•9• სურათი

638 93 13
                                    

მე და ლუკასმა გადავწყვიტეთ იმ დღის გაკვეთილები გაგვეცდინა და მთელი დღე ბიბლიოთეკასა და სარდაფში დავეხეტებოდით,იმ იმედით რომ კიდევ რამე ინფორმაციას მოვაგროვებდით ლუსიზე,მაგრამ უშედეგოდ.
-აქ არაფერია,დროს ტყუილად ვკარგავთ!-წამოიძახა ლუკასმა, ფურცლები რომლებშიც რამდენიმე წამის წინ გულმოდგინედ ეძებდა რაღაცას,ძირს მოისროლა და მძიმედ დაენარცხა დივანზე.
-აბა რა გეგონა ცხვირწინ დაგვიჯდებოდა მკვლელი და ასე ადვილად მორჩებოდა ეს ყველაფერი? ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ მის მოსაძებნად.რაც უფრო მეტი გვეცოდინება მით უფრო მალე ვიპოვით მას.
-ვიცი,მართალი ხარ.-ამოიხვნეშა და ხელები სახეზე დაიდო.-მაგრამ დავიღალე.-ცოტა ხანს დადუმდა მერე კი უეცრად წამოხტა.-აქ ვერაფერს ვიპოვით, ამიტომ მგონი ჯობია ლუსის თხოვოთ დახმარება.რამე მოგიყვეს იმ ღამეზე,ან საერთოდ მასზე, ნებისმიერი დეტალი გამოგვადგება!
-მართალი ხარ!....მაგრამ იმ ღამეზე ბევრი რამ არ ახსოსვს.ადრეც ვკითხე მაგრამ მითხრა რომ მხოლოდ ტკივილი იგრძნო თავში, შემდეგ კი არაფერი ახსოვს.
-ანუ რამე ძლიერი იარაღი ჩაარტყეს და ისე მოკლეს?
-როგორც ჩანს.
-კარგი.-წამოდგა და მაგიდაზე ზღვა ფურცლებიდან ბლოკნოტი გამოაძრო.შიგნით რაღაც ჩაწერა და შემდეგ განაგრძო.-მგონი აჯობებს ახლა ლუსის გავესაუბროთ.
-ჩემს სახლში აღარასდროს შეგასუნებ!-ბავშვურად ვუთხარი და კარი გავაღე.
-კარგი რაა. ხომ ხედავ მარტო შენ რომ ელაპარაკები მაგიტომ ვერ ვიგებთ ვერაფერს.
-ჰეი შენ რა ჩემს სტრატეგიებს იწუნებ? მე რო არა მასთან კონტაქტს ვერც კი შეძლებდი ასე რომ დაოკდე ჯობია.
-კარგი ჰო, უბრალოდ ვფიქრობ რომ თუ მეც იქ ვიქნები უფრო მეტ კითხვას დავუსვამ და შესაბამისად მეტსაც გავიგებთ.-ლეკვის თვალებით მიყურებდა.
-კარგი ჰო!-თვალები ავატრიალე და კარიდორს გავუყევით.უეცრად არსაიდან სერენა გამოჩნდა,ის გოგო რომელმაც სკოლის გაზეთში მონაწილეობის უფლება მომცა.
-ჰეი!-მოგვესალმა.-აქ რას აკეთებ?უკვე მოიფიარე რაზე დაწერ სტატიას?-მე შემომიბრუნდა.
-ამ..ჯერ არა მაგრამ პროცესში ვარ.-მოვატყუე, ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი საერთოდ გავაკეთებდი თუარა რამეს.
-ხო ისე.-დაიწყო ლუკასმა.-ემი კარგად ხატავს და ვიფიქრე კომიქსები რომ შექმნას გაზეთისთვის ცუდი არ იქნება.
-მშვენიერი იდეაა!-წამოიძახა სერენამ.-თან იქნებ მაგან მაინც დააინტერესოს მოსწავლეები და ჩვენი გაზეთის კითხვა მაშინ მაინც დაიწყონ.
