუძლებელია გეპოვა!
-ჩემთვის შეუძლებელი არაფერია.
-ხო მაგრამ როგორ?სად იპოვე?
-შენი დის კომპიუტერში.
-ხო აბა რა.მის კომპიუტერს ვერც კი მიეკარებოდი ისე აქვს ჩარაზული.
-როგორ გითხრა...ჩემგან შესანიშნავი ჰაკერი დადგება. და ჰო შენ დას კიდევ ძალიან საინტერესო რაღაცეები აქვს კომპიუტერში.
-არ მჯერა რომ ეგ ვიდეო შეინახა მაგ ძუკნამ!
-ხო და კიდევ... ვიცი რომ შენ დას ლუსი არქვია!-თქვა და თვალები გამიფართოვდა.-ასე რომ ვინ აიღო შენი ოთახიდან წიგნი? ვინაა ლუსი?.-პირი გავაღე მაგრამ ვერაფერი ვთქვი.ან რა უნდა მეთქვა? სიმართლე?ის ხომ გიჟად ჩამთვლიდა...სიმართლეს ვერავის ვეტყვი!
-ბავშვებო ჩამოდით ყველაფერი მზადაა!-დაიყვირა პირველი სართულიდან დედამ და შემიძლია თამამად ვთქვა რომ მისი ყვირილი ასე ჯერ არ გამხარებია.
კიბეებზე ჩავირბინე და ლუკასთან თვალით კონტაქტს მოვერიდე. დედას თავისი საფირმო კერძი გაუკეთებია,ასეთს მხოლოდ მაშინ აკეთებს როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება.
-მოდი ლუკას ემის გვერდით დაჯექი.- ჩემს გვერდით სკამი გამოწია დედამ. მე ჩემი საფირმო "დედა მოგკლავ" მზერა ვესროლე,მაგრამ ყურადღებაც კიარ მომაქცია.
მაგიდას მალევე კესი და მამაც შეუერთდა. ლუკასმა მამას ხელი ჩამოართვა და კესის მიესალმა მაგრამ ჩემი ძვირფასი და ძალიან იყო ტელეფონით გართული ასე რომ არც კი შეუმჩნევია უცხო ადამიანი თუ ვახშმობდა ჩვენთან ერთად.
-ერთმანეთი სკოლაში გაიცანით?-იკითხა მამამ და ღვინით გაავსო მისი ჭიქა.
-ღმერთო,დაიწყო დაკითხვა.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და თვალები ინსტიქტურად ავატრიალე.
-დიახ, ემი სკოლის გაზეთში გაწევრიანდა და იქ გავიცანით ერთმანეთი.-თქვა ლუკასმა და სრულებით დააიგნორა ჩემი ნათქვამი.
-ემი სადმე გაწევრიანდა?-გაოცებით იკითხა დედამ.-როგორ ჩანს აქ გადმოსვლამ ბევრი სიახლე შესძინა შენს ცხოვრებას ემი.ხომ ხედავ ღირდა სახლის შეცვლა.-დედამ ხელი ჩემკენ გამოსწია და ხელზე დამადო.მეც ყალბად გავუღიმე და რაც შეიძლება სწრაფად გამოვწიე ხელი.
-გაზეთში რაზე უნდა წერო ძვირფასო?-მკითხა მამამ.
-მე შევთავაზე რომ კომიქსები დახატოს.მისი ნახატები ვნახე და ძალიან კარგი პოტენციალი აქვს.-თქვა ლუკასმა მაშინ როცა მიხვდა რომ მე პასუხის გაცემას არ ვაპირებდი.-დარწმუნებული ვარ გამოუვა,ძალიან ნიჭიერია.-თქვა და მაგიდის ქვეშ მის ფეხს შევეხე რომ გაჩუმებულიყო,ძლიერად ვუჩქმიტე და მოულოდნელობისგან წამოხტა.
-შენ რაზე წერ?-იკითხა დედამ.
-მე ქალაქის ლეგენდებზე,მკვლელობებზე, ისეთ რამეებზე რაც მაინტერესებს.
-ამ ქალაქს ლეგენდებიც აქვს?-სიცილით იკითხა დედამ.
-კი.სხვათაშორის ახლა ყველაზე გავრცელებულ ლეგენდაზე ვწერ.
-მართლა?მაინც რაზეა?-იკითხა დედამ და უკვე ვგრძნობდი ეს დიალოგი სადაც მიგვიყვანდა.
-გოგონაზე რომელიც წლების წინ გაუჩინარდა,ისე რომ არავინ იცის სადაა,ან საერთოდ ცოცხალი თუა.
