•13• ჩანახატი

578 76 11
                                    

-ლუკას...-დავუძახე მას.-ლუსი ფოტოზე ჩანს!-ვუთხარი მას და მე თვითონ არ მჯეროდა,რომ ეს სიტყვები წარმოვთქვი.
-ხუმრობ?-თქვა და მაიშინვე ჩემკენ გამოიქცა,სანამ მომიახლოვდებოდა სამჯერ მაინც წამოკრა ნივთებს ფეხი,რაც იმაზე მიანიშნებდა,რომ ერთი სული ქონდა ენახა ვხუმრობდი თუარა.-ღმერთო!-წამოიძახა მან.-დაუჯერებელია!-თქვა და ფოტოსურათი ხელიში აიღო,რომ უკეთ დაკვირვებოდა.-შენ კი ამბობდი,რომ ჩემი "მოჩვენებებზე მონადირე" ხელსაწყოები არ გამოდგებოდა.-თქვა და იდაყვი გამკრა.
-როგორც შენ თქვი,დაუჯერებელია!-ვუთხარი და ფოტო გამოვართვი.-რას ვიფიქრებდი,რომ ამ ნაგავიდან ერთ-ერთი მაინც იმუშავებდა.
-ასე ნუ ეძახი,ახლა ჩვენ საოცარი აღმოჩენა გავაკეთეთ გესმის?! ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-ჰოო ვიცი,ახლა დამამტკიცებელი საბუთიც გვაქვს,რომ ლუსი ნამდვილად არსებობს.
-ზუსტად!-საჩვენებელი თითი ჰაირში აწია ლუკასმა.-ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენს სასრგებლოდ გამოვიყენოთ.-თქვა და გვერდით მომიჯდა.-მაგალითად მისტერ სმიტს ვანახოთ და ამის მერე ნამდვილად დაგვიჯერებს,რომ არ ვიტყუებით.
-არამგონია ნეიტთან ლაპარაკი კარგი იდეა იყოს.
-რატომ?ბოლობოლო ამიხსნი რაზე ელაპარაკე?!
-ნეიტი...არვიცი...ძალიან უცნაურად იქცეოდა.დარწმუნებული ვარ რომ მას არ მოუკლავს ლუსი,მაგრამ ამაში აუცილებლად იქნება გარეული.
-თქვენ რა მართლა ფიქრობთ,რომ ნეიტი რამეს დამიშავებდა?-გაისმა ლუსის ხმა.სულ აღარ მახსოვდა ისიც,რომ ოთახში იყო.
-არა,უბრალოდ ვცდილობთ ყველანაირი ვარიანტი განვიხილოთ.-ვთქვი და ლუკასმა უცნაურად შემომხედა,ალბათ ცოტა ხანი დასჭირდა იმის გასაზრებლად,რომ ლუსის ველაპარაკებოდი.
-მაშინ თუ ნეიტს არ ვანახებთ რისთვის გამოვიყენოთ ეს ფოტო?-მკითხა ლუკასმა.
-როცა საჭიროდ ჩავთვლით გამოვიყენებთ,მაქამდე კი უნდა მოვუფრთხილდეთ.-ვთქვი და ავდექი.ლოგინის გვერდით ტუმბოს მივუახლოვდი და უჯრა გამოვაღე.ტანსაცმელი მივწი-მოვწიე და ფოტო იქ დავმალე.
ლუკასი კიდევ ცოტა ხნით დარჩა,რომ სხვა ხელსაწყოებიც გამოგვეცადა.სამწუხაროდ,დარჩენილებიდან არც ერთმა არ იმუშავა,მაგრამ დღევანდელი დღით მაინც კმაყოფილი ვიყავი,რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღმოვაჩინეთ მე და ლუკასმა.
ლუკასი ჩემი მშობლების დაბრუნებამდე წავიდა,რადგან არ უნდოდა ისევ უხერხულ სიტუაციაში ყოფილიყო.ან უბრალოდ ნეგატიურ სიტუაციას გაერიდა,ზუსტად არ ვიცი.
იმ საღამოს დაძინება ძვლივს შევძელი რადგან უამრავ რამეზე ვფიქრობდი.
დილას სკოლაში,როგორც ყოველთვის, ლუკასმა წამიყვანა.გზაში ვარიანტებს განვიხილავდით. სკოლაში მისვლისთანავე სარდაფისკენ გავეშურეთ სადაც სერენა შეგვეფეთა.
-როგორც ჩანს თქვენ ორი ძალიან დაახლოვდით.-თქვა მან და თავიდან ვერ მივხვდი ამას რატომ ამბობდა.
-რაიყო ხოარ ეჭვიანობ?-კითხა ლუკასმა და სერენას ხელი ჩაკიდა.-ხომ იცი,რომ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი გაქვს?!
-ჰო..ჰოო.-ხელი გააშვებინა სერენამ.-უბრალოდ მაინტერესებდა ემი როდის დაიწყებს სტატიის წერას?საერთოდ მოიფიქრე რა უნდა გააკეთო?
-მე..-წინადადების დამთავრება ვერ შევძელი რადგან ლუკასმა შემაწყვეტინა.
-კი,მოფიქრებულიც აქვს და დაწყებულიც ჩემო კარგო,შენ მაგაზე არ ინერვიულო კვირის ბოლოს ჩაგაბარებს.-თქვა ლუკასმა და გამომხედა,რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავდა,რომ ჩემი გაჩუმება უნდოდა.