-მეც ზუსტად ეგ ვთქვი!-სიცილით თქვა ლუკასმა და ხელი აუწია სერენას.მანაც ხელი დაარყა და ამაზე დავიმაჭე.რატომღაც არ მესიამოვმა მათი ასეთი სიახლოვე.
-კარგი,კარგი ახლა უნდა გავიქცე.-თქვა სერენამ.-მარა საღამოს გნახავ ხო?იმედია არ დაგავიწყდა.
-მოიცა ეგ დღესაა?-ხელი თავში შემოირტყა ლუკასმა.
-ჰოო, მთელი კვირა მაგას გთხოვ,იცოდე არ გადამაგდო.!
-ახლა...საქმეზე მივდივარ სერე და არვიცი ეს რამდენხანს წაიღებს.-მე გამომხედა ლუკასმა.
-რაზე ამბობთ?-რატომღაც ჩავეძიე.
-დღეს საღამოს ვახშამზე უნდა მოსულიყო ვაჟბატონი ჩემთან მაგრამ როგორც ჩანს დაავიწყდა.
-მნიშვნელოვან საქმეზე როარ მივდიოდე უარს ხო იცი არ გეტყოდი.-თქვა ლუკასმა.
-უარს? შენ რა გგონია ასე უცბად გამოძვრები აქედან? არც კი იფიქრო! რვაზე ჩემ სახლთან იყავი თორე ხმას აღარასდროს გაგაცემ.-ბავშვურად თქვა სერენამ და შებრუნდა.
-და... ემიც რო წამოვიდეს?-იკითხა ლუკასმა და ხელი ვკარი.სად აპირებდა ჩემს წაყვანას მაშინ როცა ჩემი თანხმობა არქონდა.
-კაი წამოვიდეს.-თქვა სერენამ ისე რომ არც კი შემობრუნებულა.შემდეგ კარი გააღო და სარდაფის ერთ-ერთ ოთახში შევიდა.
-სულ გაგიჟდი?სად უნდა წამოვიდე?-ვკითხე და მზად ვიყავი ისევ დამერტყა მისთვის.
-ისეთი არაფერია,უბრალოდ ვახშამი მის სახლში.დედამისს ჩემი გაცნობა უნდოდა და რაც შემეძლო ვწელავდი, დღესაც რო უარი ვუთხრა აღარ გამოვა.
-მერე მე რატო მრევ მაგაში? საერთოდ არმინდა არსად წასვლა!
-კარგი რა, ისედაც საშინლად არ მინდოდა უხერხული ვახშმის ნაწილი ვყოფილიყავი და შენც თუ იქ იქნები ისეთი უხერხული აღარ იქნება.
-შანსი არ გაქვს მაინც ვერ დამკერავ.-ვუთხარი და ნაბიჯს ავუჩარე.
-მაგასაც ვნახავთ!-ღიმილით თქვა და სარდაფის კიბეზე აირბინა.
მალევე მის მანქანას მივუახლოვდით და შიგნით ჩავსხედით.
-ისე თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამდენ გაკვეთილს რომ ვაცდენ.-ვთქვი როცა მანქანა დაქოქა.
-მოიცა მართლა?-წამით გაჩერდა და შემომხედა.
-არა ირონიულად ვთქვი.-ვუთხარი და ამაზე გაეცინა.
როცა ჩემს სახლს მივუახლოვდით ეზო მოვათვარიელე,იმედი მქონდა რომ მშობლების მანქანას ვერ დავინახავდი. ლუკასმა ძრავი გამორთო და გადმოვიდა,მეც გავყევი.
-გაგინართლა.-ლუკას გავხედე.-სახლში არ არიან.-ვუთხარი და კარი შევაღე.
-კარგი,კარგი სანამ შევალთ.-მომაბრუნა.-ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მასთან.და... არვიცი უცნაური იქნება მასთან "ლაპარაკი" იმას თუ გავითვალისწინებთ რომ პრაქტიკულად მაგის გაკეთებას ვერ შევძლებ.