-ასეთი ლეგენდები უამრავია, ეგ რითია გამორჩეული?-კესი ჩაერთო დიალოგში,რაც გამიკვირდა რადგან მეგონა არ გვისმენდა.
-საინტერესო იმითაა რომ მთლად ლეგენდა არაა,ეს მართლა მოხდა.და ამბობენ რომ ის წლების წინ სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა.
-მოიცა აქ?ჩვენს ახალ სახლში?-იკითხა დედამ.
-დიახ.-თქვა ლუკასმა და ამჯერად ჩქმეტას აღარ დავჯერდი და ფეხი ძლიერად ვკარი.
-ხო მაგრამ შეგიძლია არ ინეევიულო დედა ეს უბრალოდ ლეგენდაა,არავინ იცის სინამდვილეში რა მოხდა.-ვუთხარი რომ პანიკა არ დაწყებოდა.
-კი მაგრამ სახლის ყიდვისას რატომ არ გაგვაფრთხილეს ამის შესახებ?აი თურმე რატომ იყიდებოდა ესეთ კარგ ფასში.
-არა დედა! კარგ ფასში იმიტომ იყიდებოდა რომ დიდიხანია არავის უცხოვრია და მოსაწესრიგებელი იყო ყველაფერი.ამ სულელის სიტყვების გამო ნუ შეიძულებ აქაურობას.-ვუთხარი რომ დაწყნარებულიყო.თორემ ისეთი მშიშარაა შეიძლება ამის გამო აქედან გადავეყვანეთ.
-ხო, ასეა.არც კი ვიცი ეს რატომ გითხარით ბოდიშს გიხდით.-თქვა ლუკასმა.
-არა ნამადვიალად ჯობდა გვცოდნოდა,შენ არაფერ შუაში ხარ ლუკას.-თქვა დედამ და მასზე ნერვები მეშლებოდა,როგორ თუ შუაში არ იყო?სწორედ მან წამოჭრა ეს თემა.
-არა მართლა არუნდა მეთქვა.თქვენი ტყუილად ნერვიულობა არ ყოფილა ჩემი მიზანი.და საერთოდ.-წამოდგა.-მგონი აჯობებს დაგტოვოთ.-მე გამომხედა, მერე დედას.-დიდი მადლობა ყველაფრისთვის.და ბოდიშით რომ აგანერვიულეთ.
-მე გავაცილებ!-წამოვიძახე.ამის მერე ჯობდა მე გამეცილებინა თორე კიდევ რომ დარჩენილიყო აქ ვეღარ გავუძლებდი.
კარებისკენ წავედი და მეც გარეთ გავედი.კარი მოვხურე რომ არავის შევეწუხებინეთ.
-ეს რა ჯანდაბა იყო?ახლა ბედნიერი ხარ?დედაჩმს აქაურობა შეაძულე.-ხელებგადაჯვარედინებულამ ვუთხარი.
-ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა თქო უკვე გითხარი.
-აბა რა იყო შენი მიზანი? რატომ მოხვედი საერთოდ? სახლის დათვარიელება გინდოდა? გეგონა აქ რამეს იპოვიდი არა?!
-მიხვერდილი ყოფილხარ.-ხელებიგადააჯვარედინა.
-ახლა კარგად მომისმინე, აქედან წადი და საერთოდ ჩემთან დალაპარაკება აღარ გაბედო გასაგებია?
-კარგი რაა.ლაპარაკი მაინც მოგვიწევს გაზეთზე ხომ ერთად ვმუშაობთ.
-ძალიან ცდები.აღარ ვაპირებ მანდ გაწევრიანებას.
-აუ არ წამოხვიდე რა მართლა გვჭირდები.
-ხო რა თქმა უნდა რომ მერე ისევ მზაკრული გეგმებით ჩემს სახლში აღმოჩნდე არა?.-კარი გავაღე და ის ის იყო ცხვირწინ უნდა მიმეჯახუნებინა რომ რაღაც ისეთი თქვა რამაც ენა გადამაყლაპა.
-შენ მას ხედავ!ვიცი რომ ხედავ!იმ პატარა გოგონას,ლუსის.არვიცი როგორ მაგრამ ასეა! ხედავ და მასთან ლაპარაკი შეგიძლია, ასე არ არის?!.....

ჰეეი!!ნელ-ნელა საინტერესო აბმბებისკენ მივდივართ:დდ წინ ბევრი რამ გელოდებათ ასე რომ შეემზადეთ:დდდ
თქვენი აზრი ამ თავის შესახებ კომენტარებში გამაგებინეთ❤
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now