Chapter 34

1.9K 53 11
                                    

Mell's Pove
7ის ნახევარია და მე ჯერ კიდევ გარდერობში ვიქექები.ყოველთვის ასე ხდება.ტონა ტანსაცმელი მაქვს და მაინც ერთი საათი ვეძებ რა ჩავიცვა.ბოლოს როგორც იქნა,რაღაც შავი კაბა ვიპოვე და სწრაფად შევუდექი თავის მოწესრიგებას.
ჩემი მობილური უკვე წკრიალებდა,თუმცა ყველა ზარს ვაიგნორებდი.
კაბის ჩაცმა რომ დავამთავრე საათს დავხედე და 2 წუთი აკლდა 7ს.
მობილური ავიღე და ნიკს გადავურეკე.
-მელლ,რას შვები ამდენ ხანს?-ჩამყვირა ყურმილში.
-მზად ვარ,ჯერ არ არის შვილდი-ვიმართლე თავი.
-ქვემოთ ვართ ყველა და შენ გელოდებით-ყურმილი გამითიშა და მეც სასწრაფოდ გავვარდი სახლიდან.
ყველა იქ იყო,აბსოლიტურად ყველა.
-ძმაო,სახლიდან რომ გამოხვედი მეც ვერ მითხარი?-ვუსაყვედურე მერიემთან მდგარ კრისს.
-სამჯერ ამოგძახე,მაგრამ არაფერი გესმოდა.
ორ მანქანაში გადავნაწილდით ყველა და კლუბისკენ წავედით.
შესვლისთანავე დამიბუგდა ყურები მაღალი მუსიკის გამო.თვალებსაც არ ესიამოვნა მოციმციმე ფერადი შუქები,თუმცა მალევე შევეჩვიე.
-დღეს ვსვამთ ხო ბოლომდე?-დაიყვირა ალექსმა.
-ხო აბა რა-უყოყმანოდ დათანხმდნენ ბიჭებიც.
-ჩვენ რა,გახეული მთვრალები სახლში მიგათრიოთ?-სიცილით დაიწყო ნინამ.
-არანაირად,ჩვენც ვსვამთ და აქეთ მიგვიყვანონ-სიცილით ვუთხარი მეც.
-მაშ დღევანდელი დღე დალევის ოფიციალურ დღედ გამოვაცხადოთ,ვის ადარდებს სახლამდე მისვლა-ხელი მაღლა აწია მერიემმა და ყველა ბარმენისკენ წავედით.
დალევა დავიწყეთ და  მოტივაცია როცა ვიგრძენი ავცეკვდით.
ყველა თავისთვის ერთობოდა,ჩვენ კი ლამის ავიკელით მთელი კლუბი.
დანარჩენები "ამ გიჟებმა ასე როგორ მოყარეს თავი"-ს თვალებით გვიყურებდნენ.
ნახევარი საათი იყო გასული წყნარი მუსიკა რომ ჩაირთო,წყვილებისთვის.
-ჩემთან ერთად იცეკვებთ ქალბატონო მელ?-ხელი გამომიწოდა ნიკმა.
-დიდი სიამოვნებით-ჩემი ხელი შევაგებე და საცეკვაოდ წავედით.
ჩვენს გვერდით კრისი და მერიემი რიტმულად არხევდნენ სხეულებს.რამდენჯერაც ამ წყვილს ვხედავ იმდენჯერ სიცილი მინდება.ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ჩემს ძმას,კრის სკოტს ვიღაც უყვარს.
მალე ლუკი და ლიზაც შემოგვიერთდა.როგორი საყვარლები არიან ერთად.
ნიკი ბართან ახლოს გავიყვანე და იქ გავაგრძელეთ ცეკვა,მე ჩემი ჩანაფიქრი მქონდა:დ
-ალექსს-ღიმილით მივმართე,ისე რომ ცეკვა არ შემიწყვიტავს-მემგონი მარტო შენ ხარ მეწყვილეს გარეშე-დაცინვით ვუთხარი-დარჩი "შინაბერა"?-ავხარხარდი და ნიკიც ამყვა.
-ნურას უკაცრავად,ნინაც მარტოა-იმედიანი თვალებით გაიხედა გვერდით,სადაც წესით ნინა უნდა მჯდარიყო,თუმცა ცარიელი სკამი შერჩა.
-აი ნინა-თითი გავიშვირე ნინასკენ,რომელიც უცნობს ეცეკვებოდა.
-შენ ნუ ჯავრობ ჩემზე ლამაზო-თვალი ჩამიკრა ალექსმა-და ნიკ შენს შეყვარებულს მიხედე,ნუ ატლიკინებს ენას-სიცილით დაამატა.
ხო,ალექსის გასახარად მალე დამთავრდა "წყვილების სიმღერა" და ისევ "ჯაგაჯუგები" დაიწყო.
11 საათისთვის უკვე კარგი მთვრალები ვიყავით,ფეხზე ძლივს ვიდექით,თუმცა ცეკვას მაინც ვაგრძელებდით.
ძალიან მაგარი საღამო იყო.მიხაროდა ასეთი მეგობრები რომ მყავდა გვერდით.ვუყურებდი მათ და მთვრალსაც კი გული სიყვარულით მევსებოდა:დდდ
12ის ნახევარზე ყველა გარეთ გამოვედით,უფრო სწორად ერთმანეთი გამოვიყვანეთ,თუ ამას გამოყვანა ერქვა:დდ
იქვე მდგარ სკამზე მივეყარეთ ყველა.
-საუკეთესო დღე იყო მემგონი-ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე ლიზა.
-საუკეთესო კი არა თავი მისკდება-დავიწუწუნე მე.
-იმედია ხვალ ცოცხლები ვიქნებით,კიდევ მინდა გავიმეორო-სიცილი დაიწყო ნინამ და ყველა მას ავყევით.
უმიზეზოდ ვიცინოდით დაახლოებით 10 წუთი.ბოლოს ლოყები გვეტკინა და გავჩერდით,თორე დილამდე ასე ვიქნებოდით.
-იმედია სახლამდე მივალთ.
-ან მიგვიყვანს ვინმე...

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now