-კი მაგაში გეთანხმები რომ უცნაური იქნება.ნუ შენთვის უხერხულიც რადგან სიჩუმეში ჯდომა მოგიწევს მაშინ როცა ის ილაპარაკებს.
-მაგაზე არც მიფიქრია.-დაიმანჭა ლუკასი.
-კარგი წამოდი დროს ნუ მაკარგვინებ.-ვუთხარი და სახლში შევედით.
ჩემი ოთახისკენ წავედი იმ იმედით რომ ლუსი იქ დამხვდებოდა.როცა კარი შევაღე დავინახე როგორ იყო დასკუპებული ჩემს ლოგინზე.
-უკვე მოხვდი?-გაბრწყინებული თვალებით შემეკითხა.-და მარტო არხარ?-დაამატა როცა ლუკასი დაინახა ოთხაში.
-არა.-ვუპასუხე და ამოვიხვნეშე,მოვემზადე იმ უხერხულობისთვის რაც წინ მელოდა.-ეს ლუკასია ლუსი.-ვუთხარი მას.
-მოიცა მასთან ლაპარაკი შემიძლია?-გახარებული მკითხა.
-პრაქტიკულად არა,ისიც ვერ გხედავს ასე რომ ყველაფრის გადათარგმნა მომიწევს მისთვის.-კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე და ლოგინზე დავჯექი.
-აქ არის?-იკითხა ლუკასმა.
-არაა,ჩემთავს ველაპარაკებოდი.-წამიერი დუმილის შემდეგ ვუთხარი როცა გავანალიზე რა სულელური კითხვაც დასვა.-ხო აქ არის იდიოტო აბა სად უნდა იყოს?
-ხო მაგრამ სად?სად დგას?-აქეთ-იქით ყურება დაიწყო ლუკასმა და მე თავლები გადავატრიალე.
-ლოგინზე ჩემს გვერდით ზის.-ხელით ვანიშნე მაგრამ მალევე მივხვდი რომ ამას აზრი არ ქონდა რადგან რაც არ უნდა მექნა მაინც ვერ დაინახავდა მას.
-ისე მაგის დამტკიცება შეგიძლია?იმას ვგულისხმობ რომ თუ რამით მიმახვედრებს აქ რომ არის თავს ასე სულელურად აღარ ვიგრძნობ.
ლუსის მის სირყვებზე გაეცინა და მასთან მივიდა.ჩანთა რომელიც შემოსვლისას კარებთან დააგდო ლუკასმა ლუსიმ აიღო და ჰაერში გადაადგილა.
-ვაუ!-შეკრთა ლუკასი.-აი ეს უკვე მესმის.-თქვა მან და ჩანთას მოკიდა ხელი.-ესეიგი ნივთების გადაადგილება შეუძლია?ასწორებს.-თქვა და გვერდით მომიჯდა.-კარგი..-დაბნეულად შემომხედა.-ამის გაკეთებას როგორ ვაპირებთ?
-უბრალოდ კითხე რაც გაინტერესებს და როცა გიპასუხებს გეტყვი რაც თქვა.-ვთქვი და ჩავფიქრდი.-არა,დამაბნეველად საერთოდ არ ჟღერდა.-ლუკას გაეღიმა და ჩაახველა.
-კარგი,მაშინ...-ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო და მისი ქექვა დაიწყო.-მის ოჯახზე მოგვიყვეს.ხომ არ ძალადობდნენ მასზე ან იქნებ რომელიმე მშობელი ცუდად ექცეოდა მას.უმეტესად ასეთ შემთხვევებში მშობლები არიან ხოლმე დამნაშავეები.
-ნუ ექსპერტობ.-ვუთხარი ლუკასს და ლუსის მივუბრუნდი.-კარგი ლუსი, გაიხსენე ოდესმე შენზე მშობლებს უძალადიათ?იქნებ დაურტყამთ შენთვის ან რამე მსგავსი.
-არა!ხუმრობ?ისინი ყველაზე კარგი მშობლები არიან მთელს გალაქტიკზე!-ღიმილით თქვა ლუსიმ და მეც ინსტიქტურად გამეღმა.
-რაო რას ამბობს?-დაინტრიგებული მიყურებდა ლუკასი.
-ამბობს რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
-კარგი...მაშინ..იქნებ ბავშები ექცეოდნენ ცუდად?ჩაგრავდნენ ან რამე ასეთი.
-არა!-წამოიძახა ლუსიმ.-ნეიტი ხომ გახსოვს? ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. სულ კარგად მექცეოდა.
-უარყოფს.-ვუთხარი ლუკასს.
-ჰმ..-ჩაფიქრდა ლუკასი.-კარგი მაშინ იქნებ რამე თვითონ მოგვიყვეს.ან იქნებ რამე ფოტოები არსებობს რაც გამოგვადგება.
-კარგი იდეაა!-ვთქვი და ლუსის მივუბრუნდი.-ლუსი, სადმე ფოტოები ხომ არ გაქვს?შენი მშობლების ან თუნდაც ნეიტის.
-კი! საიდუმლო ოთახში უნდა იყოს.-თქვა და წამოდგა,დავინახე კედელს იქით როგორ გავიდა და მეც ლუკასს მივუბრუნდი.
-როგორც ჩანს ფოტოები აქვს.
-მართლა?სად არის?
-თვითონ მოიტანს.
-თვითონ?ანუ ოთახში აღარ არის?
-არა, ახლახანს იმ კედელს იქით გავიდა.-კედელზე ვანიშნე.
-ვაუ კედლებში სიარულიც შეუძლია?-აღტაცებით წამოიძახა და ბლოკნოტში რაღაცის ჩაწერა დაიწყო.
-ხო აბა რა გეგონა?-მის ნათქვამზე გამეცინა.
ცოტა ხანში ლუსი რამდენიმე ფოტოთი დაბრუნდა.
ლუკასის თვალები გაუდიდდა როცა ჰაერში მოძრავი ფოტოები დაინახა.
-მოგიწევს ამას მიეჩვიო.-ვუთხარი ლუკასს.
-ნეტა მეც იმას ვხედავდე რასაც შენ ხედავ...-თქვა მან და ფოტოების თვარიელება დაიწყო.
ჩემი ყურადღება ერთმა ფოტომ მიიბყრო. სახლის ფონზე პატარა ბიჭი და გოგო ხელჩაკიდებულები იდგნენ.გოგონა რა თქმა უნდა ლუსი იყო,ბიჭი კი სავარაუდოდ ნეიტი.ლუსის ფოტოზე ვკითხე და ჩემი ვარაუდი დაამტკიცა.
-ძალიან მენატრება ნეიტი,ის ხომ ყოველთვის კარგად მექცეოდა.-სევდიანად თქვა ლუსიმ და მეც დამასევდიანა მისმა სიტყვებმა.
ცოტა ხანი ფოტოების თვალიერებაში დავხარჯეთ სანამ ლუკასს ტელეფონმა არ დაურეკა.
-რვის ნახევარია და კიდევ ერთხელ გახსენბ რომ ნახევარ საათში აქ უნდა ეგდო.დედაჩემმა თავისი საფირმო კერძი გააკეთა და დაგვიანება არც კი გაბედო.-გავიგონე ლუკასის ტელეფონიდან სერენას ხმა.
-კარგი,კარგი დაწყნარდი.ნახევარ საათში მანდ ვართ.-თქვა და გაუთიშა.
-ვართ?-ჩავახველე და ისე ვუთხარი.
-კარგი რაა,ხომ შემპირდი..-ჩემი დაყოლიება ცადა და ისევ ლეკვის თვალებით გამომხედა.
-მემგონი მეხსიერებასთან პრობლემები გაქვს.მსგავსი არაფერი მითქვამს.
-კარგი რა,გთხოვ წამოდი. თან სერენას ვუთხარი რომ იქ იქნებოდი.
-არა მეთქი!

ROOM FULL OF FOOLSWhere stories live. Discover now