დაინახავდა თუ არა მას,ბიჭს რომელმაც მის წარმოსახვის უნარს ახალი ყვავილი შესძინა, მაშინვე კანკალს იწყებდა.თუმცა ქალი ყოველთვის სოფოს გვერდით იყო.

როგორც წესი,აუქციონები ასე დიდხანს არ გრძელდება ხოლმე,თუმცა სოფოს ეს აუქციონი დაუსრულებლად ეჩვენებოდა.

წამიერი სიჩუმე იყო საკმარისი  დარბაზში და ყველა გაიგონებდა მისი გულის ცემის ხმას.

მომენტში როდესაც უკვე ფიქრობდა რომ მგონი აქ სულ ტყუილუბრალოდ მოვიდა,ზემოთ ხსენებულმა მამაკაცმა მას აზროვნება შეუცვალა.

სოფოს თვალის გუგები გაუფართოვდა და ბროლებთან ერთად გაბრწყინდა.

სცენაზე დაბალმა ახალგაზრდამ, სასიამოვნო,თუმცა ყალბი ღიმილით გამოიტანა მუქი ლურჯი პატარა ბარხატის ყუთი და საჭირო ადგილას მოათავსა.

დარბაზში ყველა დადუმდა.

სოფომ ხელები ერთმანეთს მჭიდროდ მოუჭირა.ნელა ამოისუნთქა და ჩაისუნთქა,შემდეგ ხელები მოადუნა და თვალები დახუჭა,ამ დროს მისი გულის ცემა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა.

თვალების გახელისას კი გული გაუჩერდა.

დარბაზი პანიკამ მოიცვა. მხოლოდ პასუხგაუცემელი კითხვები ისმოდა,სხვა არაფერი.

სოფომ ჯერ იფიქრა,რომ ეს კოშმარი იყო და თვალები რომ დახუჭა,სწორედ მაშინ ჩაეძინა. თუმცა მალევე გააანალიზა, რომ ეს ყველაფერი ცხადად ხდებოდა.

სრულიად მოულოდნელად შუქები ჩაქრა,რასაც დამაყრუებელი ხმა მოჰყვა და ბოლოს დარბაზი ისეთივე ცარიელი დარჩა როგორიც პირველ დღეს იყო.

2 დღის წინ.

-როგორ შეგეძლო ასე მოქცევა?!
-ტონს დაუკვირდი!
-არ მაინტერესებს ვინ ხარ,როგორი გავლენა გაქვს სხვა დანარჩენზე და რას ფლობ!იცოდე ამას არ გაპატიებ!
-გუკ!მომისმინე....გთხოვ.

ამ სიტყვის გაგონებისას ყველა გაკვირვებული დარჩა,რადგან მეთაურს არ სჩვევია ასე საუბარი სხვებთან. არამედ სხვებს უნდა ესაუბრათ მასთან მიმართებაში ზრდილობიანად.

-რა გინდა? -კვლავ ცივი ტონით ჰკითხა გუკმა და სერიოზული გამომეტყველებით გახედა მას.

-ვიცი,რომ მოგატყუე და ის გავაკეთე რაზეც არც კი შევთანხმებულვართ, თუმცა იქნება ხერხი, რომლითაც გამოვისყიდი დანაშაულს. ასე არ არის?!

-არამგონია! -კვლავ იგივე ტონით უპასუხა გუკმა,რამაც ნამჯუნის მეუღლის მოთმინების ფიალა აავსო.

-როგორ ბედავ და უფროსს ასე ესაუბრები შე პატარა ლაწირაკო!ვინ გგონია შენი თა...

-დაწყნარდი! -ნამჯუნის ხმა ისევე გაისმა როგორც ზევსის.ყველა დადუმდა,თავისი მეუღლეც.

-შენს ოთახში წადი! -შედარებით წყნარი ტონით უთხრა ნაჯუნმა მეუღლეს და კვლავ თავის ტყავის სავარძელში მოკალათდა. ქალბატონმა მკვლელის თვალებით ჯერ გუკს გახედა და შემდეგ ნამჯუნის,თუმცა გადაწყვიტა ქმრისთვის დაეჯერებინა და ოთახი მორჩილად დატოვა.

-ესეიგი მიდიხარ.
-რა თქმა უნდა?!ჯანდაბამდე გზა გქონიათ! -გუკმა გასვლისას კარი გაბრაზებული მოზარდის მსგავსად, ძლიერად და ხმაურიანად გაიხურა.
ნამჯუნის კი ამ საქციელზე შეუმჩნევლად ჩაეღიმა.

რამდენიმე საათის სიარულის შემდეგ, გუკი ერთ სადგურზე გაჩერდა.

მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემოესმა,რომელიც იუნგის ეკუთვნოდა.გუკს არ გაჰკვირვებია. ალბათ იმიტომ,რომ გულისიღრმეში ელოდა კიდეც მის მოსვლას.

-მე მეგონა გაზრდა გინდოდა, თუმცა მაინც მიდიხარ.
-უკვე გავიზარდე და მივხვდი კიდეც,როგორი ნაბიჭვრები არიან ადამიანები!

იუნგიმ მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.გუკმა აიღო ზურგჩანთა და მაშინვე გაუჩინარდა.მალე იუნგის წინ არც მატარებელი იყო, და არც ის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობა გაახსენა.

ამოიხვნეშა მან და ისიც თავის გზას დაადგა.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang