•29• უცნაური პერიოდი

349 48 13
                                    

ლუკასის გაუჩინარების მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც მინდოდა მისი ნახვა. შეიძლება სერენა მართალი იყო და უბრალოდ მარტო ყოფნა უნდოდა, მაგრამ უნდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად იყო და არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. ნეიტის კაბინეტი დავტოვე და სარდაფისკენ გავეშურე, რომ სერენასთვის მეკითხა ლუკასი სად ცხოვრობდა.
-ჰეი, ლუკასის მისამართი მჭირდება.-ხმაურიანად შევარდი მის პატარა ოთახში.
-ხომ გითხარი ჯობია აცადო თქო.-მშვიდად მითხრა.
-გასაგებია და ვაფასებ შენს რჩევას მაგრამ ის აუცილებლად უნდა ვნახო.
-მემგონი..-დაიწყო მაგრამ შევაწყვეტინე.
-მისი მისამართი მჭირდება!- ამჯერად ხმამაღლა ვუთხარი.
-კარგი, დამშვიდდი.-წამოდგა.-საქმე იმაში არაა, რომ არმინდა მასთან წახვიდე.უბრალოდ მისი მისამართი არვიცი.
-როგორ თუ არ იცი? შენთვითონ არ თქვი რომ საუკეთესო მეგობრები ხართ? როგორ მოხდა რომ არ იცი სად ცხოვრობს?
-სახლში არასდროს დავუპატიჟებივარ! გასაგებია?-გაბრაზებული ჩანდა.- მე არაფერ შუაში ვარ და ისე ნუ მექცევი თითქოს რამეში დამნაშავე ვიყო!
წამიერად ენა გადავყლაპე. მართალი იყო, არვიცი მასზე ასე რატომ გავბრაზდი, ალბათ ვფიქრობდი რომ მატყუებდა. მაგრამ შეიძლება მართალსაც ამბობდა ვინ იცის.
-მართალი ხარ, მაპატიე.-თავი დავხარე.
-თანაც რომც ვიცოდე სად ცხოვრობს ზეპირად მისამართი მაინც არ დამამახსოვრდებოდა.
-კარგი, გასაგებია. მაინც მადლობა, და.. კიდევ ერთხელ ბოდიში.
-არაუშავს.- ძალით გამიღიმა.
ის ფაქტი რომ ლუკასთან სახლში არასდროს ვყოფილვარ იმაზე უცნაური ნამდვილად არ იყო რომ სერენასაც კი არ იყო იქ ნამყოფი.
მხოლოდ ერთი ვარიანტი მქონდა დარჩენილი. ნეიტის ოთახში დავბრუნდი და ვთხოვე გაერკვია ლუკასი სად ცხოვრობდა. კითხვების დასმა არ დაუწყია.
-კარგი, მოსწავლეების ფაილებში ვნახავ, პირად საქმეში უნდა ეწეროს მისამართი.-თქვა და ოთახი დატოვა.
სანამ დაბრუნდებოდა კიდევ ვცადე ლუკასთან დარეკვა მაგრამ ტელეფონი გამორთული ქონდა.
რამდენიმე ხანში, რაც საუკუნედ მეჩვენებოდა ნეიტი დაბრუნდა და მისამართი მითხრა. მეც მაშინვე დავტოვე სკოლა და მანქანისკენ გავეშურე. გზაში ყველაზე ცუდ ვარიანტებს განვიხილავდი.
როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მივუახლოვდი. ეს ქუჩა სხვებს ნამდვილად არ გავდა. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. ჩემს წინ პატარა ერთსართულიანი, თეთრად შეღებილი სახლი იდგა. იქაურობა მოვათვარიელე და მსგავსი სახლებით იყო სავსე. იქვე ლუკასის გვარი შევნიშნე ფოსტის ყუთზე რამაც დამარწმუნა რომ სწორ ადგილას ვიყავი.სახლის კარს მივუახლოვდი და ვეცადე გარედან გამეგო ვინმე შიგნით თუ იყო. ფანჯრებიდან სიბნელის გარდა არაფერი ჩანდა. კარზე დავაკაკუნე. პასუხი არავინ გამცა. მეორედ უფრო ხმაურიანად დავაკაკნე, მაგრამ უშედეგოდ. ვფიქრობდი ფანჯრიდან შევიპაფები თქო მაგრამ დაკეტილი იყო. შემდეგ სულელური იდეა გამიჩნდა. კართან პატარა ხალიჩა ავწიე და ბინგო! გასაღები აღმოვაჩინე. ვერ ვიჯერებდი რომ ლუკასი სახლის გასაღებს ასეთ სულელურ ადგილას "დამალავდა". კარი გავაღე და შიგნით შევედი.
-ლუკას!-დავუძახე მაგრამ პასუხი არავინ გამცა.-ლუკას! აქ ხარ?
მიუხედავად იმისა რომ გარეთ  ჯერ არ ბნელოდა სახლში მაინც არ აღწევდა განათება. ტელეფონი  ამოვიღე და მისი განათებით ვიგნებდი გზას. შემოსასვლელიდან მარცხნივ კარები იყო, რომელიც შეშინებულმა შევაღე. მაგრამ იქ არავინ დამხვდა. იქაურობა შევათვარიელე შემოსასვლელი კარის პირდაპირ სამზარეულო და მისაღები შევნიშნე. სამზარეულოს მაგიდანზე სიგარეტის უამრავი ნამწვავი, რაღაც აბები და რაღაც ფაილის მსგავსი შევნიშნე. მაგიდას მივუახლივდი რომ მენახა რისი ფაილი იყო მაგრამ რაღაცის ხმა გავიგე ამიტომ ერთ ადგილას გავშრი. სამზარეულოს დანას დავტაცე ხელი. იმ ოთახის გვერდით რომელიც უკვე შევამოწმე, კიდევ ერთი კარი იყო,ხმა სავარაუდოდ იქიდან მოდიოდა. ვეცადე რაც შემეძლო ჩუმად მემოქმედა. დანა ხელში ძლიერად დავიჭირე და კარს მივუახოვდი. ვეცადე ჩუმად გამეღო მაგრამ ჭრაჭუნის ხმა მკვდარ სიჩუმეში ძალიან ხმამაღლა ისმოდა. კართან ძალიან ახლოს პატარა ლოგინი შევნიშნე, სადაც ლუკასი იწვა.
-ლუკას!- გახარებულმა წამოვიძახე და მასთან მივვარდი, სრული ამ სიტყვის მნიშნვნელობით.ლოგინზე ჩამოვჯექი და მისი გაღვიძება ვცადე.-ლუკას! ემი ვარ! შემომხედე!- ზურგით იწვა და მთელი სხეულით კედლისკენ იყო მიბრუნებული. როცა სიტყვებმა არ გაჭრა მისი შენჯღრევა დავიწყე მაგრამ უშედეგოდ.-ღმერთო! ლუკასს! არა! გაიღვიძე!- ცრემლები ისე წამომივიდა ვერც შევამჩნიე. უბრალო ცრემლები მალე ისტერიულ ტირილში გადამივიდა. მის მხარს დავადე თავი და ვეცადე დავწყნარებულიყავი, რომ საღ გონებაზე რამე მომექმედა.
-ემი?-მისი დაბნეული ხმა გავიგე.
-ლუკას!-გავხედე და დამშვიდება ვცადე.-ცოცხალი ხარ!
-რა თქმა უნდა ცოცხალი ვარ, აქ რას აკეთებ?-თქვა და მთელი სხეულით შემობრუნდა.
-შენზე ვნერვიულობდი იდიოტო!-მივუახლოვდი და ვაკოცე.
-რას აკეთებ?- ხელები ჩამავლო და გამაჩერა.-რა მოხდა? რატომ ტიროდი?-გაკვირვებული მიყურებდდა სავარაუდოდ ჩაწითლებულ თვალებში.
-იმიტომ რომ მეგონა მოკვდი! ეს ორი დღე სად ჯანდაბაში იყავი? წარმოდგენაც არ გაქვს როგორ ვნერვიულობდი.
-სანერვიულო არაფერია. შეგიძლია წახვიდე.-უხეშად მითხრა და გადაბრუნდა. ისევ ზურგი მაქცია და მე წარბშეკრული ვუყურებდი მის ცივ საქციელს. სერენას სიტყვები გამახსენდა. როცა მითხრა რომ ასეთი პერიოდები ხშირად აქვს. ახლა მესმის რატომაც მირჩია რომ არ მენახა.
-ჰეი..-მხარზე შევეხე.-ლუკას...- მისი მობრუნება ვცადე მაგრამ შემეწინააღმდეგა და კედლისკენ უფრო მიიწია. გვერდით მივუწექი და გადავეხვიე.-ჰეი.. რაც არ უნდა იყოს შენთან ვარ...
ლუკასი ჩუმად იყო. ასეთი არასდროს მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ მაინც მიკვირდა მისი საქციელი.
-მესმის რომ ცუდად გრძნობ თავს, მაგრამ თუ მეტყვი რა მოხდა ვეცდები...
-აქ არ უნდა მოსულიყავი!-შემაწყვეტინა.
-ვიცი რომ ისე არ გექცეოდი, როგორც იმსახურებდი, მაგრამ მეც გამიგე, ამ ყველაფერში ახალი ვარ და...
-საქმე მაგაში არაა..-ისევ შემაწყვეტინა.
-აბა რაშია?-მისი შემობრუნება ვცადე.
-აქ არ უნდა მოსულიყავი!-ისევ იგივე გაიმეორა.
-რატომ? მე მეგონა რამე დაგემართა.
-არ მინდა რომ აქ იყო გასაგებია?- აგრესიულად შემობრუნდა.-არ მჭირდები! არმინდა აქ რომ იყო! ამიტომ კეთილი ინებე და წადი აქედან!-მიყვირა. ვერ ვიჯერებდი, რომ ის ლუკასი, რომელსაც მე ვიცნობდი და ასე მომწონდა მსგავს რაღაცას მეუბმებოდა. თვალებში ვუყურებდი და მისი გაბრაზება ნელ-ნელა ქრებოდა. წამოვდექი.
-კარგი, გასაგებია. თუ ყველაფრის დამთავრება გინდა არ მაქვს პრობლემა. მესმის, მართლა.- ვცდილობდი ხმაზე არ შეწტყო რომ სადაცაა ვიტირებდი.-მაგრამ საქმიდან გასვლის უფლებას არ მოგცემ. მარტო ვერ დატოვებ. მჭირდები! ვიცი შენ არაფერში განაღვლებ მაგრამ მე ჭირდები! ჩემთან ურთიერთობა თუ არგინდა მესმის, მაგრამ ლუსის გამო მაინც ნუ გახვალ საქმიდან.
გაბრაზება საბოლოოდ მოშორდა სახიდან. ბალიშზე ძლიერად დაარტყა თავი და თვალების თითებით ზელვა დაიწყო.
მისი დუმილი მაგიჟებდა. ამ მომენტში ვოცნებოდბდი ნეტა სერენასთვის დამეჯერებინა თქო. წასვლა დავაპირე რადგან მისი სიჩუმე მკლავდა.
-ემი, მოიცა.-ლოგინიდან წამოიწია.-მაპატიე, კარგი? ასეთ მოქცევას არ იმსახურებდი.
ცალყბად გავუღიმე. პატიებით ვაპატიებდი მაგრამ ჩემი დამპალი გონება ამ სიტყვების დავიწყების უფლებას არ მომცემდა.
-ყველაფერი გავაფუჭე...როგორც ყოველთვის..-ისევ ბალიშზე დაენარცხა და ხელები სახეზე დაილაგა. არვიცი ტირილის შეკავებას ცდილობდა თუ რა სჭირდა მაგრამ მისმა ასეთმა საქცილემა გული ცოტათი მომილბო და მივუახლოვდი.