-კარგი,მაშინ მორჩები თუარა,ჩემ ოთახში შემომიტანე.-მითხრა მან და კარიდორს გაუყვა.
-რატომ უთხარი რომ დაწყებული მქონდა?კარგად იცი,რომ მოფიქრებულიც არმაქ რის გაკეთებას ვაპირებ.-ვუთხარი როცა მის ოთახში შევედით.
-დამიჯერე ასე ჯობდა.აშკარად ცუდ ხასიათზე იყო და არ მინდოდა მისი გაღიზიანება.თანაც თუ სკოლის გაზეთის წევრი გქვია რამე უნდა გააკეთო.
-ჰოო..ჰოო ვიცი მაგრამ რაა?...თან კვირის ბოლომდე რანაირად უნდა მოვრჩე?!-ვთქვი და ტახტზე ჩამოვჯექი.
-იქნებ კომიქსები მართლა დახატო?დარწმუნებული ვარ გამოგივა.შენი ნახატები ხომ ვნახე...ძალიან ნიჭიერი ხარ.
-ჰოო რავი...ეგ კარგი იდეაა.თან არაფრის წერის თავი არმაქ ისედაც.
-ჰოდა გადაწყდა.რამე თემაზე კომიქსი გააკეთე და ეგაა.ორი ფურცელიც რომ იყოს საკმარისი იქნება პირველი ცდისთვის...
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა.არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.სახლში მისვლა საშინლად მინდოდა.ვფიქრობდი რისი კომიქსი გამეკეთებინა.სახლამდე ლუკასმა მომაცილა და მეც მაშინვე ჩემ ოთახში ავედი. ფურცლები და საღებავები ავიღე. ფანქარს ნერვიულად დავუწყე თამაში და უეცრად შევხტი.
-რას აკეთებ?-გვერძე მდგარმა ლუსიმ მკითხა.
-ღემერთო!ლუსი!-ხელი გულთან მივიდე.-შემაშინე!
-უკვე ვერ მიეჩვიე ამას?-გაიცინა და გვერდით მომიჯდა.
-როგორც ჩანს არა.-ვთქვი და ფანქრით მონახაზი გავაკეთე მაგრამ არ მომეწონა,ამიტომ ნახატი დავკუჭე და იქვე ძირს დავაგდე.-ვცილობ რამე კომიქსი დავხატო სკოლის გაზეთისთვის.
-კომიქსი?!-თვალები გაუბრწყინდა ლუსის.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-ვგიჟდები კომიქსებზე.რის დახატვას აპირებ?
-ჯერ არვიცი.რამე ისეთი მინდა...აი საინტერესო,რომ იყოს..თან ყველანაირი მოსწავლე რომ დააინტერესოს და არა მხოლოდ ნირდები.
-რამე იდეს გაქვს?-მკითხა და გვერდით მომიჯდა.
-არა...მაგრამ ჯერ ვფიქრობ.. რაზე
შევქმნა რომ დამაინტრიგებელი იყოს?!-ვთქვი და ლუსის გავხედე.მან მხრები აიჩეჩა და უცბად იდეა დამრბადა.-შენზე შევქმნი!-წამოვიძახე.
-ჩემზე?!-თან გახარებული სახე ქონდა და თან დაბნეული.
-ჰოო! რა თქმა უნდა წინააღმდეგი თუარ ხარ. ამაზე საინტერესოს ალბათ ვერც ვერაფერს მოვიფიქრებ.
-წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო?სუპერგმირივით ვიქნები!-ხელები მაღლა ამართა და სახეზე უზარმაზარი ღიმილი დაეტყო.-რა სუპერძალა მექნება?-მკითხა და გამეცინა.
-ეგ არ მიგულისხმია.-ღიმილით ვუთხარი.არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის.-შენს ისტორიაზე შევქმნი კომიქსს.
-ანუ?-დაბნეულმა მკითხა და ღიმილი გაუქრა სახიდან.
-შენ ცხოვრებაზე.ვფიქობ კარგი იდეა იქნება და თანაც იქნებ ამ კომიქსით იმ ხალხის ყურადღება მივიქციოთ ვინც ამ ამბავზე რამე იცის.
-ანუ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენებ?-მკითხა და გამეცინა იმდენად სერიოზულად თქვა.-ლუკასი ამბობდა ამ სიტყვებს,ზუსტად რას ნიშნავს არვიცი.-სიცილით მითხრა,ალბათ მიხვდა რომ არ ველოდი მისგან მსგავს რეპლიკას.
-ჰოო,მაგრამ არმინდა ძალიან პროვოკაციული იყოს ამიტომ დასაწყისისთვის რამე ადვილი უნდა მოვიფიქრო.არმინდა ისტორიის ბოლოს ეგრევე მიხვდნენ.თან ვფიქრობ სახელიც ხოარ შევცვალო,მაინც თავის დაზღევის მიზნით.
-სახელს თუ შეცვლი ჩემზე აღარ იქნება კომიქსი.-მითხა რა მოწყენილი სახე მიიღო.
-ნუ სულელობ,რა თქმა უნდა შენზე იქნება.ასეთი ცხოვრების ისტორია სხვას მაინც არ აქვს.-ვუთხარი და გავუღიმე.

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now