•25• მეორე შვილი

476 64 7
                                    

- სახე დაინახეთ? ვინ იყო არ იცით?- წარბშეკრული მეკითხებოდა ლუსი.
- მხოლოდ მისი კაპიშონი და შავი ნიღაბი დავინახე.
-ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო.-დასძინა ლუკასმა.
და უცბად თავში იდეამ გამიევლა.
-ღმერთო აქამდე როგორ ვერ მივხვდი!-ვთქვი და ლოგინიდან წამოვხტი.
-რა რა მოხდა?- გვერდით დამიდგა ლუკასი.
-ეს ნეიტი იყო! აუცილებლად ის იქნებოდა. აბა დაფიქრდი, მან კარგად იცოდა სად ცხოვრობდა ლუსის მამა, თან ასეთი ფორმით უკვე ცადა ჩემს სახლში შემოპრვა. თვითონ მკვლელი ვერ იქნებოდა, ეგ ფაქტია. სავარაუდოდ ნამდვილი მკვლელი ნეიტზე გაცილებით უფროსია, შესაბამისად ასე უცბად გაქცევას ვერ მოახერხებდა.
-მგონი მართალი ხარ.-თქვა ლუკასმა.-თანაც მას მიზეზიც ჰქონდა ჩვენს შეშაშინებლად. შესაძლებელია იცის, რომ მის სახლში შევიპარეთ და ამიტომ ჩვენი საქმიდან ჩამოშორება შეშინებით ცადა.
-ზუსტად!... არა აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ მას!
-მგონი ჯობია წინასწარ დავგეგმოთ რას ვეტყვით და მის სავარაუდო პასუხებზე ვიმსჯელოთ. არ უნდა დავიბნეთ, მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ სულელები არ ვეგონოთ და ჩვენთან თანამშრომლობაზე დავითანხმოთ.
-

მართალი ხარ! ხვალ სკოლაში რომ მივალთ გაკვეთილების შემდეგ დაველაპარაკოთ, რომ არ მოიმიზეზოს დაკავებული ვარო.
-კარგი.-თქვა ლუკასმა და ლოგინთან მივიდა, ხელში კალამი და რვეული დაიჭირა და რაღაც დაწერა.-მოკლედ, თავიდანვე მისი დაფრთხობა არ ღირს ამიტომ უბრალოდ ვუთხრათ, რომ ლუსიზე ვიცით. ამას შეიძლება რამდენიმე რეაქცია მოჰყვეს: გაბრაზდეს და იუაროს, არაფერი გვიპასუხოს ან აღიაროს რომ იცის.
-კარგი, ამის შემდეგ ვუთხრათ?-წარბშეკრულმა ვკითხე.
-ნუ რაც არ უნდა მოხდეს ამ დიალოგიდან თავის დაღწევის უფლება არ უნდა მივცეთ. როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს მაინც უნდა ვუთხრათ ჩვენი სათქმელი. ძალიან თუ გაჭინაურდა იმაში ვამხელთ, რომ შენს სახლში შემოიჭრა და ლუსის ფოტო ნახა, თან ეს იმის დასამტკიცებლადაც გამოგვადგება, რომ ამ საქმეს სერიოზულად ვუყურებთ. თუ ეს იუარა, გუშინდელ ღამეზე მოვუყვებით და თუ იქამდე მივიდა საქმე, რომ ესეც ჩვენი წარმოსახვის ნაწილად ჩათვალა მაშინ შენი დის და ნეიტის მინაწერებით დავაშანტაჟებთ.
-რა მინაწერებით?-იკითხა ლუსიმ. სულ დამავიწყდა ისიც, რომ აქ იყო.
- ჩემი და მის შებმას ცდილობდა.-მოკლედ ავუხსენი.
-ფუ... ის ხომ მასზე დიდია. მართლა რა ამაზრზენია ეგ გოგო.
ლუკასი ცოტახნით ჩუმად იყო. როცა მიხვდა, რომ მე და ლუსიმ დიალოგი დავამთავრეთ განაგრძო:
-კარგი, ამის შემდეგ შეგვიძლია მისი დაფის ფოტო ვაჩვენოთ და იმედია აგვიხნის რაც ხდება.
- არ ფიქრობ, რომ ეგ სარისკოა?
-მასთან ლაპარაკით უკვე რისკზე მივდივართ,უკან დასახევი გზა არ არის. თანაც უნდა გავიგოთ ის ქალი ვინაა სურათზე.
- რაზე ლაპარაკობთ? რა დაფა?-იკითხა ლუსიმ. და უეცრად თავში ერთმა აზრმა გამიარა.
-ლუკას დაფის ფოტო გახსენი.-ვუთხარი და მიდ ტელეფონს დავავლე ხელი.-აქამდე როგორ ვერ მოვტვინეთ, რომ ლუსისთვის გვეჩვენებინა.-ვთქვი და ლუსის უცნობი ქალის ფოტო ვანახე.- ლუსი, ეს ქალი ხომ არ გეცნობა?
-კი... ნეიტის დედაა, მაგრამ ამ ფოტოზე უფრო მოხუცი ჩანს.
-ნეიტის დედა?!- ერთხმად წამოვიძახეთ მე და ლუკასმა.
-ხომ მაგრამ დედამისი ამ საქმესთან რა შუაშია?
-ფიქრობ რამე მან დაუშავა ლუსის?-ჩურჩულით ვკითხე, იმ იმედით, რომ ლუსი ვერ გაიგებდა ჩემს ნათქვამს.
-არვიცი. მაგრამ რადგან ნეიტს დაფაზე ჰყავს გაკრული ფაქტია, რომ ამ ამბავში გარეულია....

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now