-რაც არ უნდა მომხდარიყო, შეგიძლია მითხრა. კარგად იცი რომ შენს განსჯას არ დავიწყებ.-ვუთხარი და ვეცადე ხელები მომეშორებინა მისი სახიდან. მისმა ჩაწითლებულმა თვალებმა საბოლოოდ მომილბო გული და გადავეხვიე.
-ჰეი..ყველფარი კარგად იქნება, გასაგებია?- ვეხუტებოდი და მისი გახშირებული სუნთქვა ნელ-ნელა ნორმალურს უბრუნდებოდა.
ლოგინზე წამოვაწვინე და ისე გადავეხვიე. მის თმას ვეფერებოდი და ვცდილობდი დამემშიდებინა.
-მაპატიე მართლა.-როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-არაუშავს, ზოგჯერ მე უარესად გექცევი ხოლმე.-ვეცადე გამემხიარულებინა.
თავი აწია და თვალებში შემომხედა.
-რაც არ უნდა ცუდი რამე გითხრა, გთხოვ გასხოვდეს რომ ამას არ ვფიქრობ!
-და ბარემ თუ არ ფიქრობ უბრალოდ არ მითხრა.-გავუღიმე.
თვალებში მიყურებდა და მივხვდი რომ მართლა წუხდა.
-შეიძლება გაკოცო?-სრულებით დააიგნორა ჩემი ნათქვამი. მისი ეს კითხვა რატომღაც მესიამოვნა. თითქოს დარწმუნებული არ იყო მინდოდა თუ არა ეს.
პასუხი არც გავეცი ისე ვაკოცე. ჩემმა თითებმა მის თმაში გადაინაცვლეს ის კი წელზე მეკვროდა.
და რა თქმა უნდა ისევე როგორც ყველა სხვა კარგი მომენტი ახლა ესეც უნდა ჩაეშხამებინათ. ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა მაგრამ დაიგნორება ვცადე.
-მგონი ჯობია უპასუხო, იქნებ მნიშვნელოვანია.-თქვა ლუკასმა.
-შენზე მნიშნვნელოვანი ახლა ჩემთვის არაფერია. -ვუთხარი და გავუღიმე.
ძლიერად მაკოცა და შემდეგ დასძინა.-ჯობია ნახო ვინ არის.
მის ნათვამს დავემორჩილე და ლოგინის გვერდით დაგდებულ ჩემს ჩანთას გადავწვდი.
-ნეიტი იყო.-ვუთხარი ლუკასს და ნეიტს გადავურეკე.
-იპოვე ლუკასი?-მკითხა მან.
-კი სახლში იყო.
-და ყველაფერი კარგადაა?
-ყოველშემთხვევაში დაშავებული არაა.
-კარგი, თუ რამე მოხდა საქმის კურსში მამყოფეთ.
-აუცილებლად.-ვუთხარი და გათიშვა დავაპირე.-ხო და კიდე.. მადლობა რომ დარეკე.
-რას ამბობ რისი მადლობა.-გაისმა მისი ბოხი ხმა.
ნეიტს გავუთიშე და ლუკასს მივუბრუნდი. უცნაურად მიყურებდა.
-მადლობა რისთვის გადაუხადე?
მისმა შეკითხვამ გამაკვირვა.
-იმისთვის რომ მოგიკითხა და დაინტერესდა როგორ იყავი.
ლუკასმა არაფერი მითხრა წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-ჰეი რა ხდება?-თან გავყევი.
-ხომ გითხარი არ უნდა მოსულიყავი! შენი აქ ყოფნით ყველაფერს აფუჭებ!-მიყვირა და კარები გაიბრახუნა.

ჰეიი!იმედია მოგეწონათ ეს თავი, შემდეგი უკვე დაწერილი მაქვს ამიტომ თუ საკმარისი ვოუთი და კომენტარი ექნება დღესვე დავდებ.
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიი

